დალი მუხაძე

* * *
მთებმა დაიკრეს
ღრუბელთა ჩრდილი
ხნულებში ელავს
გზა ოქროსფერი,
მძინარე ბალახს
ცრემლი აქვს დილის,
სიცილი უნდა –
სხვა არაფერი!

* * *
ზღვა, როგორც სარკე
ცას ირეკლავდა,
შორს თეთრად ენთო
ეული აფრა.
სურათი მარკეს
პეიზაჟს ჰგავდა,
მზემ ჩაყვინთა და
ნაძვებში გაქრა.

* * *
რატომ არ ვიცი
და მაინც ვიცდი,
ცდაში ვერავინ
შემეცილება.
ჯიუტად ვამბობ:
“მაინც მოვიცდი!”
და შენ, ჭადრის ხევ,
რად გეცინება?

* * *
წვიმა…
წითელი ვარდი…
ლექსები ბლოკის…
მცივა…
ნამგალი დარდის
შავ ფიქრებს მომკის…
გნატრობ…
ვეღარ გავწყვიტე
კისერზე თოკი…
წვიმა,
წითელი ვარდი,
ლექსები ბლოკის…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s