ადამიანსა და ღმერთს შორის არსებობს ერთი კავშირი – რწმენა

18 ოქტომბერს გამოქვეყნებული პოსტის: არსებობს თუ არა ბოროტება? მეორე, ალტერნატიული ვარიანტი.

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში კითხვა დაუსვა ერთ სტუდენტს.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ეშმაკი?
სტუდენტი: არა.
პროფესორი: მართალია. მაშინ მიპასუხე, არსებობს თუ არა დედამიწაზე ბოროტება?
სტუდენტი:  დიახ.
პროფესორი: ბოროტება ყველგანაა, ხომ მართალია? და ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ასეა?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: და ვინ შექმნა ბოროტება?
სტუდენტი: …
პროფესორი: პლანეტაზე არსებობს სიმახინჯე, ავადმყოფობა, უვიცობა, კადნიერება. ეს ყველაფერი არსებობს, ხომ მართალია?
სტუდენტი: დიახ, სერ.
პროფესორი: ვინ შექმნა ისინი?
სტუდენტი: …
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 გრძნობა იმისთვის, რომ გამოიკვლიოს სამყარო. მითხარი, შვილო, შენ გინახავს ოდესმე ღმერთი?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: გაგიგია მისი ხმა?
სტუდენტი: არა, სერ.
პროფესორი: შეგიგრძვნია ოდესმე? გაგისინჯავს მისი გემო? გიყნოსია?
სტუდენტი: ვშიშობ, რომ არა, სერ.
პროფესორი: და შენ მაინც გჯერა მისი?
სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებას შეუძლია განაცხადოს, რომ ღმერთი არ არსებობს. შეგიძლია რაიმეთი შეეწინააღმდეგო ამ განაცხადს?
სტუდენტი: არა, პროფესორო, მე მაქვს მხოლოდ რწმენა.
პროფესორი: სწორედაც! რწმენა – ეს არის მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: პროფესორო, სიცივე არსებობს?
პროფესორი: ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ არასდროს შეგცივნია?
(სტუდენტებს ახალგაზრდას კითხვაზე გაეცინათ)
სტუდენტი: სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე, ის, რაც ჩვენ სიცივედ მიგვაჩნია, სინამდვილეში არის სითბოს არარსებობა. ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ იმაზე, აქვს და გადასცემს თუ არა ის ენერგიას. აბსოლუტური ნული (–273°C) არის სითბოს სრული არარსებობა. მთელი მატერია ხდება ინერტული და არ შეუძლია რეაგირება ამ ტემპერატურაზე. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა იმისთვის, რომ აღვწეროთ, რას ვგრძნობთ სითბოს არქონის დროს.
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა).
სტუდენტი: პროფესორო, სიბნელე არსებობს?
პროფესორი: რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე?!
სტუდენტი: თქვენ ისევ არ ხართ მართალი, სერ. სიბნელე აგრეთვე არ არსებობს. ის სინამდვილეში სინათლის არარსებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ სიბნელე – ვერა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ დავშალოთ თეთრი სინათლე მრავალნაირ ფერებად და შევისწავლოთ თითოეული ფერის ტალღის სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ სიბნელე. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია შეიჭრეს სიბნელის სამყაროში და გაანათოს ის. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, რა დონეზე ბნელია ესა თუ ის სივრცე? ამისთვის თქვენ ზომავთ ამ სივრცეში სინათლის ოდენობას. ასე არ არის? სიბნელე ეს არის ცნება, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება, როცა არ არსებობს სინათლე.
სტუდენტი: ახლა კი მითხარით, პროფესორო, სიკვდილი არსებობს?
პროფესორი: რა თქმა უნდა. არსებობს სიცოცხლე და არსებობს სიკვიდილი – მისი მეორე მხარე.
სტუდენტი: თქვენ ისევ არ ხართ მართალი, პროფესორო. სიკვდილი ეს სიცოცხლის მეორე მხარე კი არ არის, არამედ მისი არარსებობაა. თქვენს სამეცნიერო თეორიაში სერიოზული ბზარი გაჩნდა.
პროფესორი: რას გულისხმობთ?
სტუდენტი: პროფესორო, თქვენ ასწავლით სტუდენტებს, რომ ჩვენ ყველანი მაიმუნებისგან წარმოვიშვით. დაკვირვებიხართ კი ევოლუციას საკუთარი თვალებით? ეს პროცესი არავის უნახავს, ესე იგი თქვენ მოძღვარი უფრო ხართ, ვიდრე მეცნიერი.
(აუდიტორიაში სიცილი გაისმა)
სტუდენტი: ახლა კი მითხარით, ამ კლასში არის ვინმე, ვისაც უნახავს პროფესორის ტვინი? მოუსმენია მისთვის, უყნოსია ან ხელით შეხებია?
(სტუდენტები სიცილს განაგრძობდნენ)
სტუდენტი: როგორც ჩანს, არავინ. მაშინ, მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პროფესორს არ აქვს ტვინი. მაშ, ამის მერე როგორ-ღა ვენდოთ თქვენს ნათქვამს, პროფესორო?
(აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოწვა)
პროფესორი: ვფიქრობ, თქვენ უბრალოდ უნდა დამიჯეროთ.
სტუდენტი: სწორედაც, რომ! ადამიანსა და ღმერთს შორის მხოლოდ ერთი კავშირია – რწმენა.

ეს სტუდენტი გახლდათ ალბერტ აინშტაინი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s