იდეალური წონა… კალორიები… დიეტა…

როგორ გამოვითვალოთ იდეალური წონა?

მეორენაირად მას სხეულის მასის ინდექსს უწოდებენ (UMT). ნუ აგერევათ ეს ტერმინი ფრანგულ წონაში, რადგან აქ სიგამხდრეზე კი არ არის საუბარი, არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წონის დადგენაზე.

გავამრავლოთ ჩვენი სიმაღლე მეტრებში თავის თავზე (ანუ, ავიყვანოთ კვადრატში). შემდეგ ჩვენი წონა კილოგრამებში გავყოთ მიღებულ რიცხვზე. იდეალური წონის დროს მიღებული მაჩვენებელი უნდა მოთავსდეს შუალედში: UMT = 20 – 25. ანუ ეს არის მოზრდილი ადამიანების სხეულის მასის ინდექსის ნორმალური მაჩვენებელი.

მაგალითად, ჩვენი სიმაღლეა 1,74 მეტრი და წონა 67 კგ. მივიღებთ: 67 / 1,74 x 1,74 = 22,13 რაც ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალური წონა გვაქვს. მაგრამ თუ მიღებული რიცხვი ცდება ქვედა ან ზედა საზღვარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხეშია, რომ ინფარქტის, ინსულტის, ონკოდაავადებებისა და სხვათა რისკი ჩვენში უფრო დიდია, ვიდრე სხვებში.

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი სხეულის მასის ინდექსი ზედა ზღვარს ცდება?

ამ დროს საჭიროა მოვიშოროთ ზედმეტი კალორიები. დავიკლოთ თვეში 2-3 კგ და არავითარ შემთხვევაში მეტი. რატომ? იმიტომ, რომ თუ თვეში დავიკლებთ 3 კგ-ზე მეტს, ეს საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ამ დროს დაკლება ხდება არა ცხიმის, არამედ სითხეებისა და კუნთების ხარჯზე. 1 დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმს შეუძლია დაკარგოს (ან მიიღოს) არაუმეტეს 100-130 გრ ცხიმისა. დანარჩენი არის სითხე, ფეკალური მასები და ა.შ. ამიტომ, როცა ვიკლებთ თვეში 2-3 კგ-ს, ეს ხდება ზუსტად რომ ცხიმის ხარჯზე და ამიტომ შემდგომში ადვილად ვინარჩუნებთ წონას.

იმისათვის, რომ დავიკლოთ თვეში 2-3 კგ, საჭიროა ყოველდღიურად მივიღოთ იმდენი კალორია, რამდენიც შეესაბამება ჩვენს მდგომარეობას. როგორ დავადგინოთ ეს რაოდენობა? ამისათვის უნდა გამოვითვალოთ ორი სიდიდე: RMR (resting metabolic rate) და AMR (active metabolic rate). RMR – გვიჩვენებს, რამდენი კალორია უნდა ჩვენს ორგანიზმს დღეში სიცოცხლისუნარიანობისთვის (თმის ზრდა, სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა და ა.შ.). ამ ციფრზე ნაკლები კალორიის მიღება არ არის სასურველი, რადგან ამ დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმი გადადის ე.წ. “ენერგიის შენახვის” ფაზაში, რაც ძალიან უშლის ხელს ზედმეტი წონის დაკლებას.

RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი)

AMR – გვიჩვენებს კალორიების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის არსებული წონის შესანარჩუნებლად.

AMR =

– RMR x 1,2 – მჯდომარე რეჟიმი

– RMR x 1,375 – მცირე აქტივობა (კვირაში 1-3 დღე სპორტი)

– RMR x 1,55 – საშუალო აქტივობა (კვირაში 3-5 დღე სპორტი)

– RMR x 1,725 – მაღალი აქტივობა (კვირაში 6-7 დღე სპორტი):

– RMR x 1,9 – ძალიან მაღალი აქტივობა (აქტიური სპორტული წვრთნა ყოველდღე, მაღალი ფიზიკური დატვირთვა სამსახურში, დღეში ორჯერ ვარჯიში)

იმის მერე, რაც გამოვითვლით AMR-ს, გამოვაკლებთ მას 500 კალორიას და მივიღებთ რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ დღეში რამდენი კალორია უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ დავიკლოთ კვირაში 0,5 კგ ცხიმი (და არა სითხე!)

მაგალითი: ვთქვათ, ჩვენი სიმაღლეა 1,70 მ; წონა 74 კგ; ასაკი 46 წელი. UMT = 74 / (1,7 x 1,7) = 25,6 (განგაში!!! გადაცდა ზღვარს!)

RMR = 655 + (9,6 x 74) + (1,8 x 170) – (4,7 x 46) = 1455,2 (ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დაკლება!!!)

ARM = RMR x 1,2 = 1455,2 x 1,2 = 1746,24 (ეს არის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წონა, მაგრამ, ჩვენ გვჭირდება დაკლება!!!) იმისათვის, რომ დავიკლოთ თვეში 2 კგ, საჭიროა მივიღოთ დღეში: 1746,24 – 500 = 1246,24 კალორია.

ამრიგად დავადგინეთ ჩვენი ორგანიზმისთვის კალორიის ის რაოდენობა, რომელიც უნდა მივიღოთ ყოველდღიურად – 1246,24. ამის მერე იწყება ყველაზე რთული რამ. ანუ, ყოველი ჭამის დროს კალორიების თვლა. პრინციპში, როცა ადამიანი მონდომებულია, მას ვერაფერი დაუდგება წინ და ვერავითარი სირთულე ვერ შეაშინებს. ჯობს წინასწარ შეადგინოთ დღური ან კვირის მენიუ და ასე უფრო ადვილად დაითვლით კალორიებს. ხოლო, თუ რომელი პროდუქტი რამდენ კალორიას შეიცავს, ეს შეგიძლიათ ნახოთ ცხრილში. ყველაზე მოსახერხებელი ცხრილი შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე (რუსულ ენაზე): კალორიების ცხრილი აქ საკმარისია ჩაწეროთ შესაბამისი პროდუქტის გვერდით რაოდენობა (გრამებში) და საიტი თვითონ დაგითვლით ცალკეულ და ჯამურ კალორიებს. ასე უფრო ადვილად შეადგენთ მენიუს.

აქვე გთავაზობთ ბორმენტალის მიერ შედგენილ კალორიების ცხრილს სპეციალურად საქართველოსთვის, ანუ მასში შესულია ზოგიერთი ქართული კერძი (როგორიცაა, მაგალითად, ხაჭაპური, ხინკალი, საცივი და ა.შ.). მართალია, ის მოკლეა, მაგრამ, ვფიქრობ, ძირითადი პროდუქტები ყველა სახეზეა.

kaloriebi

დაბოლოს, დაახლოებით რამდენი კალორია იწვება 1 საათის განმავლობაში:

ტანვარჯიში – 600

ცეკვა – 250-400

ცურვა – 400-600

ველოსიპედი – 300-500

აერობიკა – 400-600

ნელი სირბილი (8 კმ/სთ) – 600

სიარული (4 კმ/სთ) – 250

კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. თურმე მუქი ლურჯი ფერი აქვეითებს მადას. ასე რომ, მოიძიეთ სახლში ლურჯი ფერის თეფშები და თამამად გამოიყენეთ ისინი 🙂

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და იდეალურ წონას!

161 comments on “იდეალური წონა… კალორიები… დიეტა…

  1. 17ია ჩემი მაჩვენებელი 🙂
    ანუ დამერხა? 🙂
    ამაზე მეტად რომ გავსუქდე, მართლა ქონი ვიქნები მერე. 172 სმ.52 კგ. ჩემთვის იდეალური ციფრებია ..

    • 🙂 არა, არ დაგერხა. უბრალოდ, 17 ძალიან ცოტაა და არ არის რეკომენდებული ორგანიზმისთვის, მეტი არაფერი 🙂
      ჩვენ ყველას, ვისაც მიგვაჩნია, რომ ლამაზები და გამხდრები ვართ (კი არ მიგვაჩნია და ასეცაა), ეგ მაჩვენებელი 20-ზე ნაკლები გვაქვს, მაგრამ “ისინი” ამბობენ, არ ვარგაოოოოოოოოო!

    • ვარ 114 კილო,და 168 სმ,როგორც დავიტვალე,წონის ინდექსია 40 და რომ წავიდეს კლება უნდა მივიღო 1020 კალორია,გთხოვთ მიპასუხოთ,სწორად დავითვალეეე?

      • გამარჯობა ნინო. თქვენ სწორად გმოითვალეთ ინდექსი, 40, მაგრამ რაც შეეხება კკალ-ებს, ამას მე ვერ შევამოწმებ, რადგან არ ვიცი თქვენი ასაკი. თუ მომწერთ, შევამოწმებ.

  2. 20-დან 25-მდეა ნორმალურიო ;დ
    მე 19 მაქვს მაჩვენებელი და რა, არანორმალური ვარ? :დდ
    არადა ფრიად ნორმალურად ვგრძნობ თავს ❤ ;დ

  3. მე 24 წლის ვარ 62 კილო და 165 სმ ტუ სწორედ გამოვიტვალე 22,79 გამომივიდანორმალურია? ვერ გავიგე რომელია ცჰემი იდეალური წონა გრთხოვტ მომწეროთ

    • იდეალური წონის დროს მიღებული მაჩვენებელი უნდა მოთავსდეს შუალედში: 20 – 25. რადგან შენ მიიღე 22,79 – ესე იგი სანერვიულო არაფერი გაქვს 🙂

  4. გოგოებო, საერთოდ, აქ არ არის ლაპარაკი ნორმალურია თუ არანორმალური თქვენი წონა. აქ უბრალოდ არის რეკომენდაციები, რომ სასურველია ორგანიზმისთვის და ჯანმრთელობისთვის, რომ ეს ინდექსი მოთავსდეს 20-25 ფარგლებში. მეტი არაფერი. თორემ, კი არავინ გეუბნებათ, 19 გაქვს მაჩვენებელი და არა ხარ ნორმალურიო. 🙂 ასე ნუ მიიღებთ ამ რჩევებს.

  5. 😀 😀 😀 ჩემი მაჩვენებელი 42 ს გადასცდა … რა ვქნა ვერ ვიკლებ დიეტით ვერ დავიკელი ვარჯიშით ცოტა დავიკელი მაგრამ ბევრი დრო დამჭირდა და ა შ …

    • დაიკიდე რა! ჩემი მაჩვენებელიც რომ სცდებოდა და ვნერვიულობდი, რა გამოვიდა მაგით? ახლა ყურადღებას არ ვაქცევ და ძალიანაც ბედნიერი ვარ. უბრალოდ, უნდა შეეცადო, შეზღუდულად მიიღო ფუნთშეულობა და ტკბილეულობა 🙂

  6. mapatiet magram iqneb damexmarot?verafrit ver mivxvdi rogor gamovitvalo chemi monacemebi.var 1.73.da dzalian mcxvenia magram wona maqvs sashineli 140 kg.iqneb damexmarot rom chemi machvenebeli mivigo da axla ase vcado gaxdoma.wona bavshvobidan maqvs,magram am bolo wlebshi dzalian movimate.var 37 wlis.mqonda erti mshobiaroba.gmadlobt

    • მოგესალმებით. თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე, თქვენი მასის ინდექსია 46,77. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აზრი არ აქვს დანარჩენი ერთეულების გამოთვლას და მერე კალორიების დიეტის დაცვას. აქ უკვე რთულადაა საქმე და თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი, რომელიც დაგინიშნავთ სპეციალურ დიეტას. სხვანაირად, მერწმუნეთ, შედეგს ვერ მიიღებთ.
      გისურვებთ წარმატებებს.
      P.S. კიდევ ერთი მომენტი: ეცადეთ ყველაფერს პოზიტიურად შეხედოთ, ნაკლებად ინერვიულოთ მაგ პრობლემაზე და გაცილებით გაგიადვილდებათ ცხოვრება.

      • მოგესალმებით,ვარ 29-ა წლის.სიმაღლით165-ი სანტიმეტრი,წონით82კგ-ს ვიწონი,არის თუ არა სწორი მაჩვენებელი?გთხოვთ გამომითვალოთ!

        • მოგესალმებით,ვარ 29-ა წლის.სიმაღლით165-ი სანტიმეტრი,წონით82კგ-ს ვიწონი,არის თუ არა სწორი მაჩვენებელი?გთხოვთ გამომითვალოთ!

        • გამარჯობა მარიამ
          თქვენი მასის ინდექსია 30, რაც სცილდება ზედა ზღვარს, ანუ თქვენ გაქვთ ჭარბი წონა. იმისათვის რომ დაიკლოთ, დღეში უნდა მიიღოთ 1400 კკალ (სწრაფი შედეგისათვის 1200, მაგრამ ამაზე ნაკლები უკვე საზიანოა ორგანიზმისთვის).
          წარმატებები

    • გამარჯობა მაკა, თქვენი მაჩვენებელი არის დაახლოებით 27 (78 / 1,7 * 1,7 = 26,98), ანუ იგი სცილდება ზედა ზღვარს (25-ს), რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გამოითვალოთ რამდენი კალორია უნდა მიიღოთ დღეში, რომ დაიკლოთ წონაში. მე ვერ გამოგითვლით ამას, რადგან არ ვიცი თქვენი ასაკი.

    • მაკა, თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1356 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად რომ მიიღოთ 1300 კალორია (მაქსიმუმ 1356), დაიკლებთ უეჭველი. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. ცხრილი დევს ზემოთ ჩემს პოსტში და შეგიძლიათ ისარგებლოთ, სადაც გამოითვლით ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების რაოდენობას. გისურვებთ წარმატებებს!

    • მზია, მოგესალმებით! თქვენი ინდექსი გამოვიდა 35,26 რაც ძალიან სცილდება ზედა ზღვარს. ამ დროს ცოტა ძნელია კალორიების გამოთვლა, ის გამოიყენება მაშინ, როცა უმნიშვნელო გადაცდენებია ზღვრიდან. ამიტომ თქვენ უნდა ისარგებლოთ ზოგადი პრინციპით: დასაკლებად დღეში უნდა მიიღოთ სადღაც 1500 კალორიამდე. ისე, თქვენი დღიური ნორმაა 2127 კალორია, ანუ ამ რიცხვს თუ გადაცდებით, კიდევ მოიმატებთ წონაში. წარმატებები!

        • ზედა ზღვარს რომ სცილდება ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაქვთ იდეალური წონა, მაგრამ როცა ძალიან სცილდება ზღვარს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ზედმეტი(ჭარბი) წონაა. საგანგაშოა თუ არა მდგომარეობა ეს შეიძლება მხოლოდ ექიმმა დაადგინოს. ხოლო ჩვენ – თვითონ ვირჩევთ ჩვენს წონაში ამ მდგომარეობას. ზოგისთვის ზედმეტი 1 კგ უკვე საგანგაშოა და ზოგისთვის ზედმეტი 20-30 კილოგრამიც არაფერს ნიშნავს 🙂

    • გამარჯობა მადლენა, თქვენი სხეულის მასის ინდექსია 28,34, რაც სცილდება ზღვარს. ანუ, იდეალური წონა არ გაქვთ. თუ გსურთ დაკლება, მაშინ ვითვლით კალორიებს: თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1301(მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად რომ მიიღოთ 1300 კალორია, დაიკლებთ უეჭველი. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. ცხრილი დევს ზემოთ ჩემს პოსტში და შეგიძლიათ ისარგებლოთ, სადაც გამოითვლით ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების რაოდენობას. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა მირანდა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 64 / 1,64 * 1,64 = 23,8 ანუ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ იდეალური წონა და არავითარი დიეტა არ გჭირდებათ 🙂 მაგრამ თუ მაინც გინდათ დაკლება, მაშინ უნდა მიიღოთ დღეში 1000 კალორია, რასაც არ გირჩევთ, რადგან არ არის კარგი ორგანიზმისთვის

      • გამარჯობათ, ვარ 53 წლის.167სმ,90 კგ. ძალიან გთხოვთ მითხარით დღეში რამდენი კალორია უნდა მივირო რომ თვეში დაახლოებით 6-8 კგ დავიკლო?

    • გამარჯობა თამთა. 1200 ძალიან ცოტაა, როგორ მიიღეთ ეს ციფრი? ჯერ უნდა გამოითვალოთ ფორმულით RMR, შემდეგ AMR და მერე გამოაკლოთ 500, მაგრამ ამას ყველაფერს აზრი აქვს მაშინ, როცა მასის ინდექსი მეტია 25-ზე. თუ მომწერთ, სიმაღლეს, ასაკს, წონას და აქტივობის რეჟიმს, გამოგითვლით 🙂

    • გამარჯობა მაია, თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1408 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად რომ მიიღოთ 1400 კალორია (მაქსიმუმ 1408), დაიკლებთ უეჭველი. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. ცხრილი დევს ზემოთ ჩემს პოსტში და შეგიძლიათ ისარგებლოთ, სადაც გამოითვლით ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების რაოდენობას. გისურვებთ წარმატებებს!

      • ნატა, მოგესალმები 🙂 თქვენი სხეულის მასის ინდექსია 68 / 1,75 * 1,75 = 22,20. ანუ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ იდეალური წონა და არავითარი დიეტა არ გჭირდებათ 🙂
        წარმატებები!

    • გამარჯობა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 64 / 1,65 * 1,65 = 23,51. ანუ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ იდეალური წონა და არავითარი დიეტა არ გჭირდებათ 🙂 თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ, უნდა მიიღოთ დღეში 1200 კალორია.
      წარმატებები!

    • გამარჯობა თეონა, თქვენი სხეულის მასის ინდექსია 29,38, რაც სცილდება ზღვარს. ანუ, იდეალური წონა არ გაქვთ. თუ გსურთ დაკლება, მაშინ ვითვლით კალორიებს: თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1447 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად რომ მიიღოთ 1400 კალორია, დაიკლებთ უეჭველი. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. ცხრილი დევს ზემოთ ჩემს პოსტში და შეგიძლიათ ისარგებლოთ, სადაც გამოითვლით ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების რაოდენობას. გისურვებთ წარმატებებს!

  7. გამარჯობათ. გთხოვთ გამომითვალოთ კალორიების დღიური რაოდენობა იმსათვის რომ წონაში დავიკლო. 4 წელია ვცდილობ ზედმეტი 15 კილოგრამის დაკლებას. გთხოვთ დამეხმაროთ. გმადლობთ

    • გამარჯობა სოფი. კალორიებს ვერ დავითვლი, თუ არ მეცოდინება თქვენი ასაკი, სიმაღლე, წონა და აქტივობა, ანუ სპორტული რეჟიმი

    • გამარჯობა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 27,94, რაც სცილდება ზღვარს. ანუ, იდეალური წონა არ გაქვთ. თუ გსურთ დაკლება, მაშინ ვითვლით კალორიებს: თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1403,92 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად რომ მიიღოთ 1400 კალორია, დაიკლებთ უეჭველი. ოღონდ უცებ არა, რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. ცხრილი დევს ზემოთ ჩემს პოსტში და შეგიძლიათ ისარგებლოთ, სადაც გამოითვლით ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების რაოდენობას. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა სალო. შენი სხეულის მასის ინდექსია: 52 / 1,58 * 1,58 = 20,83 რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, ანუ შენ გაქვს იდეალური წონა (თან ქვედა ზღვარს უახლოვდება, ანუ ძალიან გამხდარი ხარ) და არ გჭირდება არანაირი დიეტა. მაგრამ თუ მაინც გინდა, რომ დაიკლო, მაშინ დღეში უნდა მიიღო 1200 კალორია, ეს არის მინიმალური ზღვარი, ამაზე ნაკლები უკვე საზიანოა ორგანიზმისთვის. ამ რეჟიმით, რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ დაიკლებ (არც არის სასურველი), მაგრამ დროთა განმავლობაში ცოტ-ცოტა მოგაკლდება წონა. წარმატებები 🙂

  8. გამარჯობა. ვარ 164 სმ, 75 კგ, 26 წლის, ნაკლებად აქტიური რეჟიმით. მთელი ცხოვრება დიეტაზე ვარ, ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ, მაგრამ საშველი არაა. კალორიების დათვლა არასდროს მიცდია. ახლა გამოვთვალე და 1,83 კალორია მივიღე. სწორად მაქვს დათვლილი? და ეს ნიშნავს, რომ 1800 კალორია უნდა მივიღო? დიდი მადლობა წინასწარ, ჩემო კარგო.

    • გამარჯობა ნათია. შენი RMR გამოვიდა 1540,5 ეს გავამრავლოთ 1,2-ზე (მცირე აქტივობა) და მივიღებთ AMR=1848.6 ამ რიცხვს შემდეგ ვაკლებთ 500-ს და ვიღებთ: 1348,6 რაც ნიშნავს, რომ დღეში უნდა მიიღო მაქსიმუმ 1348 კკალ და მინიმუმ 1200. ეს არის შენი შუალედი, თუ გინდა, რომ დაიკლო. წარმატებები

        • გამარჯობა თამუნა. თქვენი ინდექსია 27,34 (ძალიან არ სცილდება ზღვარს 20-25), მაგრამ დაკლებისათვის დღიური რაოდენობა კალორიებისა უნდა მიიღოთ 1215 კკალ. გისურვებთ წარმატებებს!

        • გამარჯობა ნინო. თქვენი ინდექსია 27,73. ზღვარში რომ იჯდეთ (ანუ 20-25), თქვენი წონა არ უნდა გადასცილდეს 64 კგ-ს, ე. ი. დასაკლები გაქვთ 7 კგ. დაკლებისათვის დღიური რაოდენობა კალორიებისა უნდა მიიღოთ 1200 კკალ. გისურვებთ წარმატებებს!

  9. დიდი მადლობა ასეთი სწრაფი პასუხისთვის. როგორც სტანდარტები ამბობობს, 18 კგ უნდა დავიკლო. არადა, გარედან არ ჩანს, რომ ამდენი მაქვს დასაკლები. თქვენ რას იტყვით, რამდენია ჩემი იდეალური წონა?

    • ნათია, იმისათვის, რომ შენ გქონდეს იდეალური წონა, შენი სხეულის მასის ინდექსი უნდა მოთავსდეს 20-25 შუალედში. ახლა შენი ინდექსია: 75 / 1,64 * 1,64 = 27,88 იმისათვის, რომ ეს ინდექსი იყოს, ყველაზე უარეს შემთხვევაში, 25 ესე იგი შენ უნდა იყო 25 * 1,64 * 1,64 = 67,24 ანუ 67 კილოგრამი, ანუ დასაკლები გაქვს მინიმუმ 8 კგ და ქვედა ზღვარს თუ განვიხილავთ (20-ს), მაშინ დასაკლები გექნება 21 კგ, რაც არ არის სასურველი. ჯობია ე.წ. “ოქროს შუალედი”, რაც შენს შემთხვევაში 61 კგ-ია

    • გამარჯობა თამილა, თქვენი სხეულის მასის ინდექსია 26,64, რაც სცილდება ზღვარს. ანუ, იდეალური წონა არ გაქვთ. თუ გსურთ დაკლება, მაშინ ვითვლით კალორიებს: თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1283 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად უნდა მიიღოთ 1200 კალორია, რომ დაიკლოთ. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ხატია, თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1463 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). მაგრამ დღეში 1400 კალორიის მიღებით სწრაფად ვერ დაიკლებთ, რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია ხანგრძლივ, ჯანმრთელ კლებაზე (თვეში 2 კგ). შეგიძლიათ დაიყვანოთ 1200 კალორიამდე, მაგრამ უფრო ქვევით არ გირჩევთ. გისურვებთ წარმატებებს!

  10. გამარჯობა. ვარ 164 სმ, 72 კგ, 29 წლის, ნაკლებად აქტიური რეჟიმით.მაინტერესებს რამდენი კკალ უნდა მივიგო დღეში რომ დავიკლო 10 კგ ?მადლობა წინასწარ.

    • გამარჯობა ნინო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 26,77, დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1297. ასე რომ, თქვენ დღიურად უნდა მიიღოთ 1200-1300 კკალ, რომ დაიკლოთ, ოღონდ აქ არ არის საუბარი 10 კგ-ის დაკლებაზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მეთოდით იკლებთ თვეში საშუალოდ 2 კგ-ს, რაც არ არის საზიანო ორგანიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ლიკა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 58 / 1,65 * 1,65 = 21,30. ანუ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ იდეალური წონა და არავითარი დიეტა არ გჭირდებათ 🙂 თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ, უნდა მიიღოთ დღეში 1200 კალორია.
      წარმატებები!

  11. ჩემო ავტორო, შენი რჩევით დავიწყე 1200 კალორიის მიღება დღეში, შევზღუდე ცომეული, თუმცა რაღაც რაოდენობით ვჭამ, შევზღუდე მარილიანი, ვსვამ ბევრ წყალს, ვჭამ ყველაფერს მოხარშულს და არა შემწვარს, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, ხორცს.
    საოცარი შედეგი მაქვს, როცა ყოველთვის მიჭირდა დაკლება, 8-9 კგ დავიკელი, 5-6 კიდე მინდა.
    მინდა მადლობა გითხრა, შენი წყალობით და ამ სტატიის წყალობით გადავწყვიტე დამეთვალა კალორიები.
    მერე უკვე საფუძვლიანად შევისწავლე ჯანსაღი კვების ასავალ-დასავალი და მოგიწოდებთ ყველას, შეეშვით მოკლეხნიან უსარგებლო დიეტებს, იკვებეთ ჯანსაღად, დაითვალეთ კალორიები, დაიკლეით ნელა ჯანმრთელად, და ყველაფერი კარგად ინება.

    ყველას გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა შენ mylilac, გენაცვალე გულში :*

    • ნათია, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისათვის. მე არც ექიმი ვარ, არც დიეტოლოგი და არაფერი. უბრალოდ, ბევრი რამ წავიკითხე კალორიების შესახებ და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი, რომ დავხმარებოდი სხვებს. მიხარია, რომ შედეგი მიიღე 🙂

      ლალი

    • გამარჯობა ნინი, თქვენი მასის ინდექსია 33. მართალია, ძალიან სცილდება ზღვარს, მაგრამ საგანგაშო არაფერია. თუ დაიცავთ კალორიებს, დაიკლებთ აუცილებლად. თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1500 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი). ასე რომ, გისურვებთ წარმატებებს!

  12. გამარჯობა, თუ შეგიძლიათ გამომითვალოთ, ვარ 25 წლის 169 სმ 73 კგ. მთელი დღე მიწევს კომპთან ჯდომა მაგრამ კვირაში ოთხჯერ საღამოობით ვვარჯიშობ სპორტდარბაზში,

    • გამარჯობა მიშა. თქვენი მასის ინდექსია: 25,56 ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ოდნავ სცილდება იდეალურ წონას. ფაქტიურად, დიეტა არ გჭირდებათ, მითუმეტეს, რომ დარბაზშიც ვარჯიშობთ. მაგრამ თუ მაინც დაკლება გინდათ, მაშინ დღეში უნდა მიიღოთ 1800 კკალ. თუ თავს დაანებებთ ვარჯიშს, მაშინ დღეში უნდა მიიღოთ 1300 კკალ, კვირაში 1-3 დღე თუ ივარჯიშებთ, მაშინ 1600 კკალ. გისურვებთ წარმატებებს!

      • მაქსიმალურად კალორიების შეზღუდვას, შეიძლება რამე გართულება მოყვეს? მადლობა ყურადღებისთვის

        • საერთოდ, დღე-ღამეში 1200 კკალ-ზე ნაკლების მიღება არ შეიძლება ორგანიზმისთვის (იგულისხმება ქალები). კაცებისთვის ეს მაჩვენებლი ცოტა მაღალია, სამწუხაროდ, ზუსტად არ ვიცი რამდენია. ანუ, 1200-ზე ნაკლები კკალ-ის მიღება აზიანებს ჯანმრთელობას

      • გამარჯობა. თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1420 (მე ჩავთვალე, რომ აქტიურობა არ გაქვთ და ავირჩიე მჯდომარე რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიცვლება ეს ციფრი). ასე რომ, თქვენ დღიურად რომ მიიღოთ 1400 კალორია (მაქსიმუმ 1420), დაიკლებთ უეჭველი. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. ცხრილი დევს ზემოთ ჩემს პოსტში და შეგიძლიათ ისარგებლოთ, სადაც გამოითვლით ამა თუ იმ პროდუქტის კალორიების რაოდენობას. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა თამუნა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 66 / 1,65 * 1,65 = 24,24. ანუ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ ზედმეტი წონა და არავითარი დიეტა არ გჭირდებათ 🙂 თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ (თან ზღვართან უკვე საკმაოდ მიახლოებულია), უნდა მიიღოთ დღეში 1200 კკალ.
      UMT = 24.24
      RMR = 1447.4
      AMR = 1736.88 (-500 და მივიღებთ 1236 კკალს)
      წარმატებები!

    • გამარჯობა ლელა. მაპატიეთ, რატომღაც გამომრჩა თქვენი კითხვა. იმედია, დიეტას არ იცავთ, რადგან არც ზედმეტი წონა გაქვთ და არც არის სასურველი მშობიარობის მერე დიეტები.

  13. გამარჯობა , ვარ 1,63 სიმაღლით და 59 კილო. მაინტერესებს ნორმალურია თუ არა და რამდენი კალორია უნდა მივიღო დღეში იმისათვის რომ დავიკლო?

    • გამარჯობა მირანდა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 59 / 1,63 * 1,63 = 22,21. ანუ იგი მოთავსებულია 20-25 შუალედში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ გაქვთ ზედმეტი წონა და არავითარი დიეტა არ გჭირდებათ 🙂 თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ, უნდა მიიღოთ დღეში 1200 კკალ.
      წარმატებები!

    • გამარჯობა მაია. თქვენი მასის ინდექსი ძალიან ცდება შუალედს (45-ია) და მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. დღეში უნდა მიიღოთ 1640 კკალ. უცაბედი კლება წონაში ძალიან ცუდია, სტატიაშიც მიწერია ამის შესახებ. ამიტომ ჯობია ნელ-ნელა დაიკლოთ.
      წარმატებები

    • გამარჯობა სოფია. თქვენი მასის ინდექსია 75 / 1,74 x 1,74 = 24,77 ანუ თითქმის ზედა ზღვარია (უნდა იყოს 20-დან 25-მდე). თუ გინდათ, რომ მაინც დაიკლოთ, მაშინ კალორიების გამოსათვლელად დაგვჭირდება თქვენი ასაკი.

    • გამარჯობა ნათია. თქვენი მასის ინდექსია: 65 / 1,75 x 1,75 = 21,22 ანუ თითქმის ქვედა ზღვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის დიეტა არ შეიძლება, რადგან დაკლების შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ ორგანიზმს. თქვენ გაქვთ იდეალური წონა. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ეს წონა და არ მოიმატოთ, დღეში უნდა მიიღოთ 1446 კკალ. გისურვებთ წარმატებებს!

        • გამარჯობა ნინი! თქვენი მასის ინდექსია: 65 / 1,64 * 1,64 = 19,33 რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის დიეტა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან დაკლების შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ ორგანიზმს. ინდექსი უნდა იყოს 20-25 შუალედში, თქვენ კი გაქვთ 19. მიიღეთ სრულფასოვანი საკვები: ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ა.შ.გისურვებთ წარმატებებს!

  14. გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამითვალოთ რამდენი კალორია მჭირდება დღეში იმისთვის რომ დავიკლო.ვარ 44 წლის, 170 სანტიმეტრი სიმაღლე, წონა- 77 კილო. ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი

    • გამარჯობა ნათია. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 26.64, რაც სცილდება ზედა ზღვარს. თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1283. ასე რომ, დასაკლებად დღიურად უნდა მიიღოთ 1283 კკალ. შეიძლება კალორიების კიდევ ცოტა შემცირება, მაგრამ 1200-ზე დაბლა არ გირჩევთ. კვირაში ერთი დღე შესაძლებელია განტვირთვის, როცა ვიღებთ 600-800 კკალ-ს. გისურვებთ წარმატებებს!

  15. გამარჯობათ,ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ 🙂 ვარ1.62 სმ და წონა 48 კგ. გთხოვთ მითხრათ რამდენია ჩემი ინდექსიი

    • გამარჯობა დეა. თქვენი სხეულის მასის ინდქსია: 48 / 1,62 * 1,62 = 18,29 რაც სცილდება ქვედა ზღვარს (უნდა იყოს 20-25 შუალედში). ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ძალიან გამხდარი და დიეტა დაგიზიანებთ ჯანმრთელობას. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ნათია. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 22,84 ანუ თქვენ გაქვთ იდეალური წონა. არ არის საჭირო დიეტები (მითუმეტეს, შიმშილობა) და წონაში დაკლება, რადგან ასე ზიანს მიაყენებთ თქვენს ორგანიზმს. სჯობს მიიღოთ იმდენი კკალ, რომ შეინარჩუნოთ წონა და არ მოიმატოთ. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ნინო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 28,4 რაც სცილდება ზედა ზღვარს და იდეალური წონისთვის გჭირდებათ დიეტა, მაგრამ დღე-ღამეში 1200 კკალ-ზე ნაკლების მიღება არ შეიძლება ორგანიზმისთვის, აზიანებს ჯანმრთელობას და დიეტის მერე ხდება ისევ წონაში მატება. მე დავითვალე თქვენი კკალ-ების დღიური ნორმა და გამოვიდა 1450. ასე რომ, მიიღეთ დღეში 1450 კკალ და დაიკლებთ წონაში ისე, რომ არ ავნებთ ჯანმრთელობას. შეგიძლიათ ცოტა კიდევ ნაკლები მიიღოთ, მაგ. 1300 კკალ და კვირაში ერთი დღე გააკეთოთ განტვირთვის. გისურვებთ წარმატებებს 🙂

    • გამარჯობა malo. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 26,22 ოდნავ სცილდება ზედა ზღვარს (20-25). დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1200 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. თუ კვირაში 1-3 დღე ივარჯიშებთ, ან ირბენთ, მაშინ კალორიების რაოდენობა იქნება 1450. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ნინო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 28,73 რაც სცილდება ზედა ზღვარს და იდეალური წონისთვის გჭირდებათ დიეტა. მართალია, თქვენ გინდათ, რომ უცებ დაიკლოთ 20 კგ, მაგრამ დღე-ღამეში 1200 კკალ-ზე ნაკლების მიღება არ შეიძლება ორგანიზმისთვის, აზიანებს ჯანმრთელობას და დიეტის მერე ხდება ისევ წონაში მატება. მე დავითვალე თქვენი კკალ-ების დღიური ნორმა და გამოვიდა 1380,64. ასე რომ, მიიღეთ დღეში 1381 კკალ და დაიკლებთ წონაში ისე, რომ არ ავნებთ ჯანმრთელობას. შეგიძლიათ ცოტა კიდევ ნაკლები მიიღოთ, მაგ. 1300 კკალ და კვირაში ერთი დღე გააკეთოთ განტვირთვის. გისურვებთ წარმატებებს🙂

    • გამარჯობა მაიკო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 21,48 ანუ თქვენ გაქვთ იდეალური წონა (20-25 შუალედშია), არ გჭირდებათ დიეტა. თუ მაინც გინდათ დაიკლოთ, მიიღეთ დღეში 1200 კკალ (რომ არ ავნოთ ორგანიზმს), შეგიძლიათ 1 დღე კვირაში გააკეთოთ განტვირთვის (600-800 კკალ). წარმატებები! 🙂

  16. გამარჯობა, მე ვარ 43 წლის მაწუხებს ჭარბი ცონა ჩემი სხეულის მასის ინდექსია 37 მინდა ზალიან წონაში დაკლება დუკანი დავიწყე მაგრამ თირკმელები ამტკივდა თავი დავანებე მაინტერესებს სწრაფი კლებისთვის რამდენი კალორია მჭირდება დგეში

    • გამარჯობა ბელა. იმისათვის რომ გამოვითვალოთ, რამდენი კკალ არის საჭირო თქვენთვის დღეში, ამისათვის უნდა ვიცოდეთ თქვენი წონა, სიმაღლე და აქტივობა (წერია ამის შესახებ სტატიაში), რადგან ეს მონაცემები უნდა შევიტანოთ ფორმულებში:
      RMR = 655 + (9,5 x წონა კგ-ში) + (1,8 x სიმაღლე სმ-ში) – (4,7 x ასაკი)
      ARM = RMR x (აქტივობა)
      საჭირო კკალ-ების რაოდენობა = ARM – 500
      თუ ვერ გამოითვლით თქვენ თვითონ, მომწერეთ მონაცემები და მე გამოვთვლი.
      წარმატებები

    • გამარჯობა ნინა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 24,9 (უკიდურეს ზღვარზე ხართ 20-25). დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1226 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. თუ კვირაში 1-3 დღე ივარჯიშებთ, ან ირბენთ, მაშინ კალორიების რაოდენობა იქნება 1478. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ეკა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 42,29 როგორც ხედავთ, ძალიან ცდება ზღვარს, უნდა იყოს 20-25 შუალედში. თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1530,76 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. თუ დღეში მიიღებთ 1500 კკალ-ს, დაიკლებთ აუცილებლად. უფრო ნაკლების შემთხვევაში, უფრო სწრაფადაც, მაგრამ 1200-ზე ნაკლები კკალ არ მიიღოთ, საზიანოა. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ნაზი. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 24,61 (უკიდურეს ზღვარზე ხართ 20-25). დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1232 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. თუ კვირაში 1-3 დღე ივარჯიშებთ, ან ირბენთ, მაშინ კალორიების რაოდენობა იქნება 1484. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა გიორგი. შენ ძალიან კარგი წონა გაქვს, იდეალური. 21,4 გამოვიდა ინდექსი, ანუ მოთავსებულია 20-25 შუალედში. დიეტა არ გჭირდება და არც არის საარგებლო შენს ასაკში.

    • გამარჯობა ნატა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 23,5 რაც იმას ნიშნავს. რომ ის მოთავსებულია 20-25 შუალედში, ანუ არ გჭირდებათ დიეტა და გახდომა. მაგრამ, თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ, საჭიროა თქვენი ასაკის და აქტივობის რეჟიმის ცოდნა, რათა დავითვალოთ დღიური კკალორიების რაოდენობა.

  17. გამარჯობა ! ვარ 44 წლის სიმაღლე 1.66 წონა 85 გთხოვთ შემიმოწმოთ მასის ინდექსი და რა რაოდენობის კალორია უნდა მივიღო დღეში . ჩემი გამოთვლით 31 ია ინდექსი და 1020 კლაორია მაინტერესებს სწორია თუ არა . მადლობა წინასწარ

    • გამარჯობა ეკა. თქვენი მასის ინდქსია 30,8 კალორიას რაც შეეხება, არასწორად გაქვთ დათვლილი, ალბათ არ გაითვალისწინეთ აქტივობა. მე ჩავთვალე, რომ არ გაქვთ აქტივობა და ამიტომ 1554,5 უნდა გამრავლდეს 1,2-ზე (თუ გაქვთ აქტივობა, მაშინ შეიცვლება ეს რიცხვი), მიიღება 1865,4. ამას გამოკლებული 500, მივიღებთ 1365,4. ანუ, თქვენ დღიურად უნდა მიიღოთ 1365 კკალ. შეგიძლიათ ნაკლებიც, მაგრამ 1200-ზე ნაკლები არავითარ შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ნატა. ძალიან ვწუხვარ, რომ რაღაცნაირად გამომრჩა თქვენი კომენტარი და ვერ გიპასუხეთ. ასეთი რამ არ მჩვევია. ბოდიშს გიხდით. არ ვიცი, ამდენი ხნის შემდეგ აქტუალურია თუ არა კიდევ თქვენი თხოვნა, მაგრამ მე მაინც დავწერ. თქვენი მასის ინდქსია 26,03 ოდნავ ცდება ზღვარს. დასაკლებად უნდა მიიღოთ დღეში 1235 კკალ. გისურვებთ წარმატებებს!

  18. gamarjobat chemi amjamindeli wonaa 62 simagle 165 asaki 36 ikneb gamomitvalot masis indeksi aseve minda gitxrat rom chemi idialuri wonaa 57 nu me vtvli yovelshemtxvevashi da titkmis regularulad am wonaze var magraö bolo ramdenime tvis mandzilze 5 6 kilo movimate da dzalian mawuxebs . amjamad var ert kvirian mkacr dietaze da rogorc ki chems wonas daubrundebi aucileblad gavakontroleb kaloriebs

    • გამარჯობა ქეთა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 22,77 რაც იმას ნიშნავს. რომ ის მოთავსებულია 20-25 შუალედში, ანუ არ გჭირდებათ დიეტა და გახდომა. ნუ იქნებით ნურანაირ ერთკვირიან და მსგავს დიეტებზე, მითუმეტეს მკაცრზე. რადგან ეს ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის და იმ 1 კვირის გასვლის შემდეგ უარესად მოიმატებთ. თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ, გააკეთეთ ეს ხანგრძლივი დროით, ანუ მიიღეთ დღეში 1200 კკალ., რაც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

  19. მოგესალმებით, ჩემი მასის ინდექსი საგანგაშოა. გთხოვთ გამომითვალოთ რამდენი კალორია უნდა მივიღო დღეში რომ თვეში 2-3 კილო დავიკლო.

    წონა-110
    სიმაღლე -165
    ასაკი-33

    • გამარჯობა ნატა. თქვენი მასის ინდექსი კი ცდება ძალიან ზღვარს, მაგრამ არ არის პრობლემა. აუცილებლად დაიკლებთ, თუ დღეში მიიღებთ 1200-დან 1700 კკალ. -მდე. ანუ, ეს არის თქვენი ზღვარი. გისურვებთ წარმატებებს!

  20. მოგესალმებით, გადავხედე თქვენი კალორიების ცხრილს და ასევე სხვაგანაც მინახავს ჩამონათვალი, რატომ არის ყველგან განსხვავებული და ნეტავ რომელია უფრო ზუსტი?? მაგალითად თქვენთან პამიდორი 20 კალორიას შეიცავს , სხვა ცხრილებში 15 ზოგან 17 ?? და თითქმის ყველა პროდუქტი განსხვავებულია. მადლობა.

    • გამარჯობა ქეთი. მართალი ხართ, სხვადასხვა საიტებზე განსხვავებულად არის კალორიები მითითებული. მართალი გითხრათ, არ ვიცი რომელია ზუსტი. ეს ალბათ არც არავინ იცის, ყველა თავისებურად ადგენს. მცირე სხვაობას კი, წესით, არ უნდა ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა კკალ-ების დათვლისას. მთავარია, ამ ცხრილში მოცემული კალორიები არის ბორმენტალის მიერ დადგენილი ჩვენს პროდუქტებზე და 100%-ით მუშაობს დიეტის დაცვის დროს.

    • გამარჯობა თამო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 23,72 რაც იმას ნიშნავს. რომ ის მოთავსებულია 20-25 შუალედში, ანუ არ გჭირდებათ დიეტა და გახდომა. თუ მაინც გინდათ, რომ დაიკლოთ, გააკეთეთ ეს ხანგრძლივი დროით, ანუ მიიღეთ დღეში 1200 კკალ., რაც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

  21. ვარ 68 წლის სიმაღლე 1,60 წონა 107 უმორჩილესად გტხოვტ რამდენი კ.კალორია უნდა მივიღო დღეში და რამდენ ხანში შეიძლება დავიკლო 20 კილო. უღრმესი მადლობა.

    • გამარჯობა იზო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 41,8 როგორც ხედავთ, ძალიან ცდება ზღვარს, უნდა იყოს 20-25 შუალედში. თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1468 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. თუ დღეში მიიღებთ 1400 კკალ-ს, დაიკლებთ აუცილებლად. უფრო ნაკლების შემთხვევაში, უფრო სწრაფადაც, მაგრამ 1200-ზე ნაკლები კკალ არ მიიღოთ, საზიანოა. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა თეო. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 24,11 ანუ ჯდება 20-25 შუალედში, მაგრამ უკვე უახლოვდება ზედა ზღვარს. დასაკლებად დღეში უნდა მიიღოთ 1200-1348 კკალ. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ნანა. თქვენი მასის ინდექსია 26,50 ოდნავ ცდება ზღვარს. დასაკლებად უნდა მიიღოთ დღეში 1100 კკალ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეში 5-7 კგ. დაიკლებთ. ასეთი კლება არაფრით არ შეიძლება, ამით სულ გაინადგურებთ ორგანიზმს. მითუმეტეს, თქვენ არ გაქვთ საგანგაშოდ ზედმეტი წონა. გისურვებთ წარმატებებს!

  22. გამარჯობათ, ვარ 53 წლის. 167 სმ, 92 კგ. რამდენი კალორია უნდა მივიღო დღეში რომ თვეში დაახლოებით 8-10 კგ დავიკლო?

    • გამარჯობა ლელა. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 33 როგორც ხედავთ, ძალიან ცდება ზღვარს, უნდა იყოს 20-25 შუალედში. თქვენი დღიური რაოდენობა კალორიებისა გამოვიდა 1397 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. თუ დღეში მიიღებთ 1400 კკალ-ს, დაიკლებთ აუცილებლად. უფრო ნაკლების შემთხვევაში, უფრო სწრაფადაც, მაგრამ 1200-ზე ნაკლები კკალ არ მიიღოთ, საზიანოა. გისურვებთ წარმატებებს!

    • გამარჯობა ქეთი. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 29,38 რაც სცილდება ზედა ზღვარს. თქვენი კკალ-ების დღიური ნორმა გამოვიდა 1385 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. შეგიძლიათ ცოტა კიდევ ნაკლები მიიღოთ, მაგრამ 1200-ზე ნაკლები კკალ არა, საზიანოა. გისურვებთ წარმატებებს🙂

  23. გამარჯობა იქნებ ᲨეᲫლოᲗ Ჩემი დახმარება
    172 სიმაღლე
    77 წონა
    41 ასაკი
    და იქნებ მიᲗხრაᲗ მხოლოდ საზამᲗროს დიეტა რამდენად სწორია ვაპირებ 1 კვირა მიიღო მხოლოდ საზამᲗრო ყავა წყალი მადლობა

    • გამარჯობა ია. თქვენი სხეულის მასის ინდექსია 26,03 რაც ოდნავ სცილდება ზედა ზღვარს. თქვენი კკალ-ების დღიური ნორმა გამოვიდა 1304 მჯდომარე რეჟიმის შემთხვევაში. შეგიძლიათ ცოტა კიდევ ნაკლები მიიღოთ, მაგრამ 1200-ზე ნაკლები კკალ არა, საზიანოა. რაც შეეხება საზამთროს დიეტას, მე არ გირჩევდით, ეგეთი ტიპის დიეტები ძალიან ცუდია ორგანიზმისთვის. თუმცა რამდენიმე დღე შეიძლება საზამთროს დიეტაც, ხანგრძლივად არა. გისურვებთ წარმატებებს🙂

Leave a reply to mylilac კომენტარის გაუქმება