კოკო შანელი

7b652c8d1c06

1. „თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას“.

2. „ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ“.

3. „ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს“.

4. „ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ“.

5. „უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება“.

6. „ყოველდღე მე რაღაცას ვამარტივებ, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ“.

7. „ფეხებზე მკიდია, თუ რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ“.

8. „როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები“.

9. „დიადი ვნებები – მათაც სჭირდება გადატანა“.

10. „თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული“.

11. „ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია“.

12. „თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს არ გქონიათ , მაშინ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ“.

13. „დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი“.

14. „ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები“.

15. „თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად“.

16. „სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან“.

17. „ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას“.

18. „თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს“.

19. „ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია“.

20. „როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია“.

3 comments on “კოკო შანელი

  1. ეს ადამიანი მგონი ერთადერთია გლამურის სფეროდან, რომელსაც გენიოსად ვთვლი და საერთოდაც მიმაჩნია, რომ დიდი პიროვნებაა არა მხოლოდ იმიტომ , რაც მოდის სფეროში აკეთა და ამის დასტური ეს ,მისი გამონათქვამებია. განსაკუთრებულად მომეწონა 1,4,5,6,9,11,12,13,15,17,19,21🙂

  2. ,,მოდას მისდევს ის,ვისაც გემოვნება არ აქვს” ესე შანელის სიტყვებია

  3. ,,მოდას მისდევს ის,ვსაც გემოვნება არ აქვს” ესეც შანელის სიტყვებია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s