მე მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე…

stock-footage-man-typing-a-message-using-mobile-phone-at-evening-time-in-coffee-house-close-up-shot-on-red

…მე მას ხუთი წლის შემდეგ დავურეკე. უცნაურია, ნომერიც კი არ შეუცვლია, თითქოს ელოდებოდა ამ ზარს. როცა მან ყურმილი აიღო, მთლად ავცახცახდი. ის ბედნიერი ჩანდა, სადღაც, შორიდან ბავშვების სიცილის ხმა ისმოდა… როდესაც მან წარმოსთქვა „ალო“, მეტყველების უნარი დავკარგე. არ ვიცოდი, რა მეთქვა. მიხაროდა, რომ ის ბედნიერია, მაგრამ ამავე დროს, გული მწყდებოდა.

მაშინ, ხუთი წლის წინ ის მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ყოველთვის ვეყვარები. მე ვიცინოდი და ვარწმუნებდი, რომ ის ჯერ კიდევ იპოვის თავის ბედნიერებას, თუმცა, ვგრძნობდი, რომ არ ტყუოდა. მაგრამ მაინც წამოვედი მისგან…

იმის მერე, რაც მან მეორედ წარმოსთქვა „ალო“, ყურმილი დავკიდე და ტელეფონს ხელი მოვუჭირე. ამ დროს სმს მოვიდა. ის მწერდა:

„გამარჯობა! მე ველოდი შენს ზარს. იმედი მქონდა შენი ხმის გაგონების. მაგრამ შენ შეგეშინდა, როგორც მაშინ. ახლა თამამად შემიძლია გამოვრთო ეს ტელეფონი. ვიცი, რისთვისაც დარეკე, გაინტერესებს, მიყვარხარ თუ არა. დიახ, მიყვარხარ. მე მაშინ შენთვის ტყუილი არ მითქვამს“.

მაშინვე შევეცადე დამერეკა, მაგრამ ნომერი მიუწვდომელი იყო. ვრეკავდი მეორე, მესამე დღეს, კიდევ და კიდევ, ვცდილობდი მეპოვა, მაგრამ უშედეგოდ.

…ახლა მე 39 წლის ვარ. არც ბავშვი მყავს და არც კატის კნუტი. მხოლოდ ტელეფონის ნომერი მაქვს იგივე, რაც 15 წლის წინ. იქნებ უცებ მან დამირეკოს…

მე შენ მიყვარხარ

I_love_you

15 წლის იყავი,როდესაც პირველად გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ კი გაწითლდი, თავი დახარე და გაიღიმე.

20 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ ხელი ხელზე მომკიდე და მაგრად მოუჭირე, გეშინოდა, რომ სადმე არ გავმქრალიყავი.

25 წლის იყავი, როდესაც გითხარი: “მე შენ მიყვარხარ”. შენ საუზმეს მიმზადებდი, მომიტრიალდი, შუბლზე მაკოცე და მითხარი: უმჯობესია იჩქარო, სამსახურში არ დაგაგვიანდეს…

30 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ კი მითხარი: თუ მართლა გიყვარვარ, გთხოვ უფრო ადრე დაბრუნდე სახლში სამსახურის შემდეგ.

40 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”.შენ სადილს ამზადებდი და მითხარი: კარგი ძვირფასო,მაგრამ გთხოვ ბავშვებს გაკვეთილები გამოჰკითხო.

50 წლის იყავი,როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”.შენ ამ დროს ქსოვდი და გაგეცინა ჩემს სიტყვებზე.

60 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. შენ გამიღიმე…

70 წლის იყავი, როდესაც გითხარი “მე შენ მიყვარხარ”. ჩვენ დივანზე ვისხედით და ჩემს სასიყვარულო წერილს ვკითხულობდით, რომელიც 50 წლის წინ მოგწერე.

80 წლის იყავი, როდესაც შენ მითხარი : მე შენ მიყვარხარ! მე არაფერი მითქვამს, რადგან არ შემეძლო, შენ კი ტირილი დაიწყე. ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე უბედური დღე იყო, ხოლო ჩემს ცხოვრებაში – ყველაზე ბედნიერი, რადგან შენ მითხარი, რომ გიყვარდი…

დააფასეთ ვინც გიყვართ და ხშირად უთხარით სიტყვები: “მე შენ მიყვარხარ”. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არ გექნებათ ამის შესაძლებლობა, ნუ დაკარგავთ მას.♥

© koba-nana-ს ბლოგიდან (Face.ge)

ცხოვრების 45 გაკვეთილი

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია.
2. თუ ეჭვი შეგაქვს რამეში, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი წინ.
3. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ის სიძულვილში გაატარო.
4. როცა ავად ხარ, ახლობლები და მეგობრები მოგხედავენ და არა სამსახური. ამიტომ მოუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
5. არ დაიტოვო ვალი, ყოველთვის გადაიხადე ის.
6. არ არის აუცილებელი ყველა კამათიდან გამარჯვებული გამოხვიდე. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო.
7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს უფრო გიშველის, ვიდრე მარტოობაში ტირილი.
8. ღმერთზე გაბრაზება დასაშვებია. ის გაგიგებს შენ.
9. პირველივე ხელფასიდან შეაგროვე ფული მომავლისთვის.
10. როდესაც საქმე შოკოლადს ეხება, აქ წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.
11. შეურიგდი შენს წარსულს, რომ ახლანდელი არ გაგიფუჭოს.
12. შენი შვილების თანდასწრებით თამამად შეგიძლია იტირო.
13. არასდროს შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს რას გრძნობენ ისინი სინამდვილეში.
14. თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, მაშინ არასდროს მიიღო მასში მონაწილეობა.
15. ყველაფერი წამიერად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულო, ღმერთს არაფერი გამორჩება.
16. ღრმად ჩაისუნთქე. ეს ფიქრებს ამშვიდებს.
17. გათავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ვერ დაარქმევ სასარგებლოს, ლამაზს ან სასაცილოს.
18. რაც არ გკლავს, ძლიერს გხდის.
19. არასდროს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. მხოლოდ, ეს მეორე ბავშვობა მთლიანად შენზეა დამოკიდებული.
20. როდესაც დგება დრო, გაყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს ამ ცხოვრებაში, არ თქვა უარი.
21. აანთე სანთლები, იხმარე კარგი თეთრეული, ლამაზი საცვლები. არაფერი შეინახო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. დღეს არის ეს განსაკუთრებული შემთხვევა.
22. ყველაფრისთვის მოემზადე მაქსიმალურად, მერე რაც მოხდება, მოხდეს.
23. ახლა, ამწუთას იყავი ექსცენტრიული. ნუ დაელოდები სიბერეს, რომ კაშკაშა წითელი სამოსი ჩაიცვა.
24. ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სექსში – ეს ტვინია.
25. არავინ შენს გარდა, პასუხს არ აგებს შენს ბედნიერებაზე.
26. ყოველი, ასე ვთქვათ, კატასტროფის შემდეგ დასვი კითხვა: მნიშვნელოვანი იქნება ეს 5 წლის შემდეგ?
27. ყოველთვის არჩიე სიცოცხლე.
28. ყველას ყველაფერი აპატიე.
29. შენ არ უნდა გაღელვებდეს ის, რასაც სხვები ფიქრობენ შენზე.
30. დრო თითქმის ყველაფერს კურნავს. მიეცი დროს დრო.
31. არა აქვს მნიშვნელობა ცუდი სიტუაციაა თუ კარგი – ის მაინც შეიცვლება.
32. შენ თავს სერიოზულად ნუ მიიღებ. არავინ ამას არ აკეთებს.
33. გჯეროდეს საოცრებების.
34. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ რაღაც გააკეთე ან არ გააკეთე.
35. არ არის საჭირო ცხოვრების გამოკვლევა. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც ასწრებ.
36. დაბერება უფრო ხელსაყრელი ალტერნატივაა, ვიდრე ახალგაზრდობაში სიკვდილი.
37. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.
38. ის, რომ შენ განიცადე სიყვარულის გრძნობა, საბოლოოდ ერთადერთია, რასაც აზრი აქვს.
39. ყოველ დღე გამოდი სასეირნოდ. საოცრებები ყველგან ხდება.
40. თუ ერთად მოვაგროვებთ ყველა ჩვენს პრობლემას და შევადარებთ სხვებს, მაშინვე უკან წავიღებთ მათ.
41. შური – დროის ტყუილი ფლანგვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გჭირდება.
42. მაგრამ მაინც ყველაზე კარგია, როცა უკეთესს ელი.
43. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.
44. დაუთმე.
45. თუმც ცხოვრება არ არის ლამაზი ბაბთით შეკრული, ის მაინც საჩუქარია.

რეგინა ბრეტი

თუ … მაშინ …

დააკოპირე და მიუწერე შენი ვარიანტები

თუ წვენი, მაშინ… ანანასის
თუ ალკოჰოლი, მაშინ… ქინძმარაული
თუ ცხოველი, მაშინ… კატა
თუ მცენარე, მაშინ… კაკტუსი
თუ მობილური, მაშინ… აიფონი
თუ ფილმი, მაშინ… მისტიკა
თუ ვარსკვლავი, მაშინ… ჩაუმქრალი
თუ ღამე, მაშინ… ფიფიქებიანი
თუ დღე, მაშინ… მზიანი
თუ სტიქია, მაშინ… მიწა
თუ მშვიდობა, მაშინ… სამუდამოდ
თუ მეგობარი, მაშინ… ბავშვობის
თუ მამაკაცი, მაშინ… ყურადღებიანი
თუ გრძნობა, მაშინ… სიყვარული
თუ ემოცია, მაშინ… სიხარულისგან
თუ სიტყვა, მაშინ… გულწრფელი
თუ სიმღერა, მაშინ… all you need is love
თუ წიგნი, მაშინ… ჰემინგუეი
თუ ცხოვრება, მაშინ… აზრიანი
თუ სმა, მაშინ… ზღვრის არსებობა
თუ მეგობრობა, მაშინ… უღალატო
თუ ჭამა, მაშინ… ზომიერი
თუ ყურება, მაშინ… სილამაზის
თუ მოსმენა, მაშინ… მუსიკის
თუ კითხვა, მაშინ… საღამოობით
თუ ძილი, მაშინ… არა მარტოობაში
თუ სურვილი, მაშინ… მიზნის მიღწევა
თუ დაწოლა, მაშინ… პლაჟზე
თუ ფრენა, მაშინ… უფრთებოდ
თუ ლაპარაკი, მაშინ… გააზრებული
თუ ოცნება, მაშინ… ლამაზი
თუ სიკვდილი, მაშინ… მიზნის მისაღწევად
თუ გამგზავრება, მაშინ… კუნძულზე
თუ ტანჯვა, მაშინ… სიყვარულისგან
თუ ფერი, მაშინ… იასამნისფერი
თუ წყენინება, მაშინ… ბოდიშის მოხდა
თუ ყვირილი, მაშინ… სიხარულისგან
თუ განაწყენება, მაშინ… საკუთარ თავზე

დღეს ჩემი ასო-ბგერაა “კ”

თუ დატოვებ კომენტარს ამ პოსტზე, მაშინ მიიღებ ასო-ბგერას (რომელიც მე უკვე მივიღე) და შენს ბლოგში დაწერ მინიმუმ 10 სიტყვას (შეიძლება მეტიც), რომელიც ამ ასო-ბგერაზე იწყება და ასე თუ ისე დაკავშირებულია შენთან და შენ ცხოვრებასთან 🙂 ან არ არის დაკავშირებული

1. კატა – ჩემი უსაყვარლესი ცხოველი
2. კომპიუტერი – ისევ შენელდა 😦
3. კინო – გადის ნეტავ რამე საინტერესო?
4. კრუასანი – შევჭამდი ეხლა რამდენიმეს…
5. კაბრიოლეტი – ეეჰ, მეყოლება როდესმე?
6. კოტეჯი – მინდა სადმე კუნძულზე
7. კალამბური – უბრალოდ ლამაზი სიტყვა
8. კოალა – რა სასაცილო და საყვარელია
9. კობალტი – ვიხიბლები ჭიქებითა და თეფშებით
10. კაფე – ძველ თბილისში
11. კოკა-კოლა – საყვარელი სასმელი
12. კაბა – სასწრაფოდ მჭირდება ახალი
13. კოზირი – ყოველთვის უნდა შემოინახო

ჩემი ვარიანტი

ჩასვი შენს ბლოგში და მარჯვნივ მიუწერე შენეული ვარიანტი 🙂

1. მე მეშინია – რომ სიყვარული გახუნდება 
2. მე ვსაუბრობ – ცოტას და თავშეკავებულად
3. მე ვფიქრობ – სამყაროს მარადიულობაზე
4. მე ვიცი – ჩემი ფასი
5. მე მიყვარს – სიმშვიდე, მყუდროება, თბილი გარემო…
6. მე არ მიყვარს – ხმაურიანი ადამიანები
7. მე მაცვია – ის, რაც მიხდება
8. მე ვისვენებ – ზაფხულში ზღვაზე
9. მე ვჩხუბობ – ძალიან იშვიათად
10. მე ვუსმენ – ქართულ ხმებს
11. მე მძინავს – 6-7 საათი
12. მე ვუყურებ – ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს
13. მე მიკვირს – რა სწრაფად გადის დრო
14. მე ვკითხულობ – სად მაქვს დრო?
15. ჩემი მასწავლებელი – საკვირველი ადამიანია… და იშვიათი
16. ცხოვრება არის – მშვენიერი
17. სიყვარული არის – ცხოვრებაზე მშვენიერი

რა მოვასწარი ცხოვრებაში

ჩასვი შენს ბლოგში და სხვა ფერით აღნიშნე ის, რისი გაკეთებაც უკვე მოასწარი ამ ცხოვრებაში

1. დაიბადე
2. სპეციალურად დაისერე სხეული
3. უგონოდ დათვერი და მერე არაფერი გახსოვდა
4. მშობლებს აპატიე
5. ბავშვი გაზარდე
6. განთიადს შეხვდი
7. თოვლის პაპა გააკეთე
8. მანქანას მართავდი მართვის მოწმობის გარეშე სიჩქარის გადაჭარბებით
9. ღმერთი ირწმუნე
10. გამოხვედი ხალხის წინაშე შენი ყველაზე გიჟური იდეით
11. გქონდა სექსი ღამით
12. ფეხებზე დაიკიდე მასწავლებელი / უფროსი / ბოსი
13. გატეხე სარკე
14. ქუჩაში აიყვანე უპატრონო კნუტი
15. იტირე მარტოობაში
16. გაილუმპე კოკისპირულ წვიმაში
17. იყიდე უკანასკნელი ფულით ძვირი ნაყინი
18. შეიყვარე
19. სიყვარულში გამოუტყდი
20. ლექსი დაწერე
21. მოხრობა დაწერე
22. რადიკალურად შეიცვალე თმის ვარცხნილობა
23. ტატუ გაიკეთე
24. პარიზში ისეირნე
25. ღამით სახლის სახურავზე იდექი
26. მთელი დღე საბნის ქვეშ იწექი და არ გამოხვედი
27. უცნობ ადამიანს აკოცე
28. ტალახში და თოვლში ამოიგანგლე
29. ნარკოტიკი გასინჯე
30. ქაღალდზე დაწერე შენთვის ყველაზე სასურველი ოცნება
Continue reading