როგორ მოვიქცეთ კვირის ამა თუ იმ დღეს

Seven-Days-in-a-Week

ორშაბათი კარგი დროა ყველა იმ საქმის გასაკეთებლად, რაც წყალს უკავშირდება, მაგალითად, სახლის ძირფესვიანად დალაგება. ამ დღეს, ასევე, შეგიძლიათ, მოინახულოთ ახლო ნათესავები და დაიტვირთოთ მათგან დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით. შესაძლოა, ორშაბათს განმარტოებამ ცუდი შედეგი გამოიღოს – სევდა შემოგაწვეთ და ტირილამდეც კი მიხვიდეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ და არ შეარცხვინოთ ისინი. ამ დღეს ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.

სამშაბათი მარსის დღედაა მიჩნეული. იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ვერ ჰკიდებდით ხელს. გეკრძალებათ სიზარმაცე. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ადვილად აიყოლიებთ ტკბილი სიტყვით და თქვენს სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დროა, ოღონდ, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამ დღეს იმატებს გაღიზიანება. ამიტომ, უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას მოახმართ.

ოთხშაბათი მერკურის დღეა და საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ამ დღეს ახლობლებთან „მსუბუქად“ წაჭორავება სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან, დიდი შანსია, მოტყუვდეთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით. ოთხშაბათს არავითარ შემთხვევაში არ დაარიგოთ ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს. პირიქით, გაღიზიანდება და პროტესტს აგრესიით გამოხატავს. ოთხშაბათი საუკეთესოა ოჯახის წევრებთან ერთად სამხიარულოდ.

ხუთშაბათი იუპიტერის დღეა. კარგი დროა მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს. სასურველია ბავშვებთან სერიოზულ თემებზე საუბარი. დასახეთ მათთან ერთად სამომავლო გეგმები. საყვარელი ადამიანი კი, ამ დღეს მეტად გულახდილი იქნება. საერთოდ, ხუთშაბათს, ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათიც, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს და მომავალში დიდ ჩხუბსა და უთანხმოებაში გადაიზრდება. მაღალია წონაში მომატების ალბათობაც. ამიტომ, საკვები ზომიერად მიიღეთ.

პარასკევს ვენერა მართავს. ის სიყვარულისა და სილამაზის პლანეტადაა მიჩნეული. ამ დღეს ეცადეთ, სახლში სასიამოვნო გარემო შექმნათ. თუ საქმის კეთება გეზარებათ, სიზარმაცე გეპატიებათ. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. პარასკევს, შეგიძლიათ, დაივიწყოთ ზედმეტი კალორიები და ჭამოთ ის, რაც გსიამოვნებთ. ნუ დაიტვირთებით საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.

შაბათს სატურნი მართავს, რომელიც ზღუდავს ჩვენს სურვილებს და აბრკოლებს მათ ახდენას. არ გირჩევთ ამ დღეს გრძნობების აფიშირებას, ზედმეტ ლაპარაკს. ადვილად დაამარცხებთ მავნე ჩვევებს. შაბათს, შეგიძლიათ, მეუღლესა და შვილებს შეახსენოთ მოვალეობები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. კარგია სახლის დალაგება და საყიდლებზე სიარული. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება, მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.

კვირას არ დაიტვირთოთ სახლის საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარებთ. ასევე, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, გაერთოთ და დახარჯოთ ფული თქვენთვის სასურველი ნივთების შესაძენად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s