IN MEMORY OF MOTHER

10290600_10201221268768837_265619951278995909_n

26 ივნისი 2014 წ.

სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.

გოდერძი ჩოხელი (c)

რას აღნიშნავენ მსოფლიოში ამა თუ იმ რიცხვში

1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
2 იანვარი – ბედობა
3 იანვარი – მთვარის ახალი წელი (ლიტვა).
4 იანვარი – ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
5 იანვარი – მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება.
6 იანვარი – მგლების დღე (ესპანეთი).
7 იანვარი – იუპიტერის აღმოჩენა (გალილეო გალილეი).
8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.
9 იანვარი – სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 იანვარი – ვუდუს დღე (ბენინი).
11 იანვარი – მსოფლიო დღე “გმადლობთ”.
12 იანვარი – ლომების დღე (კენია).
13 იანვარი – ძველით ახალი წლის წინა დღე.
14 იანვარი – ძველით ახალი წელი.
15 იანვარი – ხეების დარგვის დღე (იორდანია).
16 იანვარი – საერთაშორისო დღე “The Beatles”.
17 იანვარი – ტუალეტის ჩასარეცხის დაპატენტების დღე (1861).
18 იანვარი – მუშების დღე.
19 იანვარი – ნათლისღება.
20 იანვარი – ავტონომიური რესუბლიკა კრემის დღე (უკრაინა).
21 იანვარი – ჩახუტების საერთაშორისო დღე
22 იანვარი – ბაბუების (პაპების) დღე (პოლონეთი).
23 იანვარი – როკ-ჯგუფ «ДДТ»-ს პირველი დებიუტი როკ-კლუბში (1987).
24 იანვარი – ინგლისში ჩამოყალიბდა სკაუტთა პირველი ჯგუფი (1907)
25 იანვარი – სიშიშვლის დღე (ომანი).
26 იანვარი – მეწაღის საერთაშორისო დღე.
27 იანვარი – ბანანების დღესასწაული (ვიეტნამი).
28 იანვარი – ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღე.
29 იანვარი – ავტომობილის გამოგონების დღე.
30 იანვარი – დაზარალებულების დახმარების დღე.
31 იანვარი – არაყის დაბადების დღე. ამ დღეს დაიცვა მენდელევმა დისერტაცია “არაყისა და სპირტის შეერთებაზე”.
_________________________________________________________________________
1 თებერვალი – თავისუფლების ნაციონალური დღე (აშშ).
2 თებერვალი – ულვაშების საერთაშორისო დღე (ლაოსი).
3 თებერვალი – გმირების დღე (მოზამბიკი).
4 თებერვალი – ახალი წელი ჩინური კალენდრით.
5 თებერვალი – ცხენის ნალის გამოგონების დღე.
6 თებერვალი – ბობ მარლის დღე (იამაიკა).
7 თებერვალი – ღორების დღე.
8 თებერვალი – რუსი მეცნიერების დღე.
9 თებერვალი – სტომატოლოგების დღე.
10 თებერვალი – დიპლომატების დღე.
11 თებერვალი – ავადმყოფების საერთაშორისო დღე.
12 თებერვალი – აეროპორტის დღე (რუსეთი).
13 თებერვალი – იუნსაო სანათურების დღესასწაული (იაპონია).
14 თებერვალი – წმინდა ვალენტინის დღე – შეყვარებულების დღე.
15 თებერვალი – რევნილების დღე.
16 თებერვალი – კიმ ჩემ ირას დღე.
17 თებერვალი – სარასვატი ვასანტ პაჩამის დღე (ინდოეთი).
18 თებერვალი – საგზაო პოლიციის დღე.
19 თებერვალი – დღესასწაულის დღე (ზიმბაბვე).
20 თებერვალი – დედამიწის ორბიტაზე საერთო სადგურის «მირის» გაშვების დღე.
21 თებერვალი – პრეზიდენტის დღე (აშშ).
22 თებერვალი – კრიმინალისგან დაზარალებულების დღე.
23 თებერვალი – სახალხო დამცველის დღე.
24 თებერვალი – ლატარიის დღე.პირველი ლატარია გათამაშდა ქალაქ ბრიუჟეში (ბელგია) 1446 წელს.
25 თებერვალი – სულელების დღე.
26 თებერვალი – მარტინიანას დღე – ვნების მომთვინიერებელი.
27 თებერვალი – ოჯახის დღე.
28 თებერვალი – დრაკონის დღესასწაული (ჩინეთი).

Continue reading

ფლემინგი და ჩერჩილი

Alexander_Fleming
მისი სახელი იყო ფლემინგი და ის ღარიბი შოტლანდიელი ფერმერი იყო. ერთხელ, ფერმაში მუშაობისას განწირული ყვირილის ხმა მოესმა. ფლემინგმა უმალ დაყარა თავისი ხელსაწყოები, მიატოვა საქმე და იქით გაიქცა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ადგილზე მისულ ფერმერს საზარელი სურათი დახვდა– პატარა ბიჭუნა ტალახის ტბაში ჩავარდნილიყო, რომელიც თანდათან ითრევდა და ამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. შეძრწუნებულმა ფლემინგმა დიდი ძალისხმევის შედეგად მაინც მოახერხა ბიჭუნას გადარჩენა და უვნებელი გაუშვა სახლში.

მეორე დღეს, ფლემინგის ღარიბული სახლის ჭიშკართან მდიდრული ეკიპაჟი გაჩერდა, საიდანაც წარმოსადეგი დიდგვაროვანი ბატონი გადმოვიდა და წინა დღეს გადარჩენილი ბიჭუნას მამად გაეცნო მასპინძელს. დიდგვაროვანმა ფლემინგს შვილის სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ ფინანსური დახმარება შესთავაზა, მაგრამ კეთილშობილმა ფერმერმა იუარა და განაცხადა, რომ გააკეთა ის, რაც იყო საჭირო და ამისათვის არანაირი ანაზღაურება არ სჭირდებოდა. ამ დროს, ოთახში ფლემინგის მცირეწლოვანი შვილი შემოვიდა და კართან მორიდებით დადგა. დიდგვაროვანმა შენიშნა ბიჭუნა და ახლა ასეთი გარიგება შესთავაზა: მას სურდა, ფერმერს ნება დაერთო, მისი შვილისთვისაც იმავე დონის განათლება მიეცა, როგორსაც დიდგვაროვანთა შვილები იღებდნენ და თუ ეს ბიჭუნაც ისეთივე ღირსეული კაცი დადგებოდა, როგორიც მამამისი იყო, მაშინ ორივე გულწრფელად იამაყებდა მისი წარმატებით.

ფერმერი ფლემინგი დათანხმდა ამ წინადადებას და როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა შვილმაც დიდგვაროვანი ბავშვებისათვის განკუთვნილ ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიიღო განათლება. საბოლოოდ კი, ლონდონში არსებული წმ.მერის ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლა დაამთავრა. თუმცა, ფერმერის ვაჟის მიღწევები ამით არ ამოწურულა, რადგან ის, მსოფლიოში ცნობილ სერ ალექსანდრ ფლემინგად იქცა– ადამიანად, რომელმაც აღმოაჩინა პენიცილინი.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ისტორიაც ამით არ სრულდება.

გადის წლები. ფერმერის მიერ გადარჩენილი და უკვე გაზრდილი ბიჭუნა პნევმონიით ავადდება. ექიმები მის შემთხვევას უმძიმესს და უიმედოს უწოდებენ, მაგრამ, ხდება საოცრება და ის ისევ სასწაულებრივად უსხლტება სიკვდილს. ამჯერად, მას ახალგამოგონილი წამალი–პენიცილინი იხსნის.

დიდგვაროვანის სახელი, რომელმაც განათლება მისცა ფერმერ ფლემინგის შვილს, იყო ლორდი რენდოლფ ჩერჩილი, ხოლო მისი შვილი, რომელიც ჯერ ტბაში დახრჩობას და შემდეგ პნევმონიას გადაურჩა, იყო სერ უინსტონ ჩერჩილი.

1271268928_winston_churchill_01

გილოცავთ ახალ წელს!

animaatjes-happy-new-year-56100

მალე დადგება ახალი წელი. მინდა ყველას, ყველას მივულოცო და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო, რაც კი არსებობს დედამიწაზე! დაე, ეს წელი იყოს მხოლოდ სიკეთის, ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი. ეს ხომ წყლის შავი გველის წელია – ბრძენი და თავდაჭერილი გველის წელი და მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება 🙂

27 დეკემბერი

Happy-Birthday-Ana-flowerdrop-23270674-1920-1200

აი, კიდევ ერთი წელი მიილია და კიდევ ერთი წელი მომემატა. წავიკითხე შარშანდელი პოსტი ჩემი დაბადების დღის და შევადარე წლევანდელს.

ძალიან განსხვავდება…

მაგრამ ერთი აქვთ საერთო: მხიარული და ბედნიერი ვიყავი და ვარ!

ისევ და ისევ ყველას მადლობას მოვახსენებ, ვინც მომილოცა ეს დღე და წინასწარ ვუხდი კიდევ მადლობას იმათ, ვინც მომილოცავს მომავალში.

83022822_large_christmas_gifts