“შეშლილის ტირადა”

ამაღამ შობაა.

ფანჯრიდან თუ გაიხედავთ, დაინახავთ სახლებს, ხეებს, მთებს, ზემოთ ღრუბლებს და ცას; ქვემოთ ხალხს და მანქანებს. ასეა პირდაპირ, მარცხნივ და მარჯვნივ. სახლის სახურავზე ლანდები მოძრაობენ. უფრო მაღლა – მოჩვენებები. კიდევ უფრო მაღლა…

“ვიცი! რომ სძულდე – უნდა გიყვარდეს და რომ უყვარდე – უნდა დასცინო”

ფანჯარასთან, ცოტა ქვემოთ კიდია კალათა, რკინის. შიგ ცარიელი ბოთლები აწყვია. მტრედები დაბორიალობენ და რაღაცებს ეძებენ. წვეთები ეცემა რკინის მოაჯირს, აქა-იქ. გაუგებარია, წვიმს თუ … 

“ვეღარ  გავიგე,  რატომ  მოვედით:  ის – ორისა  და  ორის  სხვაობა!  მე – არამზადა  უსათნოესი!  თქვენ – დიდებული  არარაობა!”

ცა აღარ ჩანს. ბინდდება. აღარც მთები ჩანს. სახლებში კი სინათლეები ციმციმებენ – ფანჯრებში, ზოგან ნაძვის ხეები. ზოგან კი ჭაღები…

“დედაო მიწავ,  თუმცა  გიცნობდი – მაინც  მიყვარდა  ყოფნის შავეთი…
ო, მაპატიე,  რომ არ ვიცოდი – რატომ მოველ და რატომ წავედი!”
…………………………………………………………………………………………….
“დიდი ხანია,  ქაოსში  ცივა და მომაკვდავ  მზის  მზერით  იღლები.  გარდაცვლილ დღეებს იგონებ ხშირად  და  გიდნებიან  თოვლის  ნიღბები.  წარსულს  ტყუილად ეთამამები, გაწყვეტილია დროის სპირალი.
აღარც  მზეები, აღარც  ვარდები და აღარც ვინმე დასატირალი!
ფარფატებ, ხმელი ფოთოლი  ვითარც  და  დარჩენილი წამები გადის.  
ეჰ, იქნებ მაინც მოვიდეს ვიღაც  და საფეთქელზე შეგეხოს ბაგით.  
მერე თქვან, იყო  პოეტი ქალი, ღვთაებრივი და მეფურ იერის,
მას ეშინოდა გატეხილ  ქნარის და სასთუმალთან  ესხდნენ იები…”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s