თამარ სუბელიანი

 

ძალიან ჩამორჩენილი ვარ, არაფერი გამეგება თანამედროვე ტენდენციების.
ძველმოდური ვარ სიყვარულშიც და არც გასპარ ნოეს რომელიმე ფილმი მინახავს,
არჩევნებზე არ დავდივარ,
პოლიტიკოსები, მომღერლები, შოუ-მენები, ერთმანეთში მერევა
მოკლედ, ტრაკში ვარ.
9 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს, რადიოს ვუსმენ
იმ რადიოგადაცემებში ლაპარაკობენ ლიტერატურაზე
ლექციებზე ჩანაწერებს ვაკეთებ
კანი მეხორკლება, როცა ვინმე მიმითითებს, რომ აი ეს, კაბა, კაფკა თუ კამათის ასეთი სტილი მოდაში აღარაა
მოკლედ, გადაწყვიტეს ცხოვრების ინსტრუქცია მოეცათ
ამბობენ რომ ზედმეტად გულწრფელი ვარ
ამბობენ რომ შიგა მაქვს
ამბობენ რომ ფსიქიურად შეშლილი ვარ
ამბობენ რომ სუიციდური მიდრეკილებები მაქვს
მოკლედ, რატომღაც სამყაროს სხვა საქმე აღარ დარჩა, გარდა ჩემზე ლაპარაკისა
ისე ჩემს ბავშვობაში ერთი გადაცემა იყო, ერქვა ‘ამბობენ’
ერთხელ ალბათ დაიწყება მსოფლიოს ყველა არხზე ეგ გადაცემა
და ჩამოთვლიან რას ამბობენ ჩემზე
რადგან სამყაროს სხვა საქმე აღარ ექნება
და როგორც ენდი უორჰოლი ამბობდა (სხვათაშორის, ამ წამს მაცნობეს რომ აღარც ისაა მოდაში), მოვა დრო, როცა ყველანი 15 წუთით გავხდებით სახელგანთქმულები
და ასეცაა, დიახ, ვეთანხმები
თითო 15 წუთი ყველას გვეკუთვნის
ჩამოვსხდეთ მთელი ცხოვრება ტელეეკრანების წინ (ახლა ვეცდები გავიხსენო ტელევიზორის ჩართვა)
შევაჩერდეთ სხვის 15 წუთებს
და მერე გავიბღინძოთ ჩვენი 15 წუთი რომ დადგება
ამ წამს მაცნობეს ისიც, რომ თურმე შემიძლია ბევრად კაი ტიპი ვიყო
თუ ცოტა ხელოვნური გავხდები
თუ ასოთხმოც კილოს დავიკლებ
თუ ყველას უემოციოდ მივცემ, მათ შორის ვიგინდარებს, მით უმეტეს ვიგინდარებს
თუ სხვებს ვეტყვი რომ ყლეები არიან

აი, მე რას გეტყვით
ჩიტები აჟღურტულდნენ,
ცა ისე შეფერმკრთალდა, გული ჩერდება
მნიშვნელობა არ აქვს ტენდენციებს,
ხეები გაკვალულ გზაზე არ ივლიან…

© თამარ სუბელიანი

12698704_1098868380134131_1280990533018421823_o

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s