ის, რაც წავიდა

შენ შემოხვედი სულ ერთი წამით,
მე სასწაულის არა მჯეროდა.
შენ შემომხედე და დადგა ჟამი
სიზმარი ცხადად გადამქცეოდა.

მერე ფანჯარა გააღო თოვლმა
და მე გელოდი ძალიან დიდხანს.
“ის რაც წავიდა, არასდროს მოვა,” –
ჩემთვის მრავალჯერ ღიმილით გითქვამს.

მე უკვე ვხვდები, დრო რომ სწრაფია,
მიაქვს წარსული და მე ვბერდები.
შენ მტოვებ ისევ, ისევ მიდიხარ
და ალბათ აღარც გაგახსენდები.

მარტო ვარ… სევდას შევებრალები
და მომიყვება უცნაურ ამბავს,
თუ როგორ უყვარს მხიარულება
და ამით ძალას თუ როგორ კარგავს.

მერე ინათებს… ყოველთვის როცა
ღამე გადავა და გათენდება,
ის რაც წავიდა ოდესღაც ჩემი –
მთელი ტკივილით გამახსენდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s