დალი მუხაძე

ნუ გამაცილებთ!
გ-ს

ნუ გამაცილებთ!
დამშვიდობება მეყოფა მერეც…
როცა მზის სხივი დაუნდობლად დაადნობს ფოთლებს,
და ბინდი წაშლის ცის კიდურზე
ათასგვარ ფერებს,
დამშვიდობება გეყოფა მერეც!
აკოწიწებულ ოცნებათა დღე-დღეს მივაბი
გამოთხოვების სიმფონია ჟღერს და გუგუნებს,
წინ მელოდება უცნაური ბნელი გვირაბი
ჩემი თვალები შესჩვევიან უკვე უკუნეთს.
ნუ გამაცილებთ!
დრო წასულა ელვის და გრგვინვის
უკან დარჩენილ ბილიკებზე დავტოვე ნამი,
ვეღარ გავუძლებ სამუდამო
ეულის გვირგვინს
ნუ გამაცილებთ,
მე უბრალოდ… დაგტოვებთ წამით.

* * *
ხმელო ალვაო, გაშიშვლებულხარ, ხმელო ალვაო!
ო, რა ძნელია ალბათ დარდის ჩუმად მალვაო.
ხე ხარ და უძლებ, წვიმაა თუ მწველი გვალვაო…
ჰე!… ჭირთა თმენა მეც მასწავლე, ხმელო ალვაო!

* * *
შორს დამრჩა ფრთები, ილუზიები…
მწარედ დამცინის ბედი მავანი.
თურმე კაცი ხარ ყველა კაცივით –
ეგოისტი და ამპარტავანი.
მაგრამ რაღა დროს… ჩემი ტაძარი
უკვე დიდი ხნის დამსხვრეულია…
ჩემი კისერი – შენი ბაწარი…
ჩემს შავ მერანსაც თავქვე უვლია…
ქვეყანას ფარავს ცეცხლი, ნაცარი,
ყველა ბილიკი გაყიდულია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s