ცნობილი ბრენდების სახელების წარმომავლობა (ნაწილი III)

Caterpillar – საგზაო ტექნიკის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსოფლიოში. კომპანიას ეს სახელი ეწოდა მას მერე, რაც მფლობელმა გაიგო ერთ-ერთი ფოტოგრაფის შეძახილი (კომპანიის პირველი ტრაქტორის დანახვისას): „ისე მიხოხავს, როგორც მუხლუხო!“ფრანგულიდან Caterpillar ითარგმნება, როგორც „მუხლუხო“.

CaterpillarLogo

Facebook – ეს არ არის „სახეწიგნი“, ან „პირწიგნაკი“, როგორც მას ჩვენში ხუმრობით უწოდებენ. Facebook არის პატარა წიგნაკი, რომელსაც ურიგებდნენ პირველკურსელ სტუდენტებს ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში, რათა მისი მეშვეობით ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ. სწორედ ამ წიგნაკის სახელი გამოიყენა მარკმა სოციალური ქსელის სახელწოდებად.

CaterpillarLogo

IKEA – აბრევიატურა: Ingvar Kamprad Elmtaryd Agunnarded. სიტყვასიტყვით შვედური ენიდან ნიშნავს: „ინგვარდ კამპრადის საკუთრება“. ასეთ წარწერებს უკეთებდა ბავშვობაში თავის ქონებას კომპანიის დამაარსებელი ინგვარ კამპრადი. კომპანია დაარსდა 1943 წელს.

CaterpillarLogo

Lenovo – წარმოიშვა ორი სიტყვის გაერთიანებით: Le (სიტყვიდან „ლეგენდა“ – Legend) და New (ახალი).

lenovo-logo

Lego – წარმოიქმნა დანიური სიტყვებიდან: leg (ითამაშე) და got (კარგად). ცნობილი კონსტრუქტორის გამოშვებამდე კომპანია აწარმოებდა ხის სათამაშოებს. ლათინურიდან Lego ითარგმნება როგორც: „მე ვკითხულობ“, „მე ვაერთებ“.

CaterpillarLogo

Mars – სახელი ეწოდა არა პლანეტა მარსის საპატივსაცემოდ, არამედ ეს არის კომპანიის დამაარსებლის გვარი: ფრენკ მარსი.

CaterpillarLogo

Motorola – თავიდან კომპანია უშვებდა ავტომობილის რადიოებს. მის დამაარსებელს პოლ გალვინს სურდა ეპოვა ისეთი სახელი, რომელიც შეიცავდა მუსიკას და მოძრაობას ერთად. მას მოეწონა ავტომაგნიტოლას სახელი Victrola და მოიფიქრა მისი მსგავსი Motorola. უდიოკომპონენტების მწარმოებელთა კომპანიების მრავალი სახელწოდება იმ დროისთვის მთავრდებოდა Ola-თი – უცნაური მოდის გამო 🙂

CaterpillarLogo

Nestlé – წარმოიქმნა მისი დამაარსებლის გვარიდან: Henri Nestlé. სიტყვა Nestlé გერმანულიდან ითარგმნება როგორც „ჩიტის ბუდე“. სწორედ ის არის გამოსახული კომპანიის ლოგოტიპზე.

Print

Pepsi – პირველად დამზადდა 1890 წელს ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ ნიუ-ბერნში ფარმაცევტ კალებ ბრედჰემის (Caleb Bradham) მიერ. 1898 წლის 28 აგვისტოს „Brand’s drink“-ს გადაერქვა სახელი და ეწოდა „Pepsi-cola“. როგორც სავაჭრო ნიშანი იგი დარეგისტრირებულია 1903 წლის 16 ივნისს. ერთი ვერსიით სიტყვა „პეპსი“ კალებმა აიღო საკვები ფერმენტის პეპსინის სახელწოდებიდან. მეორე ვერსიით, მას მოეწონა კონკურენტის პროდუქტის სახელი „Pep Kola“ და გადააკეთა იგი „Pepsi-cola“-დ. მესამე ვერსიით, მას უბრალოდ მოსწონდა ამ სიტყვის ჟღერადობა, რადგან იგი გამოხატავდა ფაქტს, რომ გაზიანი სასმელი მატებს ადამიანს ენერგიასა და სიხალისეს (рер – ენერგია, სიხალისე, სიცოცხლე).

220px-Pepsilogo

PUMA – ეკუთვნოდა ადიდასის შემქმნელის ძმას რუდოლფ დასლერს. როდესაც ძმები კომპანია Dassler-ში ისტორიული სკანდალის შემდეგ გაიყარნენ და თავიანთი ფირმები შექმნეს, რუდოლფის კომპანიას ერქვა Ruda (მისი სახელიდან გამომდინარე), მაგრამ მოგვიანებით მან შეცვალა სახელწოდება Puma-თი, რადგან ის უფრო ჟღერადი და ადვილად დასამახსოვრებელია. ამასთან, მან დატოვა ისევ 4 ასო, ერთნაირი ხმოვნები („უ“ და „ა“) და ერთმანეთის მსგავსი პირველი თანხმოვანი.

CaterpillarLogo

Sharp – ეს სახელი მოდის მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან, როცა იაპონელმა ტოკუჯი ჰაიაკავამ გამოიგონა მექანიკური ფანქარი, რომელსაც არ ჭირდებოდა წვერის გათლა. „sharp“ ინგლისურად ნიშნავს მახვილს, წვეტიანს.

CaterpillarLogo

SONY – თავიდან ეს კომპანია იაპონურ ენაზე ასე ჟღერდა: “ტოკიო ცუსინ კოგე კაბუსიკი კაისა” რაც ითარგმნება, როგორც “ტოკიოს საინჟინრო ტელეკომუნაკიცური კომპანია”. კომპანიის დამაარსებლები აკიო მორიტა და მასარუ იბუკი დიდხანს ეძებდნენ მოკლე სახელს და მიაგნეს ლათინურ სიტყვას sonus (ხმა). 1950 წლებში იაპონიაში პოპულარული იყო ამერიკული სიტყვა sonny, რომელიც გავდა sonus-ს და  sunny (მზიანი)-ს. მაგრამ ეს სიტყვა, დაწერილი იაპონური იეროგლიფით, აღნიშნავდა “ზარალს”. ამიტომ აკიო მორიტამ ამოშალა ერთი ასო “ნ” და საბოლოოდ კომპანიას დაერქვა “Sony”.

Sony-logo

Toshiba – კომპანიამ სახელი Toshiba მიიღო 1978 წელს თავისი ძველი სახელწოდების: Tokyo Shibaura Elektric Co. Ltd. შემოკლებით, რომელიც თავიდან წარმოადგენდა Tokyo Denki – საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებისა და Shibaura-sho – მძიმე ელექტროაპარატურის მწარმოებელი ორი ფირმის შერწყმას.

CaterpillarLogo

Toyota – ეწოდა მისი დამაარსებლის Sakichi Toyoda-ს მიხედვით. ასო “დ” შეცვლილ იქნა უფრო ჟღერადი ასოთი “ტ”. იაპონურად სახელწოდება შედგება 8 ასოსგან (8 – აღმოსავლურ კულტურაში ბედნიერი ციფრია)

0104_xerox2

XEROX – ეს არის ორი ბერძნული სიტყვის გაერთიანება: xeros – გასუფთავება და graphos – წერა

0104_xerox2

ცნობილი ბრენდების სახელების წარმომავლობა (ნაწილი II)

Acer – ითარგმნება ლათინურიდან როგორც „ზუსტი, მახვილი“.

acer_logo

Amazon – სამხრეთ აფრიკის მდინარე ამაზონის მიხედვით. კომპანიის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი ამბობდა, რომ სურს თავისი ბიზნესი ისეთივე ძლიერი და უზარმაზარი გახადოს, როგორიც მდინარე ამაზონია.

1347917999-amazon

AMD – ჩიპებისა და მიკროსქემების მწარმოებელი ფირმა იშიფრება, როგორც Advanced Micro Devices (პროფესიონალური მიკრომოწყობილობები).

AMD-logo

Asus – სახელი დაერქვა ბერძნული მითოლოგიის ცხენ პეგასის (Pegasus) სახელის შემოკლებით.

asus_logo1

Audi – ლათინურიდან ითარგმნება როგორც „უსმინე“. იგი ასევე წარმოადგენს კომპანიის დამაარსებლის ავგუსტ ხორხეს გვარის ლათინურ ვერსიას.

220px-Audi_Logo.svg

Bridgestone – იაპონური კომპანია, რომელიც უშვებს ავტომობილის საბურავებს. მისი დამაარსებლის გვარია ისშიბასში, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ქვის ხიდი“, ანუ ინგლისურად Bridge stone.

bridgestone777

BMW – იშიფრება როგორც Bayerische Motoren Werke (ინგლისურად Bavarian Motor Works), რაც ნიშნავს „ძრავები ბავარიიდან“.

BMW.svg

Cadillac – საფრანგეთის პატარა ქალაქის სახელი, სადაც დაიბადა ცნობილი ფრანგი მოგზაური ანტონიო დე კადილაკი.  ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა ამერიკული ბრენდისთვის, როდესაც სახელი არჩეული ევროპის ქალაქის საპატივსაცემოდ.

150px-Caddynew

Canon – 1930 წელს იაპონიაში Goro Yoshida-მ და მისმა ნახევარძმამ Saburo Uchida-მ შექმნეს კომპანია Precision Optic Instruments Laboratory in Japan. 4 წლის შემდეგ მათ შექმნეს პირველი ფოტოაპარატი, რომელსაც უწოდეს Kwanon (ბუდას ათასხელება მოწყალების ქალღმერთის სახელი). მოგვიანებით იგი გადაკეთდა, როგორც Canon, რომელიც იაპონურიდან ითარგმნება, როგორც „მადლი“, ხოლო ფრანგულიდან „თოფი“.

canon

Cisco – შემოკლებული სახელწოდებიდან: San-Francisco.

cisco

Ebay – ცნობილმა ინტერნეტ-აუქციონმა ეს სახელწოდება მიიღო ნევადის შტატში მდებარე ქალაქის Echo Bay-ის შემოკლებით. კომპანიის შემქმნელი პიერ ომიდარი თვლის, რომ Ebay უბრალოდ კარგად ჟღერს.

800px-EBay_Logo_svg.60171113_std

Fiat – კომპანია დაარსდა 1899 წელს. იგი არის აბრევიატურა სიტყვებისა: Fabbrica Italiana Automobili Torino (ტურინის იტალიური ავტომობილების ქარხანა). ხოლო ლათინურად სიტყვა „Fiat“ ნიშნავს „Да будет“.

fiat_logo-49491e16bf197

Fuji – იაპონიაში ყველაზე მაღალი და ცნობილი მთის სახელწოდება.

Fuji-Logo

Hyundai – კორეულად ნიშნავს „აწმყო, ახლანდელი“ (დრო).

hyundai-logo_1

IBM – შეიქმნა 1924 წელს. აბრევიატურა: International Business Machines („საერთაშორისო ბიზნეს-მანქანები“).

IBM-s

ცნობილი ბრენდების სახელების წარმომავლობა

Yandex – წარმოშობილია სიტყვებიდან: Yet Another Indexer (კიდევ ერთი ინდექსატორი)

Adidas – კომპანიის დამაარსებლის Adi (Adolf) Dasler საპატივსაცემოდ

Adobe – მდინარე Adobe Creek-ის სახელის მიხედვით, რომელიც მიედინებოდა კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ჯონ ვორნოკის სახლის უკან. კომპანია შეიქმნა 1982 წელს, როდესაც კომპანია Xerox-ის ორი პროგრამისტი ჯონ ვორნოკი და ჩარლზ გეშკე წამოვიდნენ სამსახურიდან და ჩამოაყალიბეს ახალი ფირმა Adobe Systems.

Apple – ვაშლი – არაოფიციალური ვერსიით კომპანიის დამაარსებლის სტივ ჯობსის საყვარელი ხილი. თავისი ახალი ბიზნესის სახელის მოსაფიქრებლად 3 თვის ძებნის შემდეგ ჯობსმა თავის პარტნიორებს უთხრა, რომ კომპანიას ვაშლს დაარქმევდა, თუ 5 საათისთვის ისინი უკეთეს სახელს ვერ მოიფიქრებდნენ. Apple Macintosh – არის ვაშლის ჯიში, რომელიც მაშინ იყიდებოდა აშშ-ში. ოფიციალური ვერსიით სტივ ჯობსს ძალიან უყვარდა მედიტაცია თავის ვაშლის ბაღში, საიდანაც წამოვიდა ეს სახელი.

Continue reading