ლოთის მონოლოგი

მთვრალი ვიყავი…
მოდი აბა და გაუძელი
მსოფლიო დარდებს!
მთვრალი ვიყავი…
და სიკვდილი მინდოდა ისევ,
რას დავეძებდი ბედნიერთა
ცრემლებს და ვარდებს!
მთვრალი ვიყავი… სიყვარულით,
უზომო სევდით,
დღეს რომ არც ერთი არ სჭირდება
ქვეყანას ბოროტს.
შუაღამისას შენს უძველეს ბარათებს
ვხევდი,
მსურდა ყველაფრის დავიწყება
ბოლოს და ბოლოს!
ზღაპარი იყო დადევნება
მინდვრის შროშანთა,
ზღაპარი იყო ყველაფერი,
როგორც ეს თოვლი.
დრომ ულმობელმა ყველაფერი
როგორ მოშანთა,
ცას გადაემსხვრა ბროლისთვალა,
ციმციმა ხომლი.
მთვრალი ვიყავი… გუშინ ვსვამდი…
შენ ერთადერთი… შენ ერთადერთი
არ მისვამდი უაზრო კითხვებს…
მთვრალი ვიყავი… სიყვარულით…
“ნუ სვამო ამდენს” –
გუშინ ქუჩაში ჩვენუბნელმა
ბიჭებმა მითხრეს.

დალი მუხაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s