შეხვედრა

შენ ქუჩაში უცებ შემხვდი მაშინ,
ქალიშვილი მოგყვებოდა კდემით.
“გამარჯობა, – დაბნეულად მითხარ, –
გაიცანი, საცოლეა ჩემი”.

“მომილოცავს!” – გითხარი და მყისვე
ვერც კი მივხვდი, რას ნიშნავდა ცოლი.
გაგიღიმე, ჩამოგართვი ხელი
და მხრებიდან დავიბერტყე თოვლი.

გაიღიმა ქალიშვილმაც წყნარად,
“გვეჩქარება, გვაპატიეთ…” – მითხრა.
მერე ხელი გაგიყარა მკლავში
და არაფრით გათქმევინა სიტყვა.

მე გავფითრდი, გამიშეშდა ხელი,
იდგა ზამთრის სუსხიანი დილა.
მე ვიდექი თოვლიანი ხის ქვეშ,
თქვენ ბილიკზე მიდიოდით ფრთხილად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s