ტესტი

წარმოიდგინეთ, რომ სამუზეუმო ექსპონატი ხართ. მაგრამ რომელი? მინის ქვეშ ხართ მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმში? თუ რომელიღაც გამოფენას ამშვენებთ? ან იქნებ ვიღაც გიჟი კოლექციონერის კოლექციაში ხართ დამალული? შეიძლება ჯერ სულაც არ ხართ აღმოჩენილი. მოდით, გავარკვიოთ ეს.

დაიწყეთ პირველი კითხვით. შემდეგ გადადით იმ კითხვაზე, რომლის ნომერიც თქვენს მიერ არჩეული პასუხის გვერდითაა ფრჩხილებში და ასე შემდეგ…

1. ყველაზე ბედნიერი ხანა თქვენს ცხოვრებაში:
წინაა (კითხვა 2)      უკან დარჩა (კითხვა 3)      არ ვიცი (კითხვა 4)

2. გაქვთ თუ არა მავნე ჩვევა გარდა მოწევისა და სმისა?
დიახ (6)      არა (5)

3. რომელი უფრო გემრიელია?
მოცვი (Bilberry) (7)      კუნკრუხელა (gooseberry) (6)      არ ვიცი (8)

4. თქვენი მეზობლები სულელები არიან?
დიახ (9)      არა (6)

5. საბჭოთა პერიოდში თქვენ იქნებოდით:
“სისტემაში” (10)      “სისტემის” გარეთ (11)      ვერ მივხვდი (9)

6. გიყვართ ფრინველები?
დიახ (13)      არა (11)

7. თქვენი საყვარელი ცხოვრებისეული ტაქტიკა:
“უჰ, დიდი ამბავი!” (14)      “ახლა რა უნდა ვქნა?” (13)

8. გულგრილი ხართ ქოთნის ყვავილებისადმი?
დიახ (12)      არა (9)

9. მოგწონთ ანეკდოტები ნარკომანებზე?
არა (17)      დიახ (20)

10. ჭურჭელს ხელთათმანებში რეცხავთ?
დიახ (16)      არა (15)

11. თუ თქვენ დაუყვირეთ ვიღაცას, ამ დროს გრძნობთ:
სულიერ აღმაფრენას (16)      არ შეგიძლიათ ცრემლის შეკავება (17)      არც ერთი და არც მეორე (12)

12. მოწყენილი ხართ, როცა მარტო რჩებით:
დიახ (17)      არა (19)

13. როცა ოთახში შედიხართ, მაშინვე კარს ხურავთ?
დიახ (18)      არა (17)

14. ახლა გაცვიათ რაიმე ლურჯი ფერის?
დიახ (19)      არა (18)

15. თქვენს მიერ მოგონილი სიტყვები (ან გამოთქმები):
მალევე იქცევა მთელი თქვენი ოჯახის გამოსაყენებელ სიტყვებად (21)
იყენებეთ მხოლოდ თქვენ (22)
მე არ ვიგონებ სიტყვებს (20)

16. შეგიძლიათ ატაროთ ტანსაცმელი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნისაა?
დიახ (23)      არა (22)

17. თუმცა მხატვარი არ ხართ, გაგჩენიათ სურვილი დაგეხატათ ის, რასაც ხედავთ ცხოვრების ზოგიერთ მომენტში?
დიახ (24)      არა (23)      მე მხატვარი ვარ (25)

18. რა არის თქვენთვის ყველაზე საშინელი სასჯელი:
მთელი წელი იმუშაოთ ტაიგაში მეტყევედ (24) თუ
იმუშაოთ უდიდესი სპორტული სტადიონის სალაროში (26)

19. ხშირად ფიქრობთ იმაზე, რომ სიკვდილი ყველაზე კარგი გამოსავალია შექმნილი პრობლემებიდან?
არა (26)      დიახ (27)

20. როდესმე წაგიკითხავთ სხვისი წერილები?
დიახ (23)      არა (21)

21. თქვენ ახდენთ ხალხზე შთაბეჭდილებას:
უმალ (I)      მხოლოდ ახლოდან კარგად გაცნობის შემდეგ (II)

22. თქვენ თავს გრძნობთ:
პატარა ადამიანად (III)      მნიშვნელოვან ფიგურად (II)

23. სიმართლე რომ ვთქვათ, უსარგებლო ადამიანი ხართ?
დიახ (III)      არა (IV)

24. რა უფრო გეწყინებათ, თუ გიწოდებენ:
ექსცენტრულს, ახირებულს, უცნაურს (IV)      ერთფეროვანს, ნაცრისფერს (V)

25. ღამის ზარების გეშინიათ?
დიახ (27)      არა (23)

26. თქვენ უფრო გიყვართ:
ცხოველები (VI)      ადამიანები (V)

27. თქვენ ენდობით უფრო:
გონებას (VI)      გრძნობას (VII)

I. თქვენ იშვიათი ალმასი ხართ – სამი ვარიანტია: თქვენ ან დამალული ხართ ყველასათვის ჯერჯერობით უცნობ სიღრმეებში, ან მანიაკის ბნელ სარდაფში, ან მუზეუმში მინის  ქვეშ ხართ ჩამარხული და მხოლოდ ადამიანთა მზერა ეხება თქვენს ზედაპირს. ვარიანტი სამია, მაგრამ არსი ერთი: “არ ერგო არავის!”

II. თქვენ მამონტის რქა ხართ – ძვირფასი აღმოჩენა! თქვენ ინახავთ საიდუმლოებებს, რომლებიც სხვებისთვის მიუწვდომელია. თქვენ იხილეთ ის, რაზედაც სხვებს წარმოდგენაც კი არ აქვთ. მაგრამ ძალიან ძნელია თქვენი შემჩნევა და ადეკვატურად, შეფასება, რადგან ძალზე მარჯვედ ინიღბებით. მაგრამ ისინი, ვინც კარგად გიცნობენ, ოცნებობენ, რომ მთელი ცხოვრება გაატარონ თქვენს გვერდით კოლექციაში.

III. თქვენ ჩებურაშკას გულსაბნევი ხართ – წარსულის საყვარელი სუვენირი, აბსურდული ნივთი, რომლის დანახვაზეც თან გეღიმებათ და თან გსურთ უჯრაში რაც შეიძლება ღრმად შეინახოთ. დიახ, თქვენ გქონდათ საუკეთესო დღეები, მაგრამ ახლა, უკეთეს ვარიანტში, ყურში სიყვარულით გეჩურჩულებიან, ხოლო უარსეს შემთხვევაში – საერთოდ ვერ გიგებენ.

IV. თქვენ ღილი ხართ – და თქვენ გაგროვებენ არა აღტაცებისა და სიყვარულისთვის, არამედ უბრალოდ, ყოველი შემთხვევისათვის – იქნებ უცებ ვინმეს რამეში გამოადგეთ. მაგრამ სამაგიეროდ, თქვენ ერთადერთი ნამდვილად აუცილებელი “ნივთი” ხართ ყველა აქ ჩამოთვლილთა შორის. ხოლო “აუცილებელსა“ და “საყვარელს” შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

V. თქვენ ნიჟარა ხართ – მსუბუქი, უცნაური, დაკლაკნილი ქმნილება. თქვენი ჰარმონია უსაზღვროა. თქვენ ახსენებთ ადამიანებს ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტებს და მათი ხასიათის საუკეთესო შტრიხებს. ამიტომ ყველა, ვისაც გაუმართლებს და გიპოვით, ცდილობს თქვენს დაუფლებას. მაგრამ გაფრთხილდით: უყურადღებო და უგრძნობმა ადამიანებმა შეიძლება უნებლიედ ფეხქვეშ გაგთელონ.

VI. თქვენ ღამურას ხმა ხართ – ფრთხილი, ეჭვიანი, ცოტა ბოროტიც. თქვენ ხალხს აფხიზლებთ და შოკშიც აგდებთ, აშინებთ კიდეც მათ, ვინც გადაწყვიტა გახდეს ამ უცნაური ექსპონატის მფლობელი. მარტოც რომ არ იყოთ, მაინც მთელი ცხოვრება თქვენი გამოქვაბულის თაღის ქვეშ ხართ ჩამოკიდებული ამოყირავებულ სამყაროში.

VII. თქვენ რიჟრაჟის სიზმარი ხართ – დიახ, ასეთებსაც აგროვებენ! თქვენი არსება ისეთივე ბურუსითაა მოცული, როგორითაც უცნაური ხილვები. თქვენ მუდმივად არჩევანის გაკეთების წინაშე დგახართ. ისეთი არჩევანის, რომლის გაკეთებაც შეუძლებელია. თქვენ ძნელად იგებთ ვინ ხართ და საერთოდ არსებობთ თუ არა. ის, ვინც ხელში ჩაგიგდოთ, არასოდეს განახებთ თავის ნამდვილ სახეს და თქვენ მარტოდმარტოს მოგიწევთ ცნობიერების გვირაბებსა და ლაბირინთებში ხეტიალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s