ჰოროსკოპი

თხის რქა

22 დეკემბერი – 19 იანვარი
ზოდიაქოს მე-10 ნიშანი
მიწის მე-3 ნიშანი

მმართველი პლანეტა: სატურნი.
ბედნიერი რიცხვი: 8 და ყველა, რაც 8-ზე იყოფა.
ასტროლოგიური სიმბოლო: ვაცი.
ასტროლოგიური ფერები: შავი, მუქი ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი, ღია ყვითელი.
ასტროლოგიური თვლები: ფირუზი, დილაქვა, ონიქსი, მთვარის ბროლი.

თხის რქა განაგებს ჰოროსკოპის მე-10 სახლს! წარმატების სახლს!

თხის რქის მმართველმა პლანეტამ – სატურნმა ინგლისურ ენას შემატა ახალი სიტყვა – სატურნელი, რაც ნიშნავს მოქუფრულს, ტყვიისფერს. მისი მნიშვნელობაა: დუნე, ინერტული, მოღუშული. ყველა ასტროლოგს მიაჩნია, რომ თხის რქის ნიშანი მამაკაცის ყველაზე ზუსტი დახასიათებაა. იგი მუდამ სევდიანია და მელანქოლიაშიც ვარდება.

გარგნულად თხის რქა რბილი და უწყინარი ჩანს, მაგრამ მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. მას იშვიათად აკმაყოფილებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია და სულ რაღაც ექსტრაორდინარულის მიღწევას ლამობს. ეს მისი მოვალეობაა. არც გაემტყუნება! ის ხომ ჰოროსკოპის 10-ე სახლს განაგებს! წარმატების სახლს! ეს მიწის ნიშანი ხომ გულისხმობს: ზეპრაქტიკულობას, დიდ დისციპლინასა და ამ ქვეყანაზე მიწიერ შეხედულებას! ყოველივე ეს ერთად აღებული მას მეტოქეების წინაშე დიდ უპირატესობას ანიჭებს.

დაიხ, მას ყველა ეს თვისება ახასიათებს, მაგრამ, თურმე, თხის რქა არ ტკბება ამით, როგორც მის ადგილას სხვა. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ თხის რქას მარტოობისაკენ აქვს მიდრეკილება. ბავშობაში იგი მორცხვია და მუდამ ცალკე თამაშობს. სკოლაში თხის რქის ნიშნიანები თავდადებით სწავლობენ და მუდამ ფრიადოსნები არიან. სიჭაბუკეში ისინი მორჩილი, ცოტა ზოზინა მუშაკები არიან, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან უფროსის ადგილის დაკავებას. თხის რქა – აბსოლუტური რეალისტია.

თხის რქის ბედნიერება მუყაით შრომაშია. იგი ზოდიაქოს ძირითადი მატერიალისტური ნიშანია და მისი სიმბოლოს – ვაცის – მსგავსად, დარწმუნებული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში, რომლითაც სასურველი მიზნისაკენ მიდის. ყოველი დაბადების დღე დასახულ მწვერვალს უნდა უახლოვდებოდეს, თორემ გულჩათხრობილი და მოღუშული გახდება. თხის რქა ფუქსავატობას ვერ იტანს. მას არ აღელვებს, სხვები ამჩნევენ თუ არა მის ღირსებებეს, უამისოდაც დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე. ვაცისთვის მთავარია მწვერვალზე აცოცდეს, სიჯიუტით, ამტანობითა და პატივმოყვარეობით გადალახოს წინააღმდეგობა.

ასტროლოგებმა სატურნს, თხის რქის მმართველ პლანეტას, ზეციური მასწავლებელი უწოდეს. თხის რქას ყოველთვის უნდა ჰყავდეს ისეთი ვინმე, ვინც გამუდმებით უმეორებს: „თავი ასწიე, ცხოვრება არც ისე ცუდია, როგორც შენ გგონია“. თხის რქა მთელი სიცოცხლე ებრძვის დეპრესიას და ნეგატივიზმს, მაგრამ სხვებს როდი აგრძნობინებს ამას. იგი არ არღვევს თავის მკაცრ წესრიგს.

მაგრამ განა იმის თქმა მინდა, რომ თხის რქას საერთოდ არ გააჩნია ხასიათის ნათელი მხარე? პირიქით. თხის რქის მღალგანვითარებულ, მომწიფებულ ტიპებს საგანთა სიღრმეში წვდომის უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, რომ ყველა მათსავით სევდიანი როდია, ამიტომ ცდილობენ გულღიაობაში, ხალისიანობაში აყვნენ სხვებს. თხის რქა ცდილობს, რომ მის ირგვლივ იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხის კომპანია, რათა მისი კონსერვატული განწყობილება გააქარწყლოს.

თხის რქამ უნდა დაძლიოს სულიერი დაცემისაკენ მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ამქვეყნად არაფერია მუდმივი, რომ ყველაფერი იცვლება, ზოგჯერ უკეთესობისაკენაც კი. ვარსკვლავები თხის რქას მაინც მიიყვანენ მის პატივმოყვრულ მიზნამდე, რადგანაც ეს მათი, მე-10 სახლის დანიშნულებაა. ამასობაში იგი გულხელდაკრეფილი არ უნდა იჯდეს, პირიქით, უნდა გამხნევდეს, ცხოვრებას ლაღად უყუროს და ბოლომდე იბრძოლოს.

ფსიქოსექსუალური დახასიათება

სატურნის გავლენით თხის რქა სექსუალურად მორცხვია და თავდაჭერილი. სატურნი ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს პირველ ციკლს 29,5 წელს ასრულებს, თხის რქაც მას გავს.

თხის რქის სექსუალური ცხოვრება სამ პერიოდად შეიძლება დაიყოს. პირველი პერიოდია სიჭაბუკის წლები. ამ დროს თხის რქა ძალიან თავდაჭერილია სექსში და სწავლაზე და პროფესიაზე ზრუნვას არჩევს. კირჩხიბის მსგავსად, თხის რქაც ძალიან მორცხვია, მაგრამ მათი მშვიდი გარეგნობა ძლიერ განცდებს მალავს. მათი განცდები ისე აშკარა და თავისუფალი არ არის, როგორც მორიელის. იგი ფარული და შენიღბულია. თხის რქის მისწრაფებებს მისი სიყვარულის საგანი არ არეგულირებს. თხის რქა მიწის ნიშანია, მისი სურვილები რეალური და პრაქტიკულია.

ბავშვობაში თხის რქა ხშირად ღრმა დეპრესიას განიცდის, მას ეჩვენება, რომ არასრულფასოვანია, სხვებისგან გარიყული, რომ არავის სჭირდება.

თხის რქის “მე” დიდი ენერგიის პატრონია – იგი ხომ წარმატების სახლს განაგებს. ხშირად თრგუნავს სექსუალურ სურვილებს, სანამ სწავლას არ დაამთავრებს და ფეხზე არ დადგება.

ადრეულ პერიოდში ჭაბუკი თხის რქა მთელ თავის რომანტიკულ ინტერესებს იმით იკმაყოფილებს, რომ კვირაში ერთხელ მიდის კინოში, სადაც შეყვარებულის ხელის ხელში აღებასაც ვერ ბედავს.

ქალიშვილი თხის რქა ამ პერიოდში, ჩვეულებრივ, თავს ნებას აძლევს იყოლიოს ერთი-ორი წესიერი თაყვანისმცემელი, რომლებიც ამავე დროს, მშობლების მიერ არიან მოწონებული. ჩვეულებრივ, თხის რქის ცხოვრების ეს პერიოდი იმით მთავრდება, რომ ანგარიშით ქორწინდება, რაც საქმიანი მიზნების მიღწევას ემსახურება.

მეორე პერიოდში, დაახლოებით 30 წლიდან იგი რაღაც წარმატებას აღწევს და მაშინ უკვე თავის თავში მეტად დარწმუნებული, სექსის სფეროში ექსპერიმენტებს იწყებს.

იმის შიშით, რომ ისედაც ბევრი დრო დაკარგა, თხის რქა ცდილობს დაეწიოს თავის ასრტოლოგიურ დებს და ძმებს და მართლაც რომ ხელიდან მიდის. მამაკაცი თხის რქა დაჯილდოებულია ვერძის დახვეწილი მანერებით და ტყუპების სექსუალური დინამიზმით. იგი ფინანსურ სამყაროში თავს მშვიდად გრძნობს. ყველაფრის ფასი იცის. სასიყვარულო კავშირსაც ფულისა და გავლენიანობის პოზიციიდან უდგება.

თხის რქას არ ეხერხება ლამაზი სიყვარულის გათამაშება, არც პირფერობა, თუმცა საიმისო ჭკუა კი აქვს, რომ როგორღაც გააფორმოს თავისი ინტერესი, მაგალითად, სატრფოს გაუგზავნოს ყვავილები, თეატრის ბილეთები. საყვარელ ქალთან ურთიერთობაში უფრო თავის მდგომარეობისა და ღირსების იმედად არის. მიაჩნია, რომ ამით მის კეთილგანწყობას მოიპოვებს. ისევე ცდილობს ქალის დაპყრობას, როგორც სამსახურში დაწინაურებას. თხის რქა მამაკაცი, თუ ლამაზი გარეგნობისაცაა, ქალს მოეჩვენება, რომ მამაკაცის იდეალი იპოვა. თუმცა არც ასეა საქმე; თხის რქა ყველაზე ვნებიანი საყვარელი როდია. შეგრძნებებით სიამოვნებას ეტანება, მაგრამ ცივია, თავდაჭერილი და საყვარელის რომანტიკული გარემოს შექმნა არ შეუძლია.

ქალი თხის რქა მეორე პერიოდში მთელ თავის მომხიბვლელობას მიზნების მიღწევისთვის იყენებს. თუმცა თხის რქის ნიშნიანი მამაკაცივით უწესო არ არის, მაგრამ უკან არ დაიხევს, გაეყაროს ქმარს, რომელიც არც წინსვლაზე ფიქრობს და არც კარიერის პერსპექტივა აქვს. იგი საყვარელსაც გაიჩენს, თუ მას როგორც დედოფალს, ისე მოექცევიან და ახალ ქმარსაც დაუწყებს ძებნას, თუ უფრო ფულიანსა და შეძლებულს იპოვის. იგი ძალიან მომხიბლავი შეიძლება იყოს, მას ძალიან უხდება ტრადიციული ქალური პასიურობა. შეუძლია საყვარელს “საბედისწერო ქალად” მოაჩვენოს თავი, თუმცა სინამდვილეში მისი პასიურობა სხვა არაფერია თუ არა ნაზი, მგზნებარე სიყვარულის მიმართ გულგრილობა.

მესამე პერიოდში თხის რქა თავის ნამდვილ სახეს ავლენს. 40 წლის შემდეგ იგი, ჩვეულებრივ, აღწევს ნანატრ კეთილდღეობას და ანგრევს სექსუალურ ცხოვრებაში ზომიერებისა და თავდაჭერილობის ფასადს.

შემოქმედება და კარიერა

შემოქმედებასა და მუშაობაში თხის რქები პასუხისმგებლობასა და მაღალ დისციპლინას ავლენენ. ისინი შესანიშნავად შრომობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცნობენ მათზე დაკისრებული მოვალეობის მნიშვნელობას. თხის რქები ჩინებული ადმინისტრატორები და სოციალური სფეროს მუშაკები არიან. პოლიტიკური მეცნიერებანი, სამართალი, არქეოლოგია, დაგეგმარება, ეკონომიკა ყველაზე შესაფერი სახეობებია მათი მონაცემების გამოსაყენებლად.

შემოქმედებითი მოღვაწეობისას თხის რქები განიცდიან წარმოუდგენელ ეჭვსა და სულიერ ტანჯვას იმის გამო, რომ ვერ ხედავენ ცხოვრებაში თავიანთი შრომის კონკრეტულ რეალიზებას და საკმარის მატერიალურ სტიმულირებას. მათ უფრო მეტად აწყობთ მცირე, მაგრამ მუდმივი ხელფასი, ვიდრე მიმზიდველი პროექტი , რომელიც წარმატებას პირდება და მყარი შემოსავლის არავითარ გარანტიას არ აძლევს. დაკვირვებულობა და სერიოზულობა თხის რქებს უბიძგებს ოკულტური მეცნიერებით, ასტროლოგიით და მისტიციზმით გატაცებისაკენ.

უარყოფითი თვისებები

თხის რქის ყველაზე სერიოზული ნაკლია უიმედობისა და მელანქოლიისაკენ მიდრეკილება. იგი შიშით შეჰყურებს მომავალს. მან უნდა გამოიმუშაოს იუპიტერული–ოპტიმისტური შეხედულება ცხოვრებაზე და რწმენაზე, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება, რომ ყველაფერი რიგზე იქნება.

არც თხის რქის ეგოიზმი უნდა დავივიწყოთ. მიზნის მიღწევისათვის ბრძოლაში განხეთქილებისა და დეპრესიის პერიოდებიც იქნება. თუ მას ეჩენება, რომ ყველაფერი ადგილზე დგას და არაფერი იძვრის, თავი უნდა გაიმხნეოს – სატურნი შეეწევა. მაგრამ ეს პლანეტა ისე ნელა მოძრაობს, რომ თხის რქა მის რითმს უნდა შეეჩვიოს. ისიც უნდა შეიგნოს,რომ ფული დასახარჯავად არის გამოგონილი და მომავლის წინაშე ყველაზე დიდი შიშიც კი გაუმართლებელია. ეჭვიანობაც უნდა მოიშალოს, თავისი ხასიათისა და განწყობის გამოხატვაც.

დადებითი თვისებები

თხის რქა – ორგანიზებულია, ერთგულია და სამეგობროდ გამოსადეგი. იგი თავისი ბედის პატრონია და წინდახედულობითაც არის დაჯილდოვებული. ზოდიაქოს ნიშნებში იგი ყველაზე მომთმენია. სიტყვა „კარიერა“ თხის რქის ნიშნის სინონიმია. მამაკაცი – თხის რქა ყვალაზე კარგად უზრუნველყოფს ოჯახს. ქალები საუკეთესო დედები და დიასახლისები არიან, თუმცა ცოტა მკაცრად ექცევიან შვილებს და არც ოჯახში მხიარული ატმოსფეროს შექმნის უნარი გააჩნიათ. მაღლა–მაღლა მიმავალი ვაცი – თხირ რქის სიმბოლო – ყოველთვის აღწევს მწვერვალს; ვარსკვლავი ეხმარება, ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს. გამძლეობა, სიჯიუტე, შორსმჭვრეტელობა – ამ თვისებებით თხის რქის ნიშნიანების უმეტესობაა დაჯილდოებული.

ყველაზე უფრო შესაფერისი პარტნიორები

29,5 წლამდე თხის რქის საუკეთსო პარტნიორები კუროსა და ქალწულის ნიშნებშია საძიებელი. სამივე მიწის ნიშანია. მათ შორის ურთიერთობა მსუბუქია და ცოტა პასიური. მაგრამ სამაგიეროდ, სტაბილური.

29,5 წლის შემდეგ თხის რქა კარგავს თავდაჭერილობას და ნაკლებ მკაცრი ხდება. ამ დროს მერწყულისა და ღრიანკალის ნიშნები შეეთვისება. მერწყული კეთილშობილებასა და სიკეთეს ასწავლის, ცხოვრებაში ჰუმანურად მოიქცეს. მაგრამ ღრიანკალი საუკეთესო არჩევანია, რადგან ღრიანკალი ძალიან ჭკვიანი და ეშმაკია. საქმიანი თხის რქა აღტაცებაში მოჰყავს ამ თვისებებს.

41,5 წლის შემდეგ თხის რქა უკვე ყველა მიზანს, მათ შორის, გონებრივი განვითარების მწვერვალსაც აღწევს, ამ დროს თევზი შეეთვისება: თევზი ხომ „თვითშეწირულია“, იგი სულიერებას შეჰმატებს თხის რქას.

თხის რქა, ჩვენ ასტროლოგები გეკითხებით

როდის შეიგნებთ, რომ ცხოვრებაში წარმატების ერთადერთი საფუძველი ჭკუაა და არა ფულის რაოდენობა?

რატომ ვერ ხვდები, რომ შენმა ულმობელმა ვაჭრულმა სულმა ლამის მთლად ჩაკლა შენში ყოველივე ჰუმანური?

დაბოლოს, ჩვენ ვიცით, ცივი და დინჯი გარეგნობის მიუხედავად, შენ არც ისე მშვიდი ხარ და შიშიც გიწვევს ხოლმე. მაშ რაღად გაქციეს ვარსკვლავებმა წარმატების სახლის გამგებლად, როცა წარმატებას თითქმის არასდროს არ მოაქვს შენთვის სრული კმაყოფილება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s