ცნობილი ბრენდების სახელების წარმომავლობა

Yandex – წარმოშობილია სიტყვებიდან: Yet Another Indexer (კიდევ ერთი ინდექსატორი)

Adidas – კომპანიის დამაარსებლის Adi (Adolf) Dasler საპატივსაცემოდ

Adobe – მდინარე Adobe Creek-ის სახელის მიხედვით, რომელიც მიედინებოდა კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის ჯონ ვორნოკის სახლის უკან. კომპანია შეიქმნა 1982 წელს, როდესაც კომპანია Xerox-ის ორი პროგრამისტი ჯონ ვორნოკი და ჩარლზ გეშკე წამოვიდნენ სამსახურიდან და ჩამოაყალიბეს ახალი ფირმა Adobe Systems.

Apple – ვაშლი – არაოფიციალური ვერსიით კომპანიის დამაარსებლის სტივ ჯობსის საყვარელი ხილი. თავისი ახალი ბიზნესის სახელის მოსაფიქრებლად 3 თვის ძებნის შემდეგ ჯობსმა თავის პარტნიორებს უთხრა, რომ კომპანიას ვაშლს დაარქმევდა, თუ 5 საათისთვის ისინი უკეთეს სახელს ვერ მოიფიქრებდნენ. Apple Macintosh – არის ვაშლის ჯიში, რომელიც მაშინ იყიდებოდა აშშ-ში. ოფიციალური ვერსიით სტივ ჯობსს ძალიან უყვარდა მედიტაცია თავის ვაშლის ბაღში, საიდანაც წამოვიდა ეს სახელი.

Google – სახელწოდება წარმოიქმნა სიტყვიდან Googol, რომელიც ნიშნავს ერთიანს 100 ნულით. იგი ეწერა ჩეკზე, რომელიც პირველმა ინვესტორმა გადასცა კომპანიის დამაარსებლებს. ეს არის კომპანიის მეორე სახელი. თავიდან მას ერქვა BacRub.

HP (Hewlett-Packard) – კომპანიის დამაარსებლებმა Bill Hewlett-მა და Dave Packard-მა მონეტა ააგდეს, რომ გადაეწყვიტათ, ვისი სახელი იქნებოდა სახელწოდებაში პირველი. როგორც ხედავთ, ბილმა გაიმარჯვა.

Intel – კომპანიის დამაარსებლებს ბობ ნოისს და გორდონ მურმს სურდათ, რომ თავიანთი კომპანიისთვის დაერქმიათ Moore Noyce, მაგრამ იმ დროისთვის უკვე არსებობდა სასტუმროების ქსელი ასეთი სახელით. ამიტომ მათ აირჩიეს შემოკლება სიტყვებიდან: INTegrated ELectronics (ინტეგრირებული ელექტრონიკა)

Kodak – ასო „K“ კომპანიის დამაარსებლის ჯორჯ ისტმენის საყვარელი ასოა. იგი ეძებდა სიტყვას, რომელიც დაიწყებოდა და დამთავრდებოდა K-თი. მითუმეტეს, რომ ეს ასო ყველა ალფავიტში ერთნაირდა იწერება. ბოლოს მან აირჩია „Kodak“. მისი თქმით, ფოტოაპარატი გადაღებისას სწორედ ასეთ ხმას გამოსცემს.

LG – თავიდან იყო ორი ცალკეული ორგანიზაცია: კოსმეტიკური კომპანია Lucky Chemical Industrial (1947 წლიდან) და რადიოელექტრონული ქარხანა Goldstar (1958 წლიდან). ამ ორი კომპანიის გაერთიანებით შეიქმნა ახალი კომპანია Lucky Goldstar, რომელსაც1995 წლიდან ეწოდა LG Electorics.

Mitsubishi – სახელწოდება მოიფიქრა კომპანიის დამაარსებელმა იატარო ივასაკიმ 1870 წელს. იაპონურად mitsu ნიშნავს სამს, ხოლო hishi – რომბს (ბრილიანტს). ასო „b“ გაჩნდა არა შეცდომის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხშირად იაპონელები სიტყვის შიგნით ასო „h“-ს წარმოთქვამენ, როგორც „b“. ხოლო ლოგოტიპად მოგვევლინა სამყურა, რადგან სწორედ ის იყო კომპანიის დამაარსებლის ოჯახის გერბი

Nike – სახელწოდება მოდის არა ინგლისური სიტყვიდან, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ, როგორც „ნაიკი“, არამედ ბერძნულ მითოლოგიაში გამარჯვების ქალღმერთის სახელიდან „ნიკე“ – „Nike“. თავიდან კომპანიას ერქვა Blue Ribbon Sports. სახელი Nike ეწოდა 1978 წელს.

Nokia – თავიდან კომპანია წარმოიშვა, როგორც ხის გადამამუშავებელი ქარხანა, შემდეგ გაფართოვდა რეზინის ნაწარმის დამზადებამდე. სახელი ნოკია დაერქვა მას შემდეგ, რაც კომპანია გადავიდა ფინეთის ქალაქ ნოკიაში და განლაგდა მდინარე ნოკიანვირტას ნაპირას. თვითონ სიტყვა „ნოკია“ ფინურად ნიშნავს მუქ-ბეწვიან ცხოველს.

Reebok – პატარა და სწრაფი აფრიკული ანტილოპას სახელია

Samsung – კორეულად ნიშნავს „სამი ვარსკვლავი“

Subaru – კომპანიას უწოდეს პლეადას თანავარსკვლავედის სახელი, რომელიც ასევე გამოსახულია მის ლოგოტიპზე. ბერძნულად მას ეწოდება „შვიდი და“. სიტყვასიტყვით „Subaru“ ითარგმნება როგორც „Объединяться в одно целое“.

Yahoo – ეს სიტყვა მოიფიქრა ჯონათან სვიფტმა წიგნში „გულივერის მოგზაურობა“. ასე ერქვათ ამაზრზენ ადამიანებს, რომლებიც ყველას თავიდან იცილებდნენ. კომპანიის დამაარსებლებმა ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ იმიტომ აირჩიეს ეს სახელი, რომ თავიანთ თავებს ხუმრობით Yahoo-ებს უწოდებდნენ. ინგლისურიდან თარგმანში ეს სიტყვა ნიშნავს ემოციების ჭქარბად გამოვლენას, სიხარულის შეძახილს. თუმცა, ახლა სახელწოდება იშიფრება როგორც: Yet Another Hierarchical Officious Oracle

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s