ცხოვრების 45 გაკვეთილი

1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგია.
2. თუ ეჭვი შეგაქვს რამეში, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგი წინ.
3. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ის სიძულვილში გაატარო.
4. როცა ავად ხარ, ახლობლები და მეგობრები მოგხედავენ და არა სამსახური. ამიტომ მოუფრთხილდი ამ ურთიერთობებს.
5. არ დაიტოვო ვალი, ყოველთვის გადაიხადე ის.
6. არ არის აუცილებელი ყველა კამათიდან გამარჯვებული გამოხვიდე. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო.
7. იტირე ვინმესთან ერთად. ეს უფრო გიშველის, ვიდრე მარტოობაში ტირილი.
8. ღმერთზე გაბრაზება დასაშვებია. ის გაგიგებს შენ.
9. პირველივე ხელფასიდან შეაგროვე ფული მომავლისთვის.
10. როდესაც საქმე შოკოლადს ეხება, აქ წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.
11. შეურიგდი შენს წარსულს, რომ ახლანდელი არ გაგიფუჭოს.
12. შენი შვილების თანდასწრებით თამამად შეგიძლია იტირო.
13. არასდროს შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს რას გრძნობენ ისინი სინამდვილეში.
14. თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, მაშინ არასდროს მიიღო მასში მონაწილეობა.
15. ყველაფერი წამიერად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულო, ღმერთს არაფერი გამორჩება.
16. ღრმად ჩაისუნთქე. ეს ფიქრებს ამშვიდებს.
17. გათავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ვერ დაარქმევ სასარგებლოს, ლამაზს ან სასაცილოს.
18. რაც არ გკლავს, ძლიერს გხდის.
19. არასდროს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა. მხოლოდ, ეს მეორე ბავშვობა მთლიანად შენზეა დამოკიდებული.
20. როდესაც დგება დრო, გაყვე იმას, რაც ნამდვილად გიყვარს ამ ცხოვრებაში, არ თქვა უარი.
21. აანთე სანთლები, იხმარე კარგი თეთრეული, ლამაზი საცვლები. არაფერი შეინახო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. დღეს არის ეს განსაკუთრებული შემთხვევა.
22. ყველაფრისთვის მოემზადე მაქსიმალურად, მერე რაც მოხდება, მოხდეს.
23. ახლა, ამწუთას იყავი ექსცენტრიული. ნუ დაელოდები სიბერეს, რომ კაშკაშა წითელი სამოსი ჩაიცვა.
24. ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო სექსში – ეს ტვინია.
25. არავინ შენს გარდა, პასუხს არ აგებს შენს ბედნიერებაზე.
26. ყოველი, ასე ვთქვათ, კატასტროფის შემდეგ დასვი კითხვა: მნიშვნელოვანი იქნება ეს 5 წლის შემდეგ?
27. ყოველთვის არჩიე სიცოცხლე.
28. ყველას ყველაფერი აპატიე.
29. შენ არ უნდა გაღელვებდეს ის, რასაც სხვები ფიქრობენ შენზე.
30. დრო თითქმის ყველაფერს კურნავს. მიეცი დროს დრო.
31. არა აქვს მნიშვნელობა ცუდი სიტუაციაა თუ კარგი – ის მაინც შეიცვლება.
32. შენ თავს სერიოზულად ნუ მიიღებ. არავინ ამას არ აკეთებს.
33. გჯეროდეს საოცრებების.
34. ღმერთს უყვარხარ იმიტომ, რომ ის ღმერთია და არა იმიტომ, რომ რაღაც გააკეთე ან არ გააკეთე.
35. არ არის საჭირო ცხოვრების გამოკვლევა. შენ ჩნდები მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც ასწრებ.
36. დაბერება უფრო ხელსაყრელი ალტერნატივაა, ვიდრე ახალგაზრდობაში სიკვდილი.
37. შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ.
38. ის, რომ შენ განიცადე სიყვარულის გრძნობა, საბოლოოდ ერთადერთია, რასაც აზრი აქვს.
39. ყოველ დღე გამოდი სასეირნოდ. საოცრებები ყველგან ხდება.
40. თუ ერთად მოვაგროვებთ ყველა ჩვენს პრობლემას და შევადარებთ სხვებს, მაშინვე უკან წავიღებთ მათ.
41. შური – დროის ტყუილი ფლანგვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გჭირდება.
42. მაგრამ მაინც ყველაზე კარგია, როცა უკეთესს ელი.
43. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში.
44. დაუთმე.
45. თუმც ცხოვრება არ არის ლამაზი ბაბთით შეკრული, ის მაინც საჩუქარია.

რეგინა ბრეტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s