ოფისის მცენარეები

ზეცის მარანში
მზე დაიწურა
ცოდვილ მიწაზე
ჩამოდნა წვიმად.
დგანან მზის ღვინით
მთვრალი ხეები,
ნაბახუსევი
ფოთლები სცვივათ…     /დ. მუხაძე/

ჰოდა, ოფისში, ჩემ ოთახში, ფანჯრის რაფაზე აყვავდა რაღაც მცენარე. არც კი ვიცი, რა ჰქვია. უბრალოდ მომწონს, ლამაზია და წყალს ვუსხამ. ჰოდა, აყვავდა. გამეხარდა, მომეწონა და გადავუღე სურათი. ფოთლებიც რა უცნაური ფერის აქვს… ოღონდ ეს ცოტა ადრე იყო, ზაფხულში🙂

მაინც მოწყენილობაა… ერთნაირი სიუჟეტები, ერთნაირი სახეები, ერთი და იგივე ფრაზები და წინადადებები…

მერე გადავინაცვლე მეორე ფანჯარასთან. აქ წიწაკას ველოლიავები. გაიზარდა, მაგრამ თეთრი ყვავილების მეტი ვერაფერი ვიხილე. გაიშლება ყვავილი, ჩამოვარდება, მერე კიდევ ერთი გაიშლება, მერე მეორე და მესამე და ასე შემდეგ. წითელი პაწაწუნა წიწაკა კი არ ჩანს😦
აი, სურათიც:

ესეც ყვავილი:

სამაგიეროდ, იცოცხლე, კაკტუსები იზრდება გადასარევად!
თუმცა, ყვავილი არ მინახავს მათი არასოდეს.

აქ, ფულის ხეც არის გარეული, ჯერ პატარაა, მაგრამ მასაც სათუთად ვუვლი და გაიზრდება ისიც აუცილებლად დიიდი ხე!

იცი, რა მენატრება?
თოვლიანი ქუჩები,
თოვლი ბაღის კიდეზე
ქარის მონაქუჩები.
კიდევ რა მენატრება?
(რითმა ითხოვს „ტუჩები“)
არა, ტუჩებს ვინ მაწვევს,
რისხვას ვერ გადვურჩები.   /დ. მუხაძე/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s