მარტოობა თუ თავისუფლება

მოდიხარ სახლში, ადუღებ ყავას, ჯდები სავარძელში და ირგვლივ სიჩუმეა… ყოველი ჩვენგანი თვითონ ირჩევს, რა არის ეს: მარტოობა თუ თავისუფლება…

Advertisements

Одиночество

Одиночество, это когда вокруг полно людей. Ты говоришь с ними, улыбаешься им, иногда проводишь с ними своё свободное время. И ни одну минуту тебя не покидает чувство – где это Я, что Я тут делаю, кто Эти люди, Почему, Зачем… Как мало воздуха. И ты не хочешь, упрямо не хочешь приспособиться. Не хочешь уступить что-то внутри себя. То, что дрожит, сгибается, но не сдаётся. Надеется, что вот-вот всё изменится. Появится кто-то. И ты наконец вдохнёшь полной грудью, такой желанный твой тебе предназначенный воздух… Сначала ищешь. Потом, понимая бесполезность, бросаешь поиски. Ожидая то, что религиозные люди называют простым и немного странно звучащим словом – Благодать…

А ведь всего то и нужна лишь одна-единственная Встреча… Этого достаточно…

ის, რაც წავიდა

შენ შემოხვედი სულ ერთი წამით,
მე სასწაულის არა მჯეროდა.
შენ შემომხედე და დადგა ჟამი
სიზმარი ცხადად გადამქცეოდა.

მერე ფანჯარა გააღო თოვლმა
და მე გელოდი ძალიან დიდხანს.
“ის რაც წავიდა, არასდროს მოვა,” –
ჩემთვის მრავალჯერ ღიმილით გითქვამს.

მე უკვე ვხვდები, დრო რომ სწრაფია,
მიაქვს წარსული და მე ვბერდები.
შენ მტოვებ ისევ, ისევ მიდიხარ
და ალბათ აღარც გაგახსენდები.

მარტო ვარ… სევდას შევებრალები
და მომიყვება უცნაურ ამბავს,
თუ როგორ უყვარს მხიარულება
და ამით ძალას თუ როგორ კარგავს.

მერე ინათებს… ყოველთვის როცა
ღამე გადავა და გათენდება,
ის რაც წავიდა ოდესღაც ჩემი –
მთელი ტკივილით გამახსენდება.

ფრაზები და აზრები

* * *
სიმარტოვე – ეს არის, როდესაც მეგობრების თანდასწრებით ვერ აღიქვამ ფერწერას.
მეგობრები კი ეს ის ხალხია, რომელთაც ვერსად გაექცევი.
     ნ.მ.

* * *
ის, ვინც განმარტოებაში პოულობს სიამოვნებას, ან ველური ცხოველია, ან ღმერთი.
     არისტოტელე

* * *
მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს წერო ყველასთვის – ეს არის, არ იფიქრო არავიზე წერის დროს.
     მარსელ პრუსტი

* * *
რაც არ უნდა საწყენი იყოს, წარსულში ვერ დავბრუნდებით, როგორ ძლიერადაც არ უნდა გვინდოდეს ეს. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ყველაზე კარგი განლაგების დროსაც კი არ იქნება “როგორც მაშინ”. ყველაფერი დროს მიაქვს. ყველაფერი მთავრდება. ამიტომ ვიცხოვროთ მომავლით და იშვიათად მივიხედოთ უკან, წარსულში, სადაც ვერაფერს შევცვლით. აი, მომავალი კი ჩვენს ხელშია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. გვახსოვდეს ეს!

რა არის მარტოობა

ეს არის:

1. როდესაც არ არსებობს ფოტო, რომელსაც ჩარჩოში ჩასვამდი. და ეს ჩარჩო დგას მტვრიან თაროზე კერამიკულ ფიგურებსა და სათამაშოებს შორის
2. გინდა ჩართო მობილურზე სამი საყვარელი ნომერი, რომელთაც უფასოდ ესაუბრები და ვერ პოულობ ასეთებს
3. როდესაც გაქვს სამი ბილეთი მოდების ჩვენებაზე და მარტო მიდიხარ
4. როდესაც არ არსებობს ადამიანი, ვისთანაც ნორმალურად ისაუბრებდი 5 წუთზე მეტ ხანს
5. როდესაც ყიდულობ ლამაზ ღია ბარათს და არ იცი, ვის გაუგზავნო ის
6. როდესაც გინდა კინოში წასვლა და… სახლში ინეტრნეტით უყურებ ფილმს… მარტო
7. როდესაც ერთადერთი ყოველდღიური სიხარული შენთვის არის საღამოს ძაღლის გასეირნება და ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა
8. როდესაც აღარ გინდა სიცოცხლე არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს, არამედ იმიტომ, რომ შენი ცხოვრება იდეალურია
9. როდესაც არაფრისკენ მიისწრაფვი
10. როდესაც ყოველ დღე მგზავრობ ერთი და იგივე სამარშუტო ტაქსით ერთი და იგივე ადამიანებთან ერთად
11. როდესაც მობილური ტელეფონი არ იცლება კვირის განმავლობაში და ის მხოლოდ მაღვიძარას ფუნქციას ასრულებს
12. როდესაც ელოდები კარზე ზარს და რეკს მაღვიძარა… სწორედ იმ მობილურ ტელეფონზე…
13. როდესაც…