ნიკო გომელაური


* * *
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…

* * *
დღეს დავლევ რამეს,
შემდეგ ათივეს დავარღვევ მცნებას.
გავათევ ღამეს,
კახპებს შევასხამ… ხოტბას და ქებას.
მშვიდად და წყნარად
მე ვერსად მნახავთ, ვერ მნახავთ დაღლილს.
ვიცინებ მარად,
რომ გავიხსენებ ცხოვრებას განვლილს.
შემიპყრობს ანცი.
დავცინებს ყველას და ცილს დავწამებ.
ვიქნები მკაცრი –
დავტოვებ ჩემსას, სხვის ცოლს ვაწამებ.
ცხოვრებამ მთელა,
საკმარისია, რაც მე ჩაის ვსვამ.
მიფრთხილდეს ყველა,
დღეს იმდენს დავლევ, იმდენს ჩავისხამ…
კერპებს გავიჩენ
და მათ დავსხავ სწორედ მშობლებად.
იმ გზას ავირჩევ,
წმინდანთა გზას რომ ძლიერ შორდება.
წავართმევ მოყვასს
რაც გააჩნია, რაც უშოვია.
ხარხარი მომკლავს,
რისთის გარჯილა, რად უშრომია?
დღეს დავლევ იმდენს
– ჯერ ცხოვრებაში, რომ არ გსმენიათ.
მოგისპობთ იმედს,
რომ მომავალი თითქოს თქვენია.
ვიქნები დინჯი
სუსტს როცა სცემენ ოცნი, ომახით.
რად მინდა ბრინჯი,
რომელი მარხვა? – ხორცი მომართვით!
გავწირავ იმათ,
ვისაც ვუყვარვარ და ვენატრები.
ვიქცევი წვიმად,
რომ ჩამოვრეცხო მათი ნატვრები…

ახლა მისმინეთ როგორ დასრულდა ეს ჩემი ბოდვა,
ბევრი მითმინეთ
და გამიძელით, გთხოვთ კიდევ ოდნავ:
დავცალე ქვევრი,
დავლოცე დედა, ძმები, ბებია.
ვიმღერე ბევრი
და კიდევ კარგი ჩამძინებია.


* * *
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა.

* * *
მე მიყვარს თოვა, სიცელქე ამ ცის,
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს,
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა,
მიმოფანტული ველებზე თეთრად.
მიყვარს ნაძვის ხე, ბუხარი, სითბო,
ის ვინც ყოველ წელს საჩუქრებს ითხოვს.
ჩემს ბიჭებთან როგრ მიყვარს,
დღის და ღამის აღრევა,
რომც გტკიოდეს რომც გციოდეს,
იქ თქვით ლუდის დალევა…
ჩვენ ერთად ვართ მთავარია,
მერე რა, რომ ზამთარი…

* * *
სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა – აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება – სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
– მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.

* * *
არ დაიწყო გაცვეთილი თემები.
დაივიწყე, რაც ცუდია ყოველი.
მოგიტანე, ნახე, ქრიზანტემები.
მე სიყვარულს მხოლოდ შენგან მოველი …

გვეკუმშება უნისონში გულები.
ნუ გაშინებს მოსისინე ენები.
არ დაჭკნება ჩვენი გრძნობა ულევი.
დაჭკნებიან მხოლოდ ქრიზანტემები …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s