Blythe doll თოჯინები

Blythe-ის თოჯინა, ჩემი აზრით, ეს არის საოცრება.

როგორ შეიძლება არ მოგეწონოთ ის? თან ისეთი მრავალსახოვანია, ისეთი მრავალნაირი, სხვადასხვა ტანსაცმლითა და აქსესუარებით. მაგრამ ყოველთვის მოწყენილი, სევდიანი თვალებით…

პირველი თოჯინა 1972 წელს ჩიკაგოში (ილინოისის შტატი, აშშ) გამოუშვა კომპანია “კენერმა”. თოჯინები ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ბავშვებს არ მოსწონდათ ისინი, თოჯინებს უცნაურად მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ეშინოდათ კიდეც. ამიტომ იმავე წელს გამოშვება შეწყდა. მხოლოს 2001 წელს კომპანია “ტაკარამ” განაახლა Blythe-ის თოჯინების წარმოება იაპონიაში.

თოჯინის დაბადების დღედ (უფრო სწორად, მეორედ დაბადების) ითვლება 2001 წლის 23 ივნისი. ამ დღეს “Takara” -მ გამოუშვა 1000 ცალი თოჯინა “Parco”, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაქრა მაღაზიის დახლებიდან. ამის შემდეგ ყოველი წლის 23 ივნისს “Takara” უშვებს საიუბილეო თოჯინას, რომელიც გამოირჩევა შედარებით რთული და საინტერესო კონსტრუქციით.

Blythe-ის თოჯინა გამოირჩევა იმით, რომ აქვს შედარებით დიდი თავი ტანთან შედარებით, მისი თვალები იცვლის ფერს და მოძრაობს, ასევე იცვლება მზერის მიმართულებაც.

2001 წლიდან მოყოლებული კომპანია “Takara”-მ დღემდე გამოუშვა 150 სახეობის თოჯინა. თითოეულ მათგანს აქვს თავისი “ისტორია”. Blythe -ს არ ყავს მშობლები, ძმა, მეგობარი ბიჭი. მას აქვს უამრავი პროფესია, ყავს შინაური ცხოველები, უყვარს სპორტული თამაშები, მაღაზიებში ხეტიალი, პლაჟზე ნებივრობა, წვეულებეზე გართობა, სამსახურში სიარული, სხვადასხვა თამაშები.

Blythe-ის თოჯინები Amazon.com-ზეც იყიდება. არჩევანი დიდია.
ესეც ნიმუშები თავისი ფასებით! (კლებადობით)

1230 $

779 $

532 $

525 $

524 $

419 $

399 $

399 $

398 $

380 $

369 $

365 $

349 $

325 $

314 $

310 $

299 $

294 $

262 $

240,55 $

229,95 $

207 $

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s