XXI საუკუნე

შენ ცხოვრობ XXI საუკუნეში, თუ:

1. შეცდომით კრეფ შენ სისტემურ პაროლს მიკროტალღურ ღუმელზე
2. შენ გაქვს სია 15 ნომრით იმისთვის, რომ დაუკავშირდე შენ ოჯახს, რომელიც შედგება სამი წევრისგან
3. შენ უგზავნი e-mail-ს კოლეგას, რომელიც ზის მეზობელ ოთახში
4. შენ დაკარგე კონტაქტი შენ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან იმიტომ, რომ მათ არა აქვთ ელ. ფოსტა
5. სამუშაოს დამთავრების შემდეგ შენ ბრუნდები სახლში და პასუხობ ტელეფონს ისე, თითქოს ისევ სამსახურში ხარ
7. შენ პანიკაში ვარდები, თუ სახლიდან მობილური ტელეფონის გარეშე გამოხვედი და ბრუნდები მის ასაღებად
8. შენ იღვიძებ დილით და პირველი, რასაც აკეთებ – შედიხარ ინტერნეტში ისე, რომ ჯერ ყავაც არ დაგილევია
9. შენ თავს გვერდით ხრი, როცა იღიმები 🙂
10. ახლა შენ კითხულობ ამ ტექსტს, ეთანხმები მას და იღიმები
11. უფრო უარესი, შენ უკვე იცი, ვის გადაუგზავნი ამ მესიჯს
12. შენ ისეთი გატაცებული ხარ კითხვით, ვერც შენიშნე, რომ მე-6 პუნქტი არ არსებობს
13. შენ მხოლოდ 1 წამი დაგჭირდა იმისთვის, რომ თვალი გადაავლო ტექსტს და დარწმუნდე, რომ მე-6 პუნქტი მართლაც არ არის

ახლა კი იცინი 🙂

კომპიუტერის 12 მცნება

1. კომპიუტერი არ არის ვალდებული კარგად იმუშაოს
2. კომპიუტერი არ არის ვალდებული იმუშაოს
3. კომპიუტერს საერთოდ არ აქვს არანაირი ვალდებულება თქვენს წინაშე
4. კომპიუტერი ყოველთვის მართალია
5. მომხმარებელიც ყოველთვის მართალია, მაგრამ ეს კომპიუტერმა არ იცის
6. თუ მომხმარებელი არ არის მართალი ეს მისი პრობლემაა
7. თუ კომპიუტერი მართალია, ეს მომხმარებლის პრობლემაა
8. თუ კომპიუტერი ამბობს, რომ ის მართალია, მაშინ მომხმარებელი სერიოზულად არის ავად
9. თუ მომხმარებელს სჯერა კომპიუტერის, მაშინ ის მომხმარებელი არ არის
10. თუ კომპიუტერი არ ირთვება, ის დამნაშავე არ არის
11. თუ კომპიუეტრი არ ითიშება, მაშინ ის სერვერია
12. იმის გამო, რომ მომხმარებლებმა არ იციან კომპიუტერის გამოყენება, კომპიუტერი სარგებლობს ამით და იყენებს მომხმარებლებს