თქმულება სიყვარულზე

დიდი ხნის წინ ერთ კუნძულზე ცხოვრობდა ადამიანთა ყველა გრძნობა და სულიერი ფასულობები: სიხარული, სევდა, შემეცნება და სხვა. მათთან ერთად ცხოვრობდა სიყვარული.

ერთხელ გრძნობებმა შენიშნეს, რომ მათი კუნძული ოკეანეში იძირებოდა. მაშინვე ჩასხდნენ თავიანთ გემებში და დატოვეს კუნძული. სიყვარული არ ჩქარობდა და ბოლო წუთამდე იცდიდა. და როდესაც დაინახა, რომ კუნძულის გადარჩენის იმედი აღარ იყო და ის თითქმის მთლიანად წყალმა დაფარა, მხოლოდ მაშინ მოუხმო საშველად დანარჩენებს.

კუნძულს პირველმა სიმდიდრის გემმა ჩაუარა. სიყვარულმა სთხოვა მას, აეყვანა თავის გემზე, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა, რომ მის გემზე იმდენი ძვირფასეულება, ოქრო და ვერცხლი იყო, რომ სიყვარულისთვის ადგილი აღარ დარჩა.

სიყვარულმა სიამაყეს მიმართა, რომლის გემი იქვე მიცურავდა, მაგრამ  სიამაყემ უპასუხა, რომ სიყვარული მის გემზე წესრიგსა და სრულყოფილებას დაარღვევდა.

მაშინ სიყვარულმა სევდას მიმართა დახმარებისთვის.

“ო, სიყვარულო, – უთხრა სევდამ, – მე ისეთი მოწყენილი ვარ, რომ მარტოობაში უნდა დავრჩე…”

ამ დროს კუნძულს სიხარულმა ჩაუარა, მაგრამ ის ისე იყო დაკავებული მხიარულებით, რომ არც კი გაუგია სიყვარულის ძახილი.

უცებ სიყვარულს ხმა შემოესმა: “აქ მოდი, მე წაგიყვან, სიყვარულო“.

სიყვარულმა ჭაღარა მოხუცი დაინახა და ისეთი ბედნიერი იყო, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როდესაც ხმელეთს მიადგენენ, მოხუცმა მიწაზე გადმოსვა სიყვარული და თვითონ გზა გააგრძელა. მხოლოდ ახლა გაახსენდა სიყვარულს, რომ მადლობა ვერ გადაუხადა მოხუცს, არც სახელი იცოდა მისი და დახმარებისთვის შემეცნებას მიმართა:

“მითხარი, შემეცნებავ, ვინ გადამარჩინა?”
“ეს იყო დრო“, – უპასუხა შემეცნებამ.
დრო? – გაუკვირდა სიყვარულს. – რატომ გადამარჩინა დრომ?”

შემეცნებამ უპასუხა:
“მხოლოდ დრომ იცის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში სიყვარული“.

იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, საჭიროა ისწავლოთ ყვავილობა იქ, სადაც დანარჩენებს ეშინიათ, რომ მათ ვინმე ფეხს დააბიჯებს…

One comment on “თქმულება სიყვარულზე

  1. ვიცოდი ეს, კარგია..
    სადღეგრძელოში ყვება ხოლმე ერთი ჩემი მეგობარი 🙂 )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s