27 დეკემბერი

Happy-Birthday-Ana-flowerdrop-23270674-1920-1200

აი, კიდევ ერთი წელი მიილია და კიდევ ერთი წელი მომემატა. წავიკითხე შარშანდელი პოსტი ჩემი დაბადების დღის და შევადარე წლევანდელს.

ძალიან განსხვავდება…

მაგრამ ერთი აქვთ საერთო: მხიარული და ბედნიერი ვიყავი და ვარ!

ისევ და ისევ ყველას მადლობას მოვახსენებ, ვინც მომილოცა ეს დღე და წინასწარ ვუხდი კიდევ მადლობას იმათ, ვინც მომილოცავს მომავალში.

83022822_large_christmas_gifts

დაბადების დღე

დღეს ჩემი დაბადების დღეა!

15 წუთი დარჩა და…

დღეს მივიღე ბევრი მოლოცვა. პირადად, ტელეფონით, მეილით, სმს-ით, “ფაცებოოქ”-ით და ა.შ. გავხსენი საჩუქრები, დავჭერი ტორტი, დავლიე შამპანური…

სხვისი არ ვიცი და მე კი ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე.

სანამ ამ პოსტს ვწერდი, ჩემი დაბადების დღეც დამთავრებულა 🙂

ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვისაც გავახსენდი, ან არ გავახსენდი, ვინც მომილოცა, ვინც არ მომილოცა, ვინც არ მიცნობს, მაგრამ წაიკითხა ჩემი ბლოგი.

ყველანი ძალიან, ძალიან მიყვარხართ!