დალი მუხაძე

* * *
თამაშ-თამაშ შემეჩვია შენი სახე
და ხუმრობით სიზმრებშიაც სახლდები,
სიცილ-სიცილ მე დაგიგე თვითონ მახე
ჰე, სიზმარო, ნეტავი თუ ახდები?
ტკივილს ვითმენ, უგზო-უკვლოდ ვიარები
და არაფრის დამტკიცებას არ ვლამობ…
ალბათ შემდეგ კვლავ დახსნილი იარების
შენ იქნები წამალიც და მალამოც.
თამაშ-თამაშ შემეჩვია შენი სახე,
სიცილ-სიცილ დარდიც შემომეპარა,
ყოველ დილით შენს მონატრულ
თვალებს ვახელ
და მგონია ჩემი მთელი ქვეყანა!

დღეს

მთაწმინდაზე – ლოდი ცრემლებმდინარი,
“ქართლის ჭირი: უსასრულოდ გრძელდება….
მტერი ისევ უტიფრად მომცინარი
და თბილისსაც რუხი ნისლი ედება.

წაშლილია სიყვარულის კრებული,
სანაგვეზე _ გადაყრილი ფრთებია
და უგონოდ ცაზე შეყვარებული
პოეტებიც აღარ იბადებიან.

მეეზოვე აფო

შუქი ჩუმად ეფინება თბილისს
ეხლა ალბათ დილის არის ოთხი…
ეგებება მზეს და სილამაზეს
მეეზოვე აფო თავის ცოცხით.

მოწყენილი ქუჩა იწყებს ლოდინს
საზანდარო, ზურნავ და დაფდაფო,
მიეგებეთ, სიყვარულით მოდის
თბილისელი მეეზოვე აფო.

* * *
გათენებამდე შორია,
ფიქრები იწყებენ ბორიალს
და სულის ფოთლებზე დამწვარი
მაბერებს,
მაბერებს,
ზამთარი.
ძაღლები უღრენენ სიბნელეს,
ძაღლები ყეფენ და… თენდება.
ქუჩაში, თოვაში მგზავრები
მოდიან ლუწებად, კენტებად.
სილურჯე ლივლივებს, სახლები
დაკარგულ სიმშვიდეს ელიან
და ათოვს…
და ათოვს…
და ათოვს
ჩემს ქალაქს ათასი წელია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s