ელეგია

როდესაც ვხედავ თეთრ სამოსში
გახვეულ მწვერვალს,
მე უცაბედად მავიწყდება, რომ ეს მთებია.
შენ კი მირეკავ, მეუბნები,
“…ნახვა მსურს შენი!..”
და თოვს…
ფიფქებიც სიზმრებივით ჩემში რჩებიან.
როდესაც ვუსმენ, როგორ მღერის
თოვლი ნაძვებზე,
ასე მგონია, ჩემს ოთახში სიჩუმეც ფიქრობს.
და მწვერვალებზე, მარადიულ
ყინულებს შორის,
მზე, როგორც დისკო ჩამავალი,
ჩირაღდნებს იქრობს.
წუხელ დარეკა ტელეფონმა და მეც წამოვხტი,
“ის არის!.. თუმცა… არ იქნება, ღამეა ახლა!”
ფარდა გავწიე, გაიბრწყინა თოვლმა საოცრად
და მანქანების შუქთან ერთად უეცრად ჩაქრა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s