ჩემი საყვარელი სერიალები

21-ე საუკუნე წარმოგიდგენიათ სერიალების გარეშე?
მე ვერა!
ჰოდა, გადავწყვიტე, მეც დავაფიქსირო ჩემი საყვარელი სერიალები.
მაშ, ასე:

პირველი სამეული (რომლებიც ძალიან, ძალიან ძალიან მომწონს):

ზღვარი – Fringe – «Imagine the Impossibilities»

ეს სერიალი არის ფანტასტიკის ჟანრის, პარალელურ სამყაროებსა და დროში მოგზაურობაზე.

ექიმი ჰაუსი – House M.D. – «Everybody lies»

ეს სერიალი ალბათ ყველამ იცის, ამიტომ არაფერს დავწერ მასზე🙂

24 საათი – 24 – «The most wanted dead man alive»

ერთ-ერთი საუკეთესო სერიალი თავს ჟანრში.

მეორე სამეული (რომლებიც ძალიან, ძალიან მომწონს):

დექსტერი – Dexter – «Takes life. Seriously.»

სერიალი მანიაკ მკვლელზე

ექიმი ვინ? – Doctor Who – «It’s almost time… but not yet.»

ისევ ფანტასტიკის ჟანრი. დროის მანქანით მოგზაურება სხვადასხვა პლანეტებზე და სხვადასხვა დროში

ტორჩვუდი – Torchwood – «The 21st century is when it all changes»

Doctor Who-ს განშტოება. უცხოპლანეტელები და ასე შემდეგ.

მესამე სამეული (რომლებიც ძალიან მომწონს):

სასოწარკვეთილი დიასახლისები – Desperate Houswives – «Secrets. Romance. Murder. All On One Street.»

ეს სერიალიც ალბათ ყველასთვის ცნობილია, ცნობილ დიასახლისებზე. დეტექტივი, კომედია, იდუმალება, ხალისი …

სმოლვილი – Smallville – «Before he was Superman, he was just a boy with extraordinary abilities»

ესეც ფანტასტიკა. სუპერმენი. უცხოპლანეტელები და დედამიწის გადარჩენა.

ვამპირის დღიურები – Vampire diaries – «Love sucks»

სერიალი ვამპირებზე. ლამაზი სიყვარულის ისტორია.

მეოთხე სამეული (რომლებიც უბრალოდ მომწონს):

ზებუნებრივი – Supernatral – «Scary Just Got Sexy»

კიდევ ერთი ფანტასტიკა. დემონები, ანგელოზები, მისტიკური არსებები.

ჰეივენი – Haven – «It takes a village to hide a secret.»

კანადური სერიალი ფანტასტიკის ჟანრის. უცნაურ ქალაქზე, სადაც უცნაური ამბები ხდება.

საცავი 13 – Warehouse 13 – “The inexplicable is the address”

ძალიან ხალისიანი, მსუბუქი, კომედიური ჟანრის სერიალი რაღა თქმა უნდა, ფანტასტიკის ჟანრის. უცნაური, არადედამიწური წარმოშობის ნივთების საცავი🙂

დაბოლოს მინდა აღვნიშნო ერთი პატარა მინი სერიალი “შერლოკი”, რომელიც პრინციპში სერიალიც არ არის, რადგან პირველ სეზონში სულ 3 სერიაა (საათნახევრიანი) და მეორე სეზონშიც (რომელიც 2012 წლის იანვარში გამოვა) 3 სერია იქნება, მაგრამ იმდენად მომეწონა, რომ აუცილებლად უნდა დაიკავოს აქ თავისი საპატიო ადგილი. ის არ შედის არც ერთ სამეულში🙂

შერლოკი – Sherlock – «A new sleuth for the 21st Century»

4 comments on “ჩემი საყვარელი სერიალები

  1. ერთი ძაან მაგარი გამოგრჩა Hart of Dixie მგონი მოგეწონება😀

    • არ გამიგია ეგ სერიალი და გადმოვიწერ, აბა, დიდი მადლობა🙂

  2. და შენ შერკლოკი უბრალოდ მოგგწონს? აქ რაც არის ჩამოთვლილი ყველაზე მაგარია

    • უბრალოდ მომწონს? რა თქმა უნდა, არა🙂 თუ პოსტს დააკვირდები, პირიქით, „შერლოკი“ საგანგებოდ მაქვს გამოყოფილი: “…..დაბოლოს მინდა აღვნიშნო ერთი პატარა მინი სერიალი “შერლოკი”……………. იმდენად მომეწონა, რომ აუცილებლად უნდა დაიკავოს აქ თავისი საპატიო ადგილი. ის არ შედის არც ერთ სამეულში“….. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს სერიალი ნამდვილად ყველა დანარჩენს სჯობს, თუმცა, ეს ძველი პოსტია ძალიან და ახლა ყველაფერი შეიცვალა. მაგალითად ის, რომ ჩემი საყვარელი სერიალების სიაში საპატიო პირველი ადგილი „შერლოკის“ მერე უჭირავს სერიალს: „Breaking Bad“-ს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s