ელეგია

როდესაც ვხედავ თეთრ სამოსში
გახვეულ მწვერვალს,
მე უცაბედად მავიწყდება, რომ ეს მთებია.
შენ კი მირეკავ, მეუბნები,
“…ნახვა მსურს შენი!..”
და თოვს…
ფიფქებიც სიზმრებივით ჩემში რჩებიან.
როდესაც ვუსმენ, როგორ მღერის
თოვლი ნაძვებზე,
ასე მგონია, ჩემს ოთახში სიჩუმეც ფიქრობს.
და მწვერვალებზე, მარადიულ
ყინულებს შორის,
მზე, როგორც დისკო ჩამავალი,
ჩირაღდნებს იქრობს.
წუხელ დარეკა ტელეფონმა და მეც წამოვხტი,
“ის არის!.. თუმცა… არ იქნება, ღამეა ახლა!”
ფარდა გავწიე, გაიბრწყინა თოვლმა საოცრად
და მანქანების შუქთან ერთად უეცრად ჩაქრა…

თოვლი ოქტომბერში

ფანჯარასთან ვზივარ სულმთლად მობუზული,
თუ ავდექი, უსათუოდ მოვალ.
ოქტომბერში განა თოვლი გაგონილა?
გაგონილა ოქტომბერში თოვა?

თუ ავდექი მოვალ, მაგრამ ფანჯარასთან
მოწყენილი მირჩევნია ჯდომა.
ღმერთო ჩემო, სად გინახავთ ოქტომბერში
გაყინული თბილისი და თოვა?

რაც ძვირფასია

მუჭა გავხსენი, ასე მეგონა დაგინახავდი
ჩაფერფლილს, მერე…
მერე გეტყოდი: “შენი ბრალია!”
მაგრამ იძალა ჩემში სხვა გრძნობამ
და გამახსენა შენი თვალები…
არ მიხარია.

მე აღარ მინდა ვიფიქრო ისევ,
ისევ და ისევ როგორც იმ ღამით,
რაზედაც მხოლოდ თუ მინატრია.
შენ ხომ არ იცი, თუ რა გრძნობაა,
როდესაც უნდა დასთმო ყოველი,
რაც ძვირფასია.

ნაცრისფერი დღე


დადგა ნაცრისფერი პერიოდი.

აი, ამას ვერ ვიტან, როცა ასეთ ხასიათზე ვდგები ხოლმე.

როცა არაფერი გახარებს და ყველაფერზე ნერვები გეშლება, ღიზიანდები. ვერავის ვერ იტან. იმას ვერ აკეთებ, რაც გინდა რომ გააკეთო. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ ყველა შენს წინააღმდეგაა მომართული და მერფის ყველა ის დაუწერელი კანონი, რაც არსებობს ბუნებაში (ან არ არსებობს) ახლა, ამ წუთას კანონობს შენს წინაშე (ნუ, კარაქიანი პურის კარაქის მხარით ძირს დავარდნის ვარიანტში, რა).

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე ეს ლექსი და ახლა როგორ უხდება დღევანდელ დღეს:

ვხედავ ნაცრისფერს, ისევ ნაცრისფერს,
ირგვლივ ყოველი ნაცრისფერია,
დღეა პირქუში, დღეა გაძრცვილი
და მეორდება მთელი წელია.
მთელი წელია პირქუში დღეა,
ასე მგონია მთელი წელია.
ჩემი ჭადრებიც, ჩემი ფანჯარაც,
ჩემი ფიქრებიც ნაცრისფერია.

სახლის კედელზე აწერია: “1 + 1 = 1″ და გამახსენდა, რაღაც ფილმშია: „ერთ წვეთი და კიდევ ერთი წვეთი, ეს ორი წვეთი კი არ არის, არამედ ერთ დიდ წვეთია”-ო. აი, რას ნიშნავს ეს წარწერა.

ამ პოსტს ძალიან უხდება დალი მუხაძის გრაფიკა.

შეხვედრა

შენ ქუჩაში უცებ შემხვდი მაშინ,
ქალიშვილი მოგყვებოდა კდემით.
“გამარჯობა, – დაბნეულად მითხარ, –
გაიცანი, საცოლეა ჩემი”.

“მომილოცავს!” – გითხარი და მყისვე
ვერც კი მივხვდი, რას ნიშნავდა ცოლი.
გაგიღიმე, ჩამოგართვი ხელი
და მხრებიდან დავიბერტყე თოვლი.

გაიღიმა ქალიშვილმაც წყნარად,
“გვეჩქარება, გვაპატიეთ…” – მითხრა.
მერე ხელი გაგიყარა მკლავში
და არაფრით გათქმევინა სიტყვა.

მე გავფითრდი, გამიშეშდა ხელი,
იდგა ზამთრის სუსხიანი დილა.
მე ვიდექი თოვლიანი ხის ქვეშ,
თქვენ ბილიკზე მიდიოდით ფრთხილად.

ის, რაც წავიდა

შენ შემოხვედი სულ ერთი წამით,
მე სასწაულის არა მჯეროდა.
შენ შემომხედე და დადგა ჟამი
სიზმარი ცხადად გადამქცეოდა.

მერე ფანჯარა გააღო თოვლმა
და მე გელოდი ძალიან დიდხანს.
“ის რაც წავიდა, არასდროს მოვა,” –
ჩემთვის მრავალჯერ ღიმილით გითქვამს.

მე უკვე ვხვდები, დრო რომ სწრაფია,
მიაქვს წარსული და მე ვბერდები.
შენ მტოვებ ისევ, ისევ მიდიხარ
და ალბათ აღარც გაგახსენდები.

მარტო ვარ… სევდას შევებრალები
და მომიყვება უცნაურ ამბავს,
თუ როგორ უყვარს მხიარულება
და ამით ძალას თუ როგორ კარგავს.

მერე ინათებს… ყოველთვის როცა
ღამე გადავა და გათენდება,
ის რაც წავიდა ოდესღაც ჩემი –
მთელი ტკივილით გამახსენდება.

მე დაგივიწყებ…

მე დაგივიწყებ ისე, ვით სიზმარს
ივიწყებს ყველა, როცა თენდება.
მე დავივიწყებ იმ ლამაზ დღეებს
და გულშიც ცეცხლი არ აენთება.
მე დაგივიწყებ და ჩემს სიყვარულს
უკვე ერქმევა დღეგადასული,
სახება შენი აღარ დამტანჯავს,
აღარ დამტანჯავს ჩვენი წარსული.
და ყველას ვეტყვი, ყველას ვუამბობ,
რომ სიყვარული არის სიზმარი.
მითხარი რამე, ფიქრმა წამიღო
და მერე წადი, ოღონდ მითხარი.
მე ამ ფიქრებსაც გადავივიწყებ,
რომ არ ვიფიქრო შენზე არასდროს,
ღვინოს მოვუხმობ, ღვინოს კაცივით,
რომ დამავიწყოს და რომ დამათროს,
რომ ტკივილები ჩავიკლა გულში
და უდარდელი გავხდე იქნება,
რომ დავივიწყო შენი თვალები
და მათში ზეცის გადაბინდება.
მე დაგივიწყებ ისე, ვით სიზმარს,
(შენ არ მიგიძღვის ამაში ბრალი).
მე დაგივიწყებ, ამიერიდან
არა მაქვს სხვა რამ გამოსავალი.

* * *

ეს წლებიც ასე გავიდა… ოცნებამ გადამივიწყა,
ჩემი თავნება ფიქრებიც მიმოიფანტნენ ფიფქებად.
იქნებ დაბერდა ეს გული, იქნებ ოცნებაც გახუნდა?
იქნებ სევდა და ნაღველი წარსული გზიდან დაბრუნდა?
იქნებ აღარ ღირს სიმღერა, გულიდან ამონადენი,
რად მინდა ფუჭი, გავლილი, მოგონებანი ამდენი?
წვიმაც ფანჯრიდან ციმციმებს, ისიც დაღლილი, ეული,
ეს წვიმა ჩემი ფიქრია, წვეთებად გადაქცეული.

ხან ელვა მიღებს დარაბებს,
ხან ქარი გადარეული,
ოღონდ შენ მყავდე გვერდით და…
დე ვიყო გზააბნეული.

* * *

სხვა გზა არ მქონდა ფიქრებით დაღლილს,
ვიჯექი, ჭიქა მეჭირა ხელში.
გარეთ კი ალბათ დაძრწოდა ქარი,
ან ტროტუარებს მოჰქონდა თქეში.
მე განა ღვინით ვიყავი მთვრალი,
თოვლი მათრობდა დამდნარი მთებში.

ახლაც ფიქრები არ მასვენებენ,
ვიცდი და თვითონ არ ვიცი რატომ.
კართან კი ფრთხილად დარაჯობს ქარი
და თუ რას ვფიქრობთ, მან იცის მარტო.
მე განა მართლა ღვინით ვარ მთვრალი,
გავდივარ გარეთ და თავზე მათოვს.

აი, ესაა ჩემი ცხოვრება.
ვიცი, რომ ხვალაც ასე იქნება:
ოთახში მაინც შემოვა ქარი,
გაიზუზუნებს და გაფითრდება.
მე მაშინ ღვინით ვიქნები მთვრალი
და შენი სახე დამავიწყდება.

წელიწადი – 2002

* * *
ნათა… თითქოს გადაიღო… ბარდნიდა როგორ,
ღარ გაგვცილდნენ ქარბუქები
აგვიანები.
ინ გაიტაცა სასთუმლიდან
სე სათუთი…
უხი კვამლივით აორთქლილი
ასამნები?!

* * *
ებერვალია… გაბუტულა ქარი ფერმკრთალი,
ძებს ფოთლებს და ყველაფერი ყინვის ბრალია…
ოლოს არ მახსოვს როდის გნახე,
სეც არ მახსოვს,
ოდის გითხარი: “აი უკვე თებერვალია!”
იცი, წახვედი, გაბუტული – ქარივით თეთრი,
სე სჯობია, – დამიბარე, – შენი ბრალია…
ამის წამიღონ ქარიშხლებმა… თუმცა რას იზამ,
სევ ისეთი, ძველებური თებერვალია…

* * *
ინდა მოგნახო, მოგილოცო დღესასწაული,
ნდა ორივემ მარტოობა აღვნიშნოთ ერთად,
ოდის დადგება, ნეტავ როდის ეს გაზაფხული…
ირის ბეღურა,
სიც ებრძვის დარდსა და სევდას.

* * *
სე იწყება საოცრება… ეს სპექტაკლია:
აჟი და ცირკის კლოუნები, გნომი, მაქცია…
ა იცი,
ქნებ დაიჭირო
ურჯი ფრინველი,
ქნებ ეს არის ამ ცხოვრების დეკორაცია?!

* * *
ოლოდინები არ გამართლდა… ისევ აცივდა…
ცივდა… თურმე მირაჟია ჩვენი ფიქრები…
ქნებ დაბრუნდე… გელოდები დიდი ხანია…
აოცრებებში გაბნეული ჩემი
ქნები.

* * *
ს შემოდგომა, ის ზამთარი ვერ დავივიწყე…
ერ დავივიწყე
ამიანი თებერვალები…
სევ მიხმობ და ფერადდება პეიზაჟები…
ადღაც შორეთში
მედებსაც დავემალები.

* * *
ქნებ მომნახო… აღარ მინდა დაგვიანება,
იცი მაინც რომ გამახსენებ
ამაზ მომენტებს.
ქნება სევდა, მონატრება და
ინანული… მაგრამ ვერასდროს დავიბრუნებთ
მ ძველ ნოემბერს.

* * *
ცრემლდება ზეცა,
ამრუდდება გზა,
ეღარავინ შეცვლის წარსულს…
ს ჰანგები ძველი
იმღერებად იქცა… და სევდიან
ირიფს
ცნებები სურს.

* * *
ად, სად წასულან ჩემი სულის ფორიაქები,
რთი ბეწო და ფაციფუცა
არ-ბორბალები?!
ყის და მინდვრების ბინადართა ღამის ზმანება,
ს პაწაწინა და თავნება ავი ქალები?!…
ოდის ზამთარი და თან მოაქვს სითეთრე ჩუმი,
ალახისფერი კვლავ გამქრალა ფერი მომავლის.
ს წელიწადი – უცნაური განმეორება,
ა ულმობელად მიმსხვრევს ისევ
მედებს ხვალის…

* * *
ნავარი და ბზრიალა
არბუქები იჩქარიან,
აძრის გუმბათს ევლებიან,
რმოებში სწრაფად ხტიან…
ოდი ჩემთან, ქარს გამოჰყევ,
ნელეთს ნუ შეუშინდები…
ლვას, წვიმას დაეხსენი,
ომ გადარჩნენ
მედები.

* * *
ოემბერია… შემოდგომა მრგვალი თვალებით
ნავრობს ქართან, ჩემთვის ჯერაც არა სცალია,
ბაასება შეშინებულ ქარვისფერ ფოთოლს…
ე კი შენ გელი… და ამიტომ, საოცარია,
ოლოს და ბოლოს რომ გამოჩნდი ფოთოლთა შორის,
ძებ ვინმეს თუ, მესიზმრება?.. დასანანია,
ომ მწუხარეა შემოდგომა – ფართო თვალებით
სიც შემკრთალი ელის ზამთარს დიდი ხანია.

* * *
როა უკვე ერთმანეთს რომ ვუთხრათ:
ს ზღაპარიც დასრულდება მალე…”
იდევ
რთი სევდიანი დილა,
ოლოდინით გადაღლილი ღამე.
არათები, ლექსები და ღვინო…
ს არის და ეს, რაც დარჩა ძველი,
აც ოდესღაც ჩემი იყო – ისიც…
სიც უკვე აღარ არის ჩემი…