მე შენ მიყვარხარ

I_love_you

15 წლის იყავი,როდესაც პირველად გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ კი გაწითლდი, თავი დახარე და გაიღიმე.

20 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ ხელი ხელზე მომკიდე და მაგრად მოუჭირე, გეშინოდა, რომ სადმე არ გავმქრალიყავი.

25 წლის იყავი, როდესაც გითხარი: “მე შენ მიყვარხარ”. შენ საუზმეს მიმზადებდი, მომიტრიალდი, შუბლზე მაკოცე და მითხარი: უმჯობესია იჩქარო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს…

30 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ კი მითხარი: თუ მართლა გიყვარვარ, გთხოვ უფრო ადრე დაბრუნდე სახლში სამსახურის შემდეგ.

40 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”.შენ სადილს ამზადებდი და მითხარი: კარგი ძვირფასო,მაგრამ გთხოვ ბავშვებს გაკვეთილები გამოჰკითხო.

50 წლის იყავი,როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”.შენ ამ დროს ქსოვდი და გაგეცინა ჩემს სიტყვებზე.

60 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ გამიღიმე…

70 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. ჩვენ დივანზე ვისხედით და ჩემს სასიყვარულო წერილს ვკითხულობდით, რომელიც 50 წლის წინ მოგწერე.

80 წლის იყავი, როდესაც შენ მითხარი : მე შენ მიყვარხარ! მე არაფერი მითქვამს, რადგან არ შემეძლო, შენ კი ტირილი დაიწყე. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე იყო, ხოლო ჩემს ცხოვრებაში – ყველაზე ბედნიერი, რადგან შენ მითხარი, რომ გიყვარდი…

დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: “მე შენ მიყვარხარ”. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას.♥

© koba-nana-ს ბლოგიდან (Face.ge)

რა არის სიყვარული?

აშშ-ს მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა გამოკვლევა. მათ დაუსვეს ერთი და იგივე კითხვა “რა არის სიყვარული?“ 4-დან 8 წლამდე ბავშვებს. პასუხები გაცილებით ღრმა და მრავლისმომცველი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.

1. “როდესაც ჩემი ბებია ართრიტით დაავადდა, მას არ შეეძლო დახრა და ფეხის ფრჩხილებზე ლაქის წასმა. ამიტომ ჩემი ბაბუა მუდმივად ეხმარებოდა მას და უსვამდა ლაქს მაშინაც კი, როცა თვითონაც ატკივდა ხელები. აი, ეს არის სიყვარული“ – რებეკა, 6 წლის

2. “როდესაც ვინმეს უყვარხარ, ის განსაკუთრებულად წარმოთქვამს შენ სახელს და შენ იცი, რომ შენ სახელს საფრთხე არ ემუქრება, როდესაც ის მის ბაგეებშია“ – ბილი, 4 წლის

3. “სიყვარული – ეს არის, როდესაც მიდიხარ საჭმელად და ვიღაცას აძლევ შენი შემწვარი კარტოფილის დიდ ულუფას. ამასთან, არ ითხოვ სამაგიეროდ არაფერს” – კრისი, 6 წლის

4. “სიყვარული – ეს არის ის, რაც გაიძულებს გაიღიმო მაშინაც კი, როცა ძალიან დაღლილი ხარ” – ტერი, 4 წლის

5. “სიყვარული – ეს არის , როდესაც დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანის წინ გასინჯავს მას, გემრიელია თუ არა” – დენი, 7 წლის

6. “სიყვარული – ეს არის როდესაც ბიჭს ეუბნები, რომ ძალიან მოგწონს მისი პერანგი. ის კი შემდეგ მუდმივად ატარებს მას” – ნოელი, 7 წლის

7. “სიყვარული – ეს არის როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, როდესაც მთელი დღე მარტო დატოვე” – მერი-ენი, 4 წლის

8. “როდესაც ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდმივად ზევით-ქვევით იხრებიან და მათგან ვარსკვლავები იფრქვევა” – კარენი, 7 წლის

9. “სიყვარული – ეს არის როდესაც დედა ხედავს მამას ტუალეტში და არ ფიქრობს, რომ ეს საზიზღრობაა” – მარკი, 6 წლის

10. “თუ არ გიყვარს, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრა “მე შენ მიყვარხარ“. მაგრამ თუ გიყვარს, მაშინ მუდმივად უნდა გაიმეორო, რადგან ხალხს ავიწყდებათ” – ჯესიკა, 8 წლის

დაბოლოს, გამოკითხვის ავტორმა ლეო ბასკაგლიამ განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო გამოევლინა ყველაზე მზრუნველი ბავშვი.

გამარჯვებული გახდა 4 წლის ბიჭი, რომლის მოხუც მეზობელს ცოლი გარდაეცვალა. დაინახა რა ბავშვმა, რომ კაცი ტიროდა, შევიდა მასთან ეზოში, აცოცდა მის მუხლებზე და იჯდა ასე ჩუმად. როდესაც დედამ ჰკითხა, თუ მაინც რა უთხრა მან მეზობელს, ბავშვმა მიუგო: “არაფერი. მე უბრალოდ დავეხმარე მას ტირილში“.

ფრაზები და აზრები

* * *
არ დაეცე…
ეცემი? – მეგობარს არ ჩაებღაუჭო…
ებღაუჭები? – თვალები აარიდე…
მზერებით შეხვდით? – სიმართლე არ დაიჯერო…
დაიჯერე? – არ მოდუნდე…
მოდუნდი? – გააგრძელე დაცემა…
დაცემაც ხომ აღმაფრენაა…

* * *
კანონზე მაღლა შეიძლება იდგეს მხოლოდ სიყვარული. ­უფლებაზე მაღლა – შეწყალება, სამართლიანობაზე მაღლა კი – მხოლოდ პატიება.

* * *
ყველაზე საშინელი წამი სიყვარულში არის ის, როცა აცნობიერებ, რომ არ იყო არაფერი, რომ ყველაფერი შეთხზულია შენი ფანტაზიით.

* * *
ადამიანები ცდებიან არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ მცოდნეებად წარმოუდგენიათ თავი.

* * *
“…არ არის საჭირო ყვავილები და ორკესტრები,
შენ მხოლოდ დამიძახე…”
ამ სიტყვებში არის რაღაც ძალიან ზუსტი და ნამდვილი, გულწრფელი. რაღაც, რისთვისაც ცოცხლობ. მას მღერის, რა თქმა უნდა, ქალი, მაგრამ ის თავში მხოლოდ კაცს შეეძლო მოსვლოდა. ამ სიტყვებს უნდა ამბობდეს ალბათ ადამიანი, რომელსაც უყვარს…

* * *
ქვიშის საათს არ აქვს ისრები.
სანამ მაღლა მოძრაობ – ცოცხლობ. ძირში გაიტრუნები და – გარდაიცვლები.
ის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველა გასასვლელისკენ მიიჩქარის, ანელებს ვარდნას და ახანგრძლივებს ჩვენს სიცოცხლეს.

თქმულება სიყვარულზე

დიდი ხნის წინ ერთ კუნძულზე ცხოვრობდა ადამიანთა ყველა გრძნობა და სულიერი ფასულობები: სიხარული, სევდა, შემეცნება და სხვა. მათთან ერთად ცხოვრობდა სიყვარული.

ერთხელ გრძნობებმა შენიშნეს, რომ მათი კუნძული ოკეანეში იძირებოდა. მაშინვე ჩასხდნენ თავიანთ გემებში და დატოვეს კუნძული. სიყვარული არ ჩქარობდა და ბოლო წუთამდე იცდიდა. და როდესაც დაინახა, რომ კუნძულის გადარჩენის იმედი აღარ იყო და ის თითქმის მთლიანად წყალმა დაფარა, მხოლოდ მაშინ მოუხმო საშველად დანარჩენებს.

კუნძულს პირველმა სიმდიდრის გემმა ჩაუარა. სიყვარულმა სთხოვა მას, აეყვანა თავის გემზე, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა, რომ მის გემზე იმდენი ძვირფასეულება, ოქრო და ვერცხლი იყო, რომ სიყვარულისთვის ადგილი აღარ დარჩა.

სიყვარულმა სიამაყეს მიმართა, რომლის გემი იქვე მიცურავდა, მაგრამ  სიამაყემ უპასუხა, რომ სიყვარული მის გემზე წესრიგსა და სრულყოფილებას დაარღვევდა.

მაშინ სიყვარულმა სევდას მიმართა დახმარებისთვის.

“ო, სიყვარულო, – უთხრა სევდამ, – მე ისეთი მოწყენილი ვარ, რომ მარტოობაში უნდა დავრჩე…”

ამ დროს კუნძულს სიხარულმა ჩაუარა, მაგრამ ის ისე იყო დაკავებული მხიარულებით, რომ არც კი გაუგია სიყვარულის ძახილი.

უცებ სიყვარულს ხმა შემოესმა: “აქ მოდი, მე წაგიყვან, სიყვარულო“.

სიყვარულმა ჭაღარა მოხუცი დაინახა და ისეთი ბედნიერი იყო, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როდესაც ხმელეთს მიადგენენ, მოხუცმა მიწაზე გადმოსვა სიყვარული და თვითონ გზა გააგრძელა. მხოლოდ ახლა გაახსენდა სიყვარულს, რომ მადლობა ვერ გადაუხადა მოხუცს, არც სახელი იცოდა მისი და დახმარებისთვის შემეცნებას მიმართა:

“მითხარი, შემეცნებავ, ვინ გადამარჩინა?”
“ეს იყო დრო“, – უპასუხა შემეცნებამ.
დრო? – გაუკვირდა სიყვარულს. – რატომ გადამარჩინა დრომ?”

შემეცნებამ უპასუხა:
“მხოლოდ დრომ იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული“.

იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, საჭიროა ისწავლოთ ყვავილობა იქ, სადაც დანარჩენებს ეშინიათ, რომ მათ ვინმე ფეხს დააბიჯებს…