მე დაგივიწყებ…

მე დაგივიწყებ ისე, ვით სიზმარს
ივიწყებს ყველა, როცა თენდება.
მე დავივიწყებ იმ ლამაზ დღეებს
და გულშიც ცეცხლი არ აენთება.
მე დაგივიწყებ და ჩემს სიყვარულს
უკვე ერქმევა დღეგადასული,
სახება შენი აღარ დამტანჯავს,
აღარ დამტანჯავს ჩვენი წარსული.
და ყველას ვეტყვი, ყველას ვუამბობ,
რომ სიყვარული არის სიზმარი.
მითხარი რამე, ფიქრმა წამიღო
და მერე წადი, ოღონდ მითხარი.
მე ამ ფიქრებსაც გადავივიწყებ,
რომ არ ვიფიქრო შენზე არასდროს,
ღვინოს მოვუხმობ, ღვინოს კაცივით,
რომ დამავიწყოს და რომ დამათროს,
რომ ტკივილები ჩავიკლა გულში
და უდარდელი გავხდე იქნება,
რომ დავივიწყო შენი თვალები
და მათში ზეცის გადაბინდება.
მე დაგივიწყებ ისე, ვით სიზმარს,
(შენ არ მიგიძღვის ამაში ბრალი).
მე დაგივიწყებ, ამიერიდან
არა მაქვს სხვა რამ გამოსავალი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s