მეფე სოლომონი

King_Solomon

სოლომონი (ძვ. ებრ. შლომო) ისრაელის სამეფოს მეფე, აღწერილი ახლო აღმოსავლეთის მანუსკრიპტებში, როგორც იმპერიის ბრძენი მმართველი, რომელიც დაახ. ძვ. წ. 1000 წელს ცხოვრობდა.

მიუხედავად უკიდეგანო სიბრძნისა, მისი ცხოვრება არ იყო მშვიდი და ერთხელაც სოლომონმა რჩევისთვის მიმართა სასახლის კარის ბრძენს და სთხოვა: „ამ ცხოვრებაში ბევრ რამეს შეუძლია გამომიყვანოს წყობილებიდან, ავყვე ვნებებს და ეს ძალიან მაწუხებს“, რაზეც ბრძენმა უპასუხა : „ვიცი როგორ დაგეხმარო – გაიკეთე ეს ბეჭედი, მასზე ამოტვიფრულია სიტყვები: „ყველაფერი გაივლის“ და როცა იგრძნობ, რომ განრისხდი ან უდიდეს სიხარულს განიცდი, დახედე წარწერას
და დამშვიდდები“.

გადიოდა დრო, სოლომონი ითვალისწინებდა ბრძენის რჩევას და ცხოვრობდა იდილიაში, მაგრამ დადგა მომენტი, როცა წარწერაზე დახედვით კი არ დამშვიდდა, უარესად განრისხდა და მრისხანების მომენტში თითითან მოიგლიჯა ბეჭედი, უნდოდა მდინარეში მოესროლა და ამ დროს შეამჩნია ბეჭდის შიდა მხარეს არსებული მეორე წარწერა: „ესეც გაივლის“.

(c) საიტიდან: http://intermedia.ge

კოკო შანელი

7b652c8d1c06

1. „თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას“.

2. „ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ“.

3. „ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს“.

4. „ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ“.

5. „უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება“.

6. „ყოველდღე მე რაღაცას ვამარტივებ, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ“.

7. „ფეხებზე მკიდია, თუ რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ“.

8. „როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები“.

9. „დიადი ვნებები – მათაც სჭირდება გადატანა“.

10. „თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული“.

11. „ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია“.

12. „თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს არ გქონიათ , მაშინ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ“.

13. „დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი“.

14. „ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები“.

15. „თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად“.

16. „სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან“.

17. „ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას“.

18. „თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს“.

19. „ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია“.

20. „როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია“.

ცარიელი ქილა

სტუდენტებმა უკვე შეავსეს აუდიტორია და ლექციის დაწყებას ელოდნენ. შემოვიდა ლექტორი და მაგიდაზე მინის ცარიელი ქილა დადგა.

– დღეს მინდა ცხოვრებაზე გესაუბროთ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?

– ის ცარიელია, – თქვა ვიღაცამ.

– მართალია. – დაუდასტურა ლექტორმა, ამოიღო მოზრდილი ქვებით სავსე ტომსიკა და ცარიელი ქილა ქვებით გაავსო. – ახლა რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?

– ახლა ქილა სავსეა, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

ლექტორმა ახლა ბარდის მარცვლები ამოიღო და ქილაში ჩაყარა. ბარდამ ქვებისგან დატოვებული ცარიელი ადგილები შეავსო. – ახლა რას იტყვით?

– ქილა ნამდვილად სავსეა, – თქვა ვიღაცამ.

მაშინ ლექტორმა სილა ამოიღო და ქილაში ჩაყარა მანამ, სანამ სილამ ბოლომდე არ შეავსო ქილის ცარიელი ადგილები.

– აი, ახლა ხომ ქილა სავსეა! – ახმაურდნენ სტუდენტები.

მაშინ ეშმაკურად მომღიმარმა ლექტორმა ორი ბოთლი ლუდი ამოიღო და ქილაში ჩაასხა.

– ამჯერად ქილა ნამდვილად სავსეა! – თქვა მან. – მე თქვენ აგიხსნით რა მოხდა. ქილა – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ქვები – ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში: ჩვენი ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანები, ყველაფერი ის, რასაც ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია; ბარდის მარცვლები – ეს ის საგნებია, რომლებიც არც ისე მნიშვნელოვანია: მაგალითად, ავტომანქანა, ძვირფასი ტანსაცმელი და სხვ.; ხოლო სილა – ეს არის უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, პატარ-პატარა, წვრილი პრობლემები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მე რომ თავიდანვე ქილაში სილა ჩამეყარა, მაშინ ადგილი აღარ დარჩებოდა არც ქვებისთვის და არც ბარდის მარცვლებისთვის. ამიტომ, არასოდეს მისცეთ უფლება სხვადასხვა წვრილმანებს, რომ შეგივსონ მთელი თქვენი ცხოვრება და თვალები დაგიხუჭონ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებსა და საგნებზე. ლექცია დამთავრებულია.

– პროფესორო, – იკითხა ერთმა სტუდენტმა, – და ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს?

პროფესორს გაეღიმა:

– ის ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის არსებობს დრო მოდუნებისა და ორი ბოთლი ლუდისათვის.

ალბერტ აინშტაინის 15 პოზიტიური სიბრძნე

  1. ქვეყნად მხოლოდ ორი რამ არის უსაზღვრო – სამყარო და სისულელე. თუმცა, სამყაროს თაობაზე ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული.
  2. დამთხვევათა წყალობით ღმერთი ანონიმურობას ინარჩუნებს.
  3. წარმოსახვა  – ეს ყველაფერია. ეს არის წინასწარი ჩვენება ცხოვრებაში მოსალოდნელი მოვლენებისა.
  4. ერთადერთი, რაც სწავლაში ხელს მიშლის არის მიღებული განათლება.
  5. მე ვისწავლე ვუყურო სიკვდილს, როგორც ძველ ვალს, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გადავიხადო.
  6. საღი აზრი – ეს არის თვრამეტი წლის ასაკამდე შეძენილ ცრურწმენათა ერთობლიობა.
  7. საერთაშორისო კანონები არსებობს მხოლოდ საერთაშორისო კანონების კრებულებში.
  8. თითოეული ადამიანი ვალდებულია დაუბრუნოს სამყაროს სულ მცირე იმდენი, რამდენიც მისგან აიღო.
  9. შენ ვერასოდეს მოაგვარებ პრობლემას, თუ იფიქრებ ისევე, როგორც მისი წარმომქმნელი.
  10. ყველაზე ძნელი გასაგები რამ – ესაა საშემოსავლო გადასახადი.
  11. რა შეუძლია თევზმა იცოდეს წყლის შესახებ, რაშიც მთელი ცხოვრება დაცურავს?
  12. ავტორიტეტებისადმი ზიზღის გამო რომ დავესაჯე, ბედისწერამ თავად გამხადა ავტორიტეტი.
  13. მეცნიერული აღმოჩენების პროცესი – ეს არის მუდმივად სასწაულებისგან გაქცევა.
  14. მცირე ცოდნა სახიფათოა, ისევე როგორც, ბევრი.
  15. ყველაზე შეუცნობადი სამყაროში ის არის, რომ ის შეუცნობადია.

არსებობს თუ არა ბოროტება?!

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი?
სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:  დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: …
პროფესორი: პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია?
სტუდენტი: დიახ, სერ.
პროფესორი: ვინ შექმნა ისინი?
სტუდენტი: …
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: გაგიგია მისი ხმა?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია?
სტუდენტი: ვშიშობ, რომ არა, სერ.
პროფესორი: და შენ მაინც გჯერა მისი?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს?
სტუდენტი: არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ რწმენა.
პროფესორი: სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია?
(სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე გაეცინათ) Continue reading

Одиночество

Одиночество, это когда вокруг полно людей. Ты говоришь с ними, улыбаешься им, иногда проводишь с ними своё свободное время. И ни одну минуту тебя не покидает чувство – где это Я, что Я тут делаю, кто Эти люди, Почему, Зачем… Как мало воздуха. И ты не хочешь, упрямо не хочешь приспособиться. Не хочешь уступить что-то внутри себя. То, что дрожит, сгибается, но не сдаётся. Надеется, что вот-вот всё изменится. Появится кто-то. И ты наконец вдохнёшь полной грудью, такой желанный твой тебе предназначенный воздух… Сначала ищешь. Потом, понимая бесполезность, бросаешь поиски. Ожидая то, что религиозные люди называют простым и немного странно звучащим словом – Благодать…

А ведь всего то и нужна лишь одна-единственная Встреча… Этого достаточно…

ფრაზები და აზრები

* * *
სიმარტოვე – ეს არის, როდესაც მეგობრების თანდასწრებით ვერ აღიქვამ ფერწერას.
მეგობრები კი ეს ის ხალხია, რომელთაც ვერსად გაექცევი.
     ნ.მ.

* * *
ის, ვინც განმარტოებაში პოულობს სიამოვნებას, ან ველური ცხოველია, ან ღმერთი.
     არისტოტელე

* * *
მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს წერო ყველასთვის – ეს არის, არ იფიქრო არავიზე წერის დროს.
     მარსელ პრუსტი

* * *
რაც არ უნდა საწყენი იყოს, წარსულში ვერ დავბრუნდებით, როგორ ძლიერადაც არ უნდა გვინდოდეს ეს. როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება, ყველაზე კარგი განლაგების დროსაც კი არ იქნება “როგორც მაშინ”. ყველაფერი დროს მიაქვს. ყველაფერი მთავრდება. ამიტომ ვიცხოვროთ მომავლით და იშვიათად მივიხედოთ უკან, წარსულში, სადაც ვერაფერს შევცვლით. აი, მომავალი კი ჩვენს ხელშია და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. გვახსოვდეს ეს!

ფრაზები და აზრები

* * *
არ დაეცე…
ეცემი? – მეგობარს არ ჩაებღაუჭო…
ებღაუჭები? – თვალები აარიდე…
მზერებით შეხვდით? – სიმართლე არ დაიჯერო…
დაიჯერე? – არ მოდუნდე…
მოდუნდი? – გააგრძელე დაცემა…
დაცემაც ხომ აღმაფრენაა…

* * *
კანონზე მაღლა შეიძლება იდგეს მხოლოდ სიყვარული. ­უფლებაზე მაღლა – შეწყალება, სამართლიანობაზე მაღლა კი – მხოლოდ პატიება.

* * *
ყველაზე საშინელი წამი სიყვარულში არის ის, როცა აცნობიერებ, რომ არ იყო არაფერი, რომ ყველაფერი შეთხზულია შენი ფანტაზიით.

* * *
ადამიანები ცდებიან არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ მცოდნეებად წარმოუდგენიათ თავი.

* * *
“…არ არის საჭირო ყვავილები და ორკესტრები,
შენ მხოლოდ დამიძახე…”
ამ სიტყვებში არის რაღაც ძალიან ზუსტი და ნამდვილი, გულწრფელი. რაღაც, რისთვისაც ცოცხლობ. მას მღერის, რა თქმა უნდა, ქალი, მაგრამ ის თავში მხოლოდ კაცს შეეძლო მოსვლოდა. ამ სიტყვებს უნდა ამბობდეს ალბათ ადამიანი, რომელსაც უყვარს…

* * *
ქვიშის საათს არ აქვს ისრები.
სანამ მაღლა მოძრაობ – ცოცხლობ. ძირში გაიტრუნები და – გარდაიცვლები.
ის, რომ ჩვენ ბევრნი ვართ და ყველა გასასვლელისკენ მიიჩქარის, ანელებს ვარდნას და ახანგრძლივებს ჩვენს სიცოცხლეს.

ფრაზები და აზრები

* * *
ნუ გეშინია მტრების – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება მოგკლან.
ნუ გეშინია მეგობრების – უარეს შემთხვევაში მათ შეიძლება გიღალატონ.
გეშინოდეთ გულგრილი ადამიანების – ისინი არ კლავენ და არ ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი მდუმარე თანხმობით ხდება დედამიწაზე ღალატი და მკვლელობები.

* * *
რა თქმა უნდა, ღმერთმა თავდაპირველად შექმნა მამაკაცი.
მხატვრებიც ხომ ჯერ ესკიზს ქმნიან და მხოლოდ ამის მერე – თავიანთ გენიალურ ხელოვნების ნიმუშებს.

* * *
იმისათვის, რომ გამოიყურებოდე როგორც ქალღმერთი, საჭიროა 20 წუთი. იმისათვის, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდე, საჭიროა სამი საათი.

* * *
შენ ყოველთვის გჭირდება ვიღაც, ვისაც ეყვარები, სანამ ეძებ ადამიანს, რომელსაც შეიყვარებ…

* * *
არასოდეს გეშინოდეს გააკეთო ის, რაც არ იცი. გახსოვდეს, კიდობანი მოყვარულის აგებული იყო. პროფესიონალებმა კი ტიტანიკი ააშენეს.

* * *
ყველაზე დიდი სიამოვნებაა გააკეთო ის, რისი გაკეთებაც, სხვების აზრით, არ შეგიძლია.

* * *
ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც უფრო მეტად ცდილობ მის დაჭერას, უფრო გისხლტება ხელიდან. მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, მაშინ ის ჩუმად მოვა და მხარზე დაგაჯდება.

* * *
იმისათვის, რომ იპოვო ბედნიერება მამაკაცთან, საჭიროა ძლიერ უგებდე მას და ცოტაოდენ გიყვარდეს.
იმისათვის, რომ ბედნიერება იპოვო ქალთან, საჭიროა ძლიერ გიყვარდეს ის და საერთოდ არ ცდილობდე მის გაგებას.

* * *
საშუალოსტატისტიკურ ქალს ურჩევნია იყოს ლამაზი და არა ჭკვიანი იმიტომ, რომ საშუალოსტატისტიკური კაცი უკეთ ხედავს, ვიდრე აზროვნებს.

* * *
ჭკვიანი კაცი ცდილობს არ მისცეს ქალს წყენის საბაბი, მაგრამ ჭკვიან ქალს იმისათვის, რომ განაწყენდეს, საბაბი არც სჭირდება.

* * *
კრიზისი მეც შემეხო: ობიან ყველს ვჭამ, ძველ ღვინოს ვსვამ და უსახურავო მანქანით დავდივარ…