მე მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე…

stock-footage-man-typing-a-message-using-mobile-phone-at-evening-time-in-coffee-house-close-up-shot-on-red

…მე მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე. უცნაურია, ნომერიც კი არ შეუცვლია, თითქოს ელოდებოდა ამ ზარს. როცა მან ყურმილი აიღო, მთლად ავცახცახდი. ის ბედნიერი ჩანდა, სადღაც, შორიდან ბავშვების სიცილის ხმა ისმოდა… როდესაც მან წარმოსთქვა „ალო“, მეტყველების უნარი დავკარგე. არ ვიცოდი, რა მეთქვა. მიხაროდა, რომ ის ბედნიერია, მაგრამ ამავე დროს, გული მწყდებოდა.

მაშინ, ხუთი წლის წინ ის მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ყოველთვის ვეყვარები. მე ვიცინოდი და ვარწმუნებდი, რომ ის ჯერ კიდევ იპოვის თავის ბედნიერებას, თუმცა, ვგრძნობდი, რომ არ ტყუოდა. მაგრამ მაინც წამოვედი მისგან…

იმის მერე, რაც მან მეორედ წარმოსთქვა „ალო“, ყურმილი დავკიდე და ტელეფონს ხელი მოვუჭირე. ამ დროს სმს მოვიდა. ის მწერდა:

„გამარჯობა! მე ველოდი შენს ზარს. იმედი მქონდა შენი ხმის გაგონების. მაგრამ შენ შეგეშინდა, როგორც მაშინ. ახლა თამამად შემიძლია გამოვრთო ეს ტელეფონი. ვიცი, რისთვისაც დარეკე, გაინტერესებს, მიყვარხარ თუ არა. დიახ, მიყვარხარ. მე მაშინ შენთვის ტყუილი არ მითქვამს“.

მაშინვე შევეცადე დამერეკა, მაგრამ ნომერი მიუწვდომელი იყო. ვრეკავდი მეორე, მესამე დღეს, კიდევ და კიდევ, ვცდილობდი მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ.

…ახლა მე 39 წლის ვარ. არც ბავშვი მყავს და არც კატის კნუტი. მხოლოდ ტელეფონის ნომერი მაქვს იგივე, რაც 15 წლის წინ. იქნებ უცებ მან დამირეკოს…

Advertisements