ჩვენ არ ვიმსახურებთ მათ…

1. ჩვენ დავცინით სიკვდილს და კილოგრამობით აბებს ვყიდულობთ აფთიაქში
2. ჩვენ ვამბობთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და მაღაზიაში შევდივართ კიდევ ერთი ბოთლი არყის საყიდლად
3. ჩვენ ფეხებზე გვკიდია საზოგადოებრივი აზრი და მუდმივად ვსვამთ კითხვას: “როგორ გამოვიყურები?”
4. ჩვენ გვიყვარს სიმარტოვე და მობილურ ტელეფონს მაგრად ვუჭერთ ხელს
5. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სახლი ჩვენი ციხე-სიმაგრეა და ღამ-ღამობით გვეშინია, რომ მას ააფეთქებენ ჩვენთან ერთად
6. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენს აბსოლუტურ სიმშვიდეში და სიგარეტის კიდევ ერთ ღერს ვუკიდებთ
7. ჩვენ შოკში ვაგდებთ ადამიანებს და გვეშინია ვუთხრათ “მიყვარხარ”
8. ჩვენ არ ვენდობით ხალხს და მინიმუმ კვირაში ერთხელ ვწუწუნებთ ჩვენს მწარე ბედზე და თანაგრძნობას ვეძებთ
9. ჩვენ არ გვჯერა სიყვარულის და ღამ-ღამობით ბალიშში თავჩარგულები ვტირით
10. ჩვენ დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და ხვალინდელ გეგმებს ვსახავთ
11. ჩვენ პრინციპის გამო არ ვუყურებთ ტელევიზორში ახალ ამბებს და ინტერნეტში ვკითხულობთ მათ
12. ჩვენ ძალიან თვითკრიტიკულები ვართ და მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარს
13. ჩვენ ვერ ვიტანთ ჩვენს ხელისუფლებას და სიამოვნებით აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს
14. ჩვენ ყველა შეცდომას ვპატიობთ საკუთარ თავს და ამრეზით ვუყურებთ მათ, ვინც უშვებს შეცდომებს
15. ჩვენ არ გვჯერა იდეალური ადამიანების და ყოველ დღე ბრბოში ვეძებთ ჩვენს იდეალს
16. ჩვენ გული გვერევა ხალხის ბრბოზე დილაობით მეტროში და ყოველ დღე მოთმინებით ველოდებით პლატფორმაზე მატარებელს
17. ჩვენ ყოველთვის იმას ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ და თითქმის გადავეჩვიეთ გულწრფელ ღიმილს
18. ჩვენ გვინდა, რომ ხალხმა მიგვიღოს ისეთები, როგორებიც ვართ და საათობით ვდგავართ სარკის წინ
19. ჩვენ გვიყვარს ჭკვიანური ფრაზები და ჩვენი თავის არ გვესმის
20. ჩვენ უამრავი გაუხსნელი ტალანტი გვაქვს და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავხსნათ ისინი
21. ჩვენ ვერ ვიტანთ დაბადების დღეებს და ყოველთვის აღვნიშნავთ მათ
22. ჩვენ გვიყვარს შუადღემდე ძილი და მაღვიძარას დილის 6 საათზე ვაყენებთ
23. ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ იმას, რაც გვინდა და გვეშინია, რომ უსარგებლონი ვიყოთ
24. ჩვენ ვწერთ ჩვენს პირად დღიურებს და გვინდა, რომ სხვებმა წაიკითხონ ისინი
25. ჩვენ შეგვიძლია გავისწოროთ ფრთები და გავფრინდეთ ამ ყველაფრისგან შორს, ქარის შესახვედრად, მაგრამ ჩვენ ფრთები არა გვაქვს.
იმიტომ რომ არ ვიმსახურებთ მათ…

One comment on “ჩვენ არ ვიმსახურებთ მათ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s