გავიღიმოთ :)


* * *
ალბერტ აინშტაინს ძალიან უყვარდა ჩარლი ჩაპლინის ფილმები და დიდ სიმპატიებს გამოხატავდა ფილმებში განსახიერებული გმირებისადმი. ერთხელ მან წერილი მისწერა ჩარლის: „თქვენი ფილმი „ოქროს ციებ-ცხელება“ გასაგებია ყველასთვის. თქვენ აუცილებლად გახდებით დიდი ადამიანი“.

ამაზე ჩარლი ჩაპლინმა უპასუხა: „მე თქვენით უფრო მეტად ვარ აღფრთოვანებული. თქვენი ფარდობითობის თეორია მსოფლიოში არ ესმის არავის და თქვენ, ამისდა მიუხედავად, უკვე გახდით უდიდესი ადამიანი“.

* * *
იცით თუ არა თქვენ, რომ:
„როგორ დავანებოთ თავი მოწევას“ – წიგნის ავტორი ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა;
„ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ“ წიგნის ავტორმა 66 წელი იცოცხლა;
„ბედნიერების შესახებ“ წიგნის ავტორმა თავი ჩამოიხრჩო…
…ხოლო ალბერტ ხოფმანმა (შვეიცარიელი ქიმიკოსი, ნარკოტიკ ლსდ-ს „მამად“ წოდებული) 102 წელი იცხოვრა.

* * *
ინსტიტუტში წერითი გამოცდა მიმდინარეობს. გადაწერა პრაქტიკულად შეუძლებელია. უცებ ლექტორი იღებს ახალი გაზეთს, შლის მთელს სიგრძეზე და იწყებს კითხვას. გაზეთი მთლიანად ფარავს მას. ოი, საოცრება! ასეთი რამე მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში! შეგვიძლია შპარგალკების ამოღება… გადის 10 წუთი. ყველა გამალებით იწერს, ჩქარა-ჩქარა, რომ მოასწრონ. და უცებ ისმის ლექტორის რიხიანი ხმა:

– ყურადღება! შემდეგ გვერდზე ვშლი.

* * *
მიმდინარეობს ლექცია იურიდიულ ფაკულტეტზე. ლექტორი შიგადაშიგ იმ სტუდენტებს, ვინც არ ისმენს ან ხმაურობს, სჯის და ფეხზე აყენებს. ერთი სტუდენტი კითხულობს:
– რა არის ძალაუფლება?
ლექტორი: – ადექით ფეხზე.
სტუდენტი დგება.
ლექტორი: – ახლა დაბრძანდით.
სტუდენტი ჯდება.
ლექტორი: – აი, ეს არის ძალაუფლება.

ალბერტ აინშტაინის 15 პოზიტიური სიბრძნე

  1. ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო – სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული.
  2. დამთხვევათა წყალობით ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს.
  3. წარმოსახვა  – ეს ყველაფერია. ეს არის წინასწარი ჩვენება ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენებისა.
  4. ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის არის მიღებული განათლება.
  5. მე ვისწავლე ვუყურო სიკვდილს, როგორც ძველ ვალს, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადავიხადო.
  6. საღი აზრი – ეს არის თვრამეტი წლის ასაკამდე შეძენილ ცრურწმენათა ერთობლიობა.
  7. საერთაშორისო კანონები არსებობს მხოლოდ საერთაშორისო კანონების კრებულებში.
  8. თითოეული ადამიანი ვალდებულია დაუბრუნოს სამყაროს სულ მცირე იმდენი, რამდენიც მისგან აიღო.
  9. შენ ვერასოდეს მოაგვარებ პრობლემას, თუ იფიქრებ ისევე, როგორც მისი წარმომქმნელი.
  10. ყველაზე ძნელი გასაგები რამ – ესაა საშემოსავლო გადასახადი.
  11. რა შეუძლია თევზმა იცოდეს წყლის შესახებ, რაშიც მთელი ცხოვრება დაცურავს?
  12. ავტორიტეტებისადმი ზიზღის გამო რომ დავესაჯე, ბედისწერამ თავად გამხადა ავტორიტეტი.
  13. მეცნიერული აღმოჩენების პროცესი – ეს არის მუდმივად სასწაულებისგან გაქცევა.
  14. მცირე ცოდნა სახიფათოა, ისევე როგორც, ბევრი.
  15. ყველაზე შეუცნობადი სამყაროში ის არის, რომ ის შეუცნობადია.

არსებობს თუ არა ბოროტება?!

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი?
სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:  დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: …
პროფესორი: პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია?
სტუდენტი: დიახ, სერ.
პროფესორი: ვინ შექმნა ისინი?
სტუდენტი: …
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: გაგიგია მისი ხმა?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია?
სტუდენტი: ვშიშობ, რომ არა, სერ.
პროფესორი: და შენ მაინც გჯერა მისი?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს?
სტუდენტი: არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ რწმენა.
პროფესორი: სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია?
(სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე გაეცინათ) Continue reading