დალი მუხაძე

* * *
წუხელ თოვდა…
ამ უმიზნო ხეტიალში
შემომადნა
გაყინული თოვლის გუნდა.
სად ვეძებო დაკარგული
დრო ტიალი…
ძველი ჭირი
შეჩვეული – დამიბრუნდა.

მიძღვნა
ნინო კალანდაძეს

ჟამია ფერთა არდაბრუნების
ცას გადაჰკვრია სევდის საბანი,
ლარნაკში თრთის და ჩურჩულებს ჩუმად
გახუნებული იასამანი.

სად არის ნამი, დილის გალობა?
საით წასულა თეთრი ღრუბელი?
მინდა ქარაშოტს ვუთხრა მადლობა
და რაღაც მაინც მრჩება უთქმელი.

საოცარია… როგორ გელოდი…
ვეღარ გავიგე დროთა სამანი…
და ამ ლოდინში, ცვართა ცვენაში
გახუნდა ლურჯი იასამანი.

დილა არეული

დილის ხმაურს თან შემოჰყვა გადარევა,
ტვინი ეძებს, თუკი რამეს მიაგნებს.
სანუგეშოდ – ბრბოში ჩანთქმა და არევა,
სადაც წვავენ ჩემი სულის იალქნებს.
სამდურავი – მერამდენე კაცი ვარ და
სიყვარული? – ერთი პეშვიც მეყოფა,
დილით მთვარე მღვრიე მტკვარში ჩამივარდა
და შერცხვენილს თავი გამომეყოფა?
მომაგონდა ერთი ძველი შეგონება,
რომ ცხოვრება სულ ბრძოლა და ომია
და რომ გულიც ბრძოლის ველი გეგონება,
რომ ჩათრევას ისევ ჩაჰყვე სჯობია!
მიქრის ფიქრი უგზო-უკვლოდ მოარული,
დილის ნისლი, კვამლისფერი ბინდი ვარ,
ვდგები, როგორც საბრძოლველად მომართული და…
ისევ მთვარის საძებნელად მივდივარ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s